logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სერგეი მარკოვის სკანდალური განცხადება: სააკაშვილს ომის დაწყება მაკკეინმა და დიკ ჩეინმა აიძულეს, რადგან ეს წინასაარჩევნო რეიტინგისთვის სჭირდებოდათ
სერგეი მარკოვის სკანდალური განცხადება: სააკაშვილს ომის დაწყება მაკკეინმა და დიკ ჩეინმა აიძულეს, რადგან ეს წინასაარჩევნო რეიტინგისთვის სჭირდებოდათ
12:04 11.08.2016
როგორც ცნობილია, 10 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყირიმში რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც კიევიდან იმართებოდნენ და როგორც ირკვევა, ამერიკელების წაქეზებით, სიტუაციის დესტაბილიზებას გეგმავდნენ. ამოღებულია აგრეთვე დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.

„მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ კომენტარისათვის პოლიტოლოგ სერგეი მარკოვს მიმართა. გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

- სერგეი ალექსანდროვიჩ, რა ხდება ყირიმში?


- იქ ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს, ეს ნიშნავს, რომ დივერსანტებს მოსახლეობის დაშინება და ტურისტული სეზონის ჩაშლა უნდოდათ... დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთლიანად პენტაგონი აკონტროლებს, ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვას, შესაბამისად, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სამმართველო. ასე რომ, უკრაინელებს თვითონ, ამერიკის ნებართვის გარეშე, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ანუ ამერიკელებმა კიევის ხელისუფლებას ამოცანა დაუსახეს, რომ როგორმე რუსეთის პროვოცირება მოეხდინათ - საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზნით.

- და ეს ვის სჭირდება ამერიკაში?

- ვფიქრობ, ეს სავსებით ჯდება პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადების ჩარჩოებში, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებაო. თუ უკრაინული პროვიკაცია განვითარდებოდა, ეს დონალდ ტრამპის იმიჯს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა. როგორც ცნობილია, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის მხარდამჭერად გამოდის, რაც ესოდენ არ მოწონს დემოკრატ ჰილარი კლინტონს და მის მომხრეებს.

- დივერსიული ჯგუფს 5-6 აგვისტოს მიაკვლიეს, ანუ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მორიგი წლისთავის წინ... ეს მოვლენები ერთმანეთის მსგავსები ხომ არ არიან?

- დიახ, ასეა. 2008 წლის აგვისტოს ომსაც აშკარად წინასაარჩევნო ხასიათი ჰქონდა, რომელიც ორგანიზებული იყო სენატორ ჯონ მაკკეინისა და მის ოფისთან დაკავშირებულ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მიერ. სწორედ მათ აიძულეს საქართველოს პრეზიდენტი ომი დაეწყო, თორემ თვითონ მიხეილ სააკაშვილს ომი არ სურდა. მას კარგად ესმოდა, თუ როგორი შედეგი იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ივლისში ქართველ გენერლებთან თათბირი ჩაატარა და ყველა კატეგორიულად გამოვიდა ომის წინააღმდეგ. შესაბამისად, პრეზიდენტმაც ომზე უარი თქვა, მაგრამ თბილისში კონდოლიზა რაისი ჩავიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყება აიძულა.

- რა მისცა რუსეთ-საქართველოს ომმა ამერიკელებს?

- სწორედ მაშინ ჯონ მაკკეინის რეიტინგმა ბარაკ ობამას რეიტინგს გადაუსწრო (იგი 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო). ამერიკის სპეცსამსახურებს ბარაკ ობამა ძალიან საეჭვო პიროვნებად ეჩვენებოდათ, რომლსაც შეიძლებოდა აშშ-ის უსაფრთხოებისათვის ზიანი მოეტანა. მეოკონსერვატორები ბარაკ ობამას პირდაპირ მოღალატეს უწოდებდნენ. საბოლოოდ ჯონ მაკკეინმა არჩევნები წააგო, მაგრამ გამარჯვებულ ბარაკ ობამას სპეცსამსახურებისათვის სამაგიერო არ გადაუხდია. ამჟამად, ჩემი აზრით, ისინი იმავე სცენარის გამეორებას ცდილობენ.

- მაშინ რა გამოდის - ამერიკელებს ნამდვილი ომის გაჩაღება სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის?

- არა, არა მგონია. ისინი არ ელოდებიან, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრება და კიევს აიღებს. ეს იქნება მართვადი კონფლიქტი: რაღაც სამხედრო შეტაკება, რომელიც ერთ კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ საინფორმაციო-პროპგანდისტული თვალსაზრისით დონალდ ტრამპს „დამარხავდა“.

http://www.mk.ru/politics/2016/08/10/ekspert-seriyu-teraktov-v-krymu-gotovili-v-interesakh-khillari-klinton.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა