logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე მამათა მონასტერი აშენდება
წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე მამათა მონასტერი აშენდება
14:51 06.09.2016
სოფელ წიწამურში, იქ სადაც ილიას მკვლელობის ადგილია და რომელსაც ქართველი ერი საქართველოს გოლგოთას უწოდებს, შენდება მამათა მონასტერი, რომელსაც მამა ტარიელი მრევლთან ერთად აშენებს.
როგორც მამა ტარიელმა საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, იქ, სადაც ილიას სისხლი დაიღვარა, აუცილებლად უნდა იყოს ტაძარი, რომლის შესასვლელშიც წმინდა ილია მართლის სიმბოლური საფლავი მოეწყობა.

თუმცა, მისივე თქმით, ტაძრის მშენებლობის ინიციატორებს წინ საკმაოდ დიდი დაბრკოლებები შეხვდათ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, „უკანონო მშენებლობის“ გამო, მისთვის 5 ათასიანი ჯარიმაც კი გამოუწერიათ.

გთავაზობთ ინტერვიუს მამა ტარიელთან:

-მამა ტარიელ, როდის გაჩნდა ამ ადგილზე ტაძრის აშენების იდეა?


-ოდნავ შორიდან დავიწყებ. როგორც ცნობილია, დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე (ილია მართალი) 1907 წელს მოკლეს. მკვლელობის ადგილის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აქ მობრძანდება ხოლმე და აქ ლოცულობს.

newspress.ws.com.ge



ამ ადგილზე1907 წლიდან რევოლუციამდე, (სადაც პედესტალია) ხის ჯვარი იდგა, რაც მიუთითებს, რომ ილია ჭავჭავაძე სწორედ ამ ადგილზე მოკლეს.

ხოლო სვეტი, რომელიც ჯვრის მოპირდაპირედ არის აღმართული 1937 წელს არის აგებული.
კომუნისტებმა ეს სვეტი მიცვალებულის და არა წმინდანის სახელზე ააგეს, ამიტომ მასზე ჯვარს ვერ აღმართავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას ვთხოვე ჯვრის აღმართვის უფლება მოეცათ, თუმცა უარი მივიღე. ერთ საღამოს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე თავად ავღმართე ჯვარი ობელისკზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი მოხსნა აღარ მოუთხოვიათ.

-უარის მიზეზი რა იყო?


-არ ვიცი, ვერ გეტყვით, სააკაშვილის მთავრობამ უარი მითხრა, თუმცა, როგორც გითხარით, აღმართვის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ მქონია.

newspress.ws.com.ge


-ისევ ტაძრის მშენებლობას დავუბრუნდეთ...

საქართველოს პატრიარქს დიდი ხანია სურს, ამ ადგილას აშენდეს ტაძარი, მაგრამ დამფინანსებელი არავინ გამოჩდა.
აღსანიშნავია ერთი ფაქტი: 2012 წლის 12 სექტემბერს, არჩევნებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი აქ, ზუსტად ამ ადგილას შეხვდა პარტრიარქს და აქვე მისცა პირობა, რომ ტაძარს ააშენებდა. იმედი მაქვს აშენდება კიდეც. მე არ დამიწყია ტაძრის შენება, მე ვაშენებ სამრეკლოს, რომელიც სიმაღლეში დაახლოებით 15 მეტრია. ასე, რომ ბიძინა ივანიშვილს კვლავ აქვს შესაძლებლობა დაპირება შეასრულოს(იღიმება).
-როგორც ვიცით აქ უნდა აშენდეს კომპლექსი, მამათა მონასტერი....
-რა თქმა უნდა. დღევანდელ მთავრობას მივმართე თხოვნით, რომ ადგილი გამოგვიყონ. ჩაფიქრებული გვაქვს, რომ იქ, სადაც ილიას წმინდა სისხლი დაიღვარა აშენდეს ტაძარი, აქვე იგეგმება სენაკის მშენებლობა, მთლიანი კომპლექსი.

ქართველები ამ ადგილს საქართველოს გოლგოთას ეძახიან.


- მშენებლობის რა ეტაპზე ხართ, რა სიძნელეები და პრობლემებია?

-როგორც გითხარით, შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა პატრიარქს, რომ ააშენებდა ტაძარს. ჩემთვის მისი სიტყვა ყველაფერი იყო. სამ კვირაში ქვეყნის პირველი პირი გახდა. ამიტომ არავისთვის მიმიმართავს. შარშან, მაისის თვეში, მიწის გამოყოფის თხოვნით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. ამ პერიოდში, მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ, რომლის დიდი მადლობელიც ვარ გულისხმიერებისთვის. მითხრეს, რომ საკითხი ერთ თვეში მოგვარდებოდა. აღარ დაველოდე ერთი თვის გასვლას და მშენებლობა დავიწყე. გზა შემოვიყვანე, კედელიგავხსენი და ლამის დამიჭირეს. 5 ათასლარიანი ჯარიმაც გამომიწერეს.

- რა მიზეზით დაგაჯარიმეს?

- ვითომ უკანონო მშენებლობის გამო, მაშინ როდესაც მშენებლობა არც კი მქონდა დაწყებული.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ნამდვილად იყო საკმარისი ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო მიწის გამოყოფას დაგვპირდა, წერილიც მივიტანეთ საპატრიარქოდან, ამ ყველაფერის კი წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქისადმი მიცემული პირობა. მაშინაც ასე მეგონა და დღესაც ასე მგონია, რომ ამაზე უკეთესი საბუთი არ არსებობს.

- დღეს როგორი მდგომარეობაა?


-იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მშენებლობის დასაწყისში იყო ხელისშემშლელი პირობები, ეხლა, ხელს მიწყობენ იმით, რომ ხელს აღარ მიშლიან. ეს კი, ამ გადასახედიდან ყველაზე დიდი ხელშეწყობაა (იღიმება).

-ადგილობრივი ხელისუფლების (გამგეობა, საკრებულო, დეპუტატი) კომპეტენციაში თუ შედის ეს საკითხი და თუ მიგიმართავთ მათთვის?

-კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლობელი ვარ იმის, რომ ხელს არავინ მიშლის. არაფერს ვითხოვ. ხელს თუ არ შემიშლიან ამ კომპლექსსაც ავაშენებ და კიდევ ბევრს.

ეს კომპლექსი მთლიანად მამათა მონასტერი იქნება . დარწმუნებული ვარ, ხელისშემშლელი პირობები დროებითია და ტაძარი აუცილებლად აშენდება. წარმოიდგინეთ, ბოროტს როგორ შურს და როგორ ფუთფუთებს , რომ ამ წმინდათა წმინდა ადგილზე არ მოხდეს მშენებლობა.

ერთმა ადამიანმა მითხრა, რად გინდა ტაძრის მშენებლობა, ის ადგილი, ხომ ისედაც წმინდააო. ის ადამიანი ადგილის სიწმინდეს აღიარებს და ტაძრის აშენების წინააღმდეგია. ბევრი ახლობელი ადამიანისგან მსმენია - რად გინდათ ამდენ ტაძარს რომ აშენებთ? ტაძარი თუ არ გვინდა, მასზე უკეთესი რა უნდა ავაშენოთ. ფიქრობენ, რომ ხალხი არ არის ამდენი. დღეს არ არის ხვალ იქნება, მერე იქნება. ჩვენს წინაპრებსაც რომ ასე ეფიქრათ არც ისინი ააშენებდნენ ტაძარ-მონასტრებს.

უფრო მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილს ერთმა მისმა „მრჩეველმა“ ისიც კი უთხრა, რომ მე თითქოს აქ 1937 წელს აგებული ობელისკის დანგრევას ვაპირებ.

ამ ობელისკს როგორ ან რატომ დავანგრევ, ჯერ ერთი ჩვენი ისტორიაა და მეორეც, მასზე ჯვარი საკუთარი ხელით აღვმართე და როგორღა დავანგრევ?

სწორედ ასეთი „მრჩევლების“ სურვილია, რომ აქ, სადაც წმინდა სისხლია დაღვრილი, სალოცავი არ აშენდეს, ბოროტი ებრძვით.

newspress.ws.com.ge


-პირადად თქვენზე ვისაუბროთ. როგორც გვითხრეს ტაძრის მშენებლობაში თავად იღებთ მონაწილეობას, ფიზიკურად შრომობთ..

-დიახ, ფიზიკურად ვმუშაობ. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამაზე უკეთესს რას გავაკეთებ. ბევრი ტაძრის მშენებლობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და თუ ცოცხალი ვიქნები, კიდევ ბევრი ტაძრის მშენებლობაში მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ ხელს ნურავინ შემიშლის, დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ.

-მხოლოდ მრევლის დახმარებით შენდება ტაძარი?

-ვაშენებ მრევლთან ერთად. აშენებს მრევლი, საკუთარი სახსრებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია-მონასტრები საქართველოში საკმაო რაოდენობითაა და სწორედ ამ ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები და მრევლი გავერთიანდით ამ დიდი საქმისთვის. მაგალითად, თბილისში მოქმედი წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი ჯოჯიკაშვილი, მისი მრევლი და ასე შემდეგ..

მოქალაქეებიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან. ზოგიერთი ფინანსურად გვეხმარება, ზოგს საჭმელი მოაქვს, ზოგს სამშენებლო მასალა, ყველაფერს ვიყენებთ, გაღუნულ ლურსმანსაც კი.

-ისევ პრობლემებს დავუბრუნდეთ, აპირებთ თუ არა ვინმესთვის მიმართვას?


-ვისაც საჭირო იყო მივმართე, მხოლოდ უფლის იმედი მაქვს. უფლის შეწევნით ეს ტაძარი აშენდება.
ბოროტი იბრძვის და ტაძრის აშენების წინააღმდეგია, უფალი სიყვარულია, უზენაესია, სიკეთე ყოველთვის იმაჯვებს ბოროტებაზე.

„ბორტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. „მუნ სადაც გამრავლდეს ბოროტება გადმოემართოს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“.

ყველა ტაძრის მშენებლობის დროს არის წინააღმდეგობა. ვფიქრობ, სამების ტაძრის მშენებელს, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაუჭირდეს ამ ტაძრის აშენება, თუმცა კონკრეტული პირები ხელით ბოროტი ებრძვის და არ აშენებინებს, მაგრამ უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

p.s. მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ უდიდეს საქმეში და წმინდა ილია მართლის მკვლელობის ადგილზე მამათა მონასტრის მშენებლობაში წვლილი შეიტანოს, გახსნილია ანგარიში:


GE73tb7763236080100002



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა