logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, თავი ნუ მოგაქვს, თითქოს ომის არჩევანი გაქვსო“-ამერიკელი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ
„პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, თავი ნუ მოგაქვს, თითქოს ომის არჩევანი გაქვსო“-ამერიკელი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ
10:50 29.08.2016
ამერიკული რადიოსადგური „Radio Voice of America“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ დენიელ ფრიდს რუსეთ-საქართველოს ომზე და მის შედეგებზე ესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფრიდმა, რომელიც წარსულში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთოებებზეც ისაუბრა.

- რუსეთ-საქართველოს ომის დროს თქვენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყავით. როგორ ფიქრობთ, ომი გარდაუვალი იყო?

- ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, რომ ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა.

- ომის შემდეგ ამერიკაში, ევროპაში და საქართველოში გაჩნდა შეხედულება, რომ ამერიკის მხარდაჭერამ, რომელიც უპირობო მხარდაჭერად აღიქმებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი წააქეზა რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ შეხედულებას არ ვეთანხმები - პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე - მიხეილ სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა.

მიხეილ სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ეს შეხედულება ამერიკის პოზიციასაც არასწორად წარმოაჩენს. მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ „სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს.

- თქვენი აზრით, დასავლეთის რეაქცია ამ ომზე ადეკვატური იყო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა?

- დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება, ალბათ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით, ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და ვფიქრობ ეს ეფექტური იყო.

- ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ნატომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მანამდე არნახული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გავხდება. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს მხარდაჭერა გაქრა. უკრაინის შემთხვევაშიც თითქმის იგივე სცენარი განვითარდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა. რა განსხვავება იყო უკრაინასა და საქართველოს შორის?

- უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი არა. კანცლერი მერკელი სააკაშვილს ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ - მას ჰქონდა დადებითი მხარეები და ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა. ამასთან, დასავლეთმა არ იცოდა როგორ შეედგინა სანქციები. სანქციებზე უფრო მეტი ვისწავლეთ 2008 წელს, ირანის გამოცდილების შემდეგ. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთი ერთიანი იყო, გერმანიას ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სანქციებშიც მეტი გამოცდილება გვქონდა. ბუშის ადმინისტრაციამ ომის შემდეგ სანქციების დაწესება განიხილა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გაერთიანებული არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ამერიკის ორმხრივი სანქციები შედეგს არ მოიტანდა. გარდა ამისა, ბუშის ადმინისტრაციას დრო და ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. რუსეთზე სანქციების დაწესების ნაცვლად, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ამ ძალისხმევაში მაშინ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატრომა ჯო ბაიდენმა დიდი დახმარება გაგვიწია.

- როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთის დაუსჯელობმა წააქეზა კრემლი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკის შემუშავებისკენ? მიგაჩნიათ თუ არა რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა 2014 წლის უკრაინამდე მიგვიყვანა?

-ვისურვებდი, რომ ამას არ ვამბობდე, მაგრამ ვფიქრობ მართალი ხართ. რუსებმა შესაძლოა იფიქრეს, რომ ეს ომი გაუვიდათ. და შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია ისევე დაყოფილი იქნებოდა. ისინი შეცდნენ. ვფიქრობ ამან ისინი გააკვირვა, რადგან მგონი არ ელოდნენ დასავლეთის ერთიანობას და განსაკუთრებით სანქციებს. დასავლეთს გარკვეული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება გაეცნობიერებინა.

- რამ შეუწყო დასავლეთს ხელი ამ გამოცდილების გაცნობიერებაში? რა იყო ეს- დასავლეური ღირებულებების დაცვა, უსაფრთხოება, თუ რაიმე სხვა?

- ყველა ეგ ფაქტორი ერთად. ჩემი აზრით, დასავლეთმა თავდაპირველად საქართველოს ომი ცალკეულ შემთხვევად ჩათვალა. ევროპაში იყო შეხედულება, რომ რუსებმა ეს საქართველოს იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ სააკაშვილი იყო. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთმა გააცნობერა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ იყო.

- თქვენ ნატოს გაფართოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე იყავით 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაც თქვენი დიდი დამსახურებაა. დღეს როგორ აფასებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას?

- ამერიკამ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები დაიცვა. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დღეს გმირული პერიოდი არ არის. იზოლაციონისტური ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც მომძლავრდნენ. ეს ფაქტია! მე ეს არ მომწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალურად შევაფასოთ გამოწვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთს არ მივცეთ ამის ბოროტად გამოყენების საშუალება ან საქართველოს სუვერენიტეტთან ან არჩევანთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წავიდეთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, დიდი წინსვლა არ გვექნება. 1990-ანებსა და 2000-ანების დასაწყისში საქართველომ, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ჰქონდათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მდგომარეობა სამუდამოა. მაგრამ ამასთან, არ უნდა შევიქმნათ გადაჭარბებული წარმოდგენა იმაზე, თუ რის მიღწევა შეგვიძლია ახლო პერსპექტივაში, მაგრამ არასოდეს უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის, რისი მიღწევაც მომავალშია შესაძლებელი. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის იქნება ის, რომ გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ დროში იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გაქვთ. არ იფიქროთ, რომ მიმდინარე სირთულეები, რომლებიც დასავლეთში დღეს გვაქვს, სამუდამოდ ასე დარჩება და თქვენი მიზნები ამ დასკვნას არ დაუკავშიროთ.

- ამ შეხედულების კონტრ-არგუმენტი და რუსული რბილი ძალის ნარატივიც ის არის, რომ ნატო უკვე დიდი ხანია თავს იკავებს საქართველოსთან დაახლოებისგან, რომ ნატო საქართველოს არასოდეს მიიღებს სრულფასოვნად წევრად. როგორ შეიძლება ამ ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ცხადად ჩანს ის, რომ დასავლეთი არ არის მზად საქართველო თანასწორუფლებიან წევრად მიიღოს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული ტაქტიკურად მიუდგები ამ საკითხს თუ სტრატეგიულად. მართალია ის, რომ ვარშავის სამიტზე ნატომ საქართველოს სამოქმედო გეგმა არ შესთავაზა. შეერთებულ შტატებს ეს რომ მოეთხოვა, ძალისხმევა უშედეგოდ დამთავრდებოდა და რა შედეგს მოუტანდა ეს საქართველოს? თუ საქართველო თვლის, რომ ნატოსგან მოკლევადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი - გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. 1990-ანების ბოლოს პოლონელებიც იგივე სიტუაციაში იყვნენ. მაშინ მე მათ ვეუბნებოდი, მოითმინეთ, თქვენი დრო მოვა, შინ ყველაფერი გამართეთ და დაელოდეთ. სწორედ ასეც მოხდა. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატოს წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ.

- რა არის ეს მეთოდები?

- ნატოზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხვონა, რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება. ამიტომ რა საჭიროა ამ გზის არჩევა? იარეთ გზაზე ნაკლები წინაღობით და გამოიყენეთ შესძლებლობები. საქართველოს ყველა მეგობარი, რესპუბლიკელია ის თუ დემოკრატი, საქართველოს მეგობრად რჩება. თქვენი დასუსტების საშუალება არავის მისცეთ და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდეთ.
--------

ვრცელ ინტერვიუში დენიელ ფრიდი სხვა საკითხებზეც საუბრობს:

ა) რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციების შედეგებზე („რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია... სანქციები რომ არ გვქონდეს დაწესებული, უკრაინაში მდგომარეობა უფრო რთულად იქნებოდა“); ბ) ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნის პერსპექტივაზე („ეს არ იქნება მათთვის ადვილი გადაწყვეტილება“); გ) რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე (რუსეთ-ჩინეთთან ურთიერთობა: „მოსაზრება, რომ რუსეთი ჩინეთთან ბლოკს შეკრავს, ხშირად მესმის, მაგრამ ვინ იქნება ამ ბლოკში უფროსი პარტნიორი და ვინ დაქვემდებარებული“?, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა: „მოსკოვს დასავლეთის დაყოფა სურს“; რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა: „ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მათთან თანამშრომლობა გვინდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ღირებულებებს და სხვა ხალხების ინტერესებს მოსკოვთან ურთიერთობას არ შევწირავთ“).

http://www.amerikiskhma.com/a/dan-fried-on-russia/3483881.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა