logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ლარა ლინდერმანი: ვფიქრობ აგვისტოს ომზე ჰააგა დაადგენს, რომ დანაშაული ყველა მხარემ ჩაიდინა; ამ ომმა ცხადყო, რომ დასავლეთის ნდობა ძნელია.
ლარა ლინდერმანი: ვფიქრობ აგვისტოს ომზე ჰააგა დაადგენს, რომ დანაშაული ყველა მხარემ ჩაიდინა; ამ ომმა ცხადყო, რომ დასავლეთის ნდობა ძნელია.
10:39 09.08.2016
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის მერვე წლისთავზე ამერიკულმა რადიოსადგურმა „Radio Voice of America“-მ შეფასებები თხოვა ვაშინგტონში, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს:

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

- რამ შეუწყო ხელი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებას საქართველოში?


- 2008 წლის ომამდე ადრე, სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია უკვე „გაყინული კონფლიქტი“ იყო, რომელსაც ამოხეთქვის პოტენციალი გააჩნდა. გაეროს და ეუთოს სამშვიდობო მისიას რეგიონში სტაბილობის ხელშეწყობა დაევალა.

სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებმა კარგად ვერ მოახერხეს კოორდინაცია, და ვერც რესურსი გაიღეს იმისთვის, რათა სიტუაციის დარეგულირება მომხდარიყო. სავარაუდოდ, ყველაზე არასწორი იყო კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის მშვიდობისმყოფელთა შეშვება. რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია, სამშვიდობო ინიციატივები ხშირად ვარდებოდა ან ჩერდებოდა. საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის საკითხის ფედერალური პრინციპით მოგვარება შესთავაზა, თუმცა ის რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაბლოკეს. საქართველოს მთავრობა ასევე შეეცადა რეგიონში სამშვიდობო ოპერაცია შეეცვალა, თუმცა უშედეგოდ. იმ წლებში, იყო შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია გამოსწორებულიყო და ყველა მხარეს აეღო პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე, თუმცა ეს არ მოხდა. რუსეთი რეგიონში განუწყვეტლივ პროვოკაციებს აწყობდა, განსაკუთრებით 1990-2000 წლებში. საქართველო საომარი მოქმედებებისაგან მუდმივად თავს იკავებდა. 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ შეატყობინა დასავლეთის მთავრობებს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და რომ ამის სამხილი საქართველოს ჰქონდა. ამ გაფრთხილებებს არავინ მიაქცია ყურადღება.

-რა იყო რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი, როცა საქართველოში შემოიჭრა? შეიძლებოდა, თუ არა, რომ დასავლეთი და აშშ უდრო ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის უგულვებელყოფის დასაგმობად?


-რუსეთმა ეს ომი დასავლეთთან საქართველოს კავშირების დასაბლოკად გამოიყენა. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაბლოკვა ერთ-ერთი მიზანი იყო. რუსეთი ყველანაირად ცდილობს საქართველო საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვოს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთისთვის თბილისთან ვაჭრობის საკითხებია, რათა მის შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. მოსკოვი ამ რეგიონებზე კონტროლს აძლიერებს და სეპარატისტულ რეგიონებში საზღვრის გავლებას აგრძელებს. საქართველოსთვის სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენა სულ უფრო რთულად გამოიყურება.

2008 წლის ომი რეგიონის სხვა „გაყინულ კონფლიქტებთანაა“ გადახლართული, მაგალითად დნესტრისპირეთთან. რუსეთის საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია გაყინული კონფლიქტების შენარჩუნება, რათა ტერიტორიებზე, იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც მოსკოვი გავლენის სფეროებად მიიჩნევს, მაკონტროლებელი ბერკეტები შეინარჩუნოს. სეპარატისტული რეგიონები მთელი სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ახდენს. რუსეთს სწორედ სეპარატისტული ტერიტორიების კონტროლით შეუძლია ურჩ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა. მას აღნიშნული ტერიტორიების ანექსია სულაც არ სჭირდება, რადგან ანექსია დასავლური სანქციების რისკთანაა დაკავშირებული. ამ თემაზე ატლანტიკურ საბჭოს ანგარიში აქვს გამოქვეყნებული (იხილეთ: http://www.atlanticcouncil.org/
publications/reports/frozen-conflicts-a-tool-kit-for-us-policymakers

-2008 წელს საქართველოს მოვლენებზე დასავლეთის პასუხმა ხომ არ გაათამამა რუსეთი, რომ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ანექსია მოეხდინა?

-დიახ. აშშ და ევროკავშირი მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლნენ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთისათვის რაიმე სერიოზული სანქცია დაეკისრებინათ. შესაფერისი საპასუხო რეაქციის არარსებობამ მართლაც გაათამამა რუსეთი, რათა ის მოქცეულიყო ისე, როგორც უკრაინაში მოიქცა.

-რა გაკვეთილები უნდა ისწავლოს საქართველომ და დასავლეთმა? როგორია ამ მოვლენის შედეგი რეგიონსა და მსოფლიოს გეოპოლიტიკაში?


-რუსეთის ლიდერები განუწყვეტლივ საუბრობენ გავლენის სფეროებზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ომმა ნათელყო, თუ რა უმთავრესი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. პატარა სახელმწიფოსათვის ეროვნული უსაფრთხოება ფიზიკურ გადარჩენასთანაა დაკავშირებული. ომმა საქართველოს დასავლური ორიენტაცია განამტკიცა, მაგრამ ამავე დროს ცხადყო, რომ დასავლეთის ნდობა ძნელია. თუ შევხედავთ დასავლეთის რეაქციას რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში - ისე ჩანს, რომ დასავლეთმა არჩია, თვალი დახუჭოს ყირიმის ანექსიაზე - დავინახავთ, რომ დასავლეთი ბევრს არაფერს იღონებს, რათა თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაეხმაროს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ საქართველო ამაზე მეტ დახმარებას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.

2008 წლის შემდეგ რუსეთმა წარმატებული სადეზინფორმაციო კამპანია გააჩაღა. ამ კამპანიამ გერმანიის საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა. თავდაპირველი წარმატების გამო ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა სადეზინფორმაციო კამპანიის მასშტაბები გააფართოვა.

ომი იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ის გახლდათ პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც ერთმა ქვეყანამ მეორეს კოორდინირებულად შეუტია ჩვეულებრივ ფრონტზე, ხმელეთსა და ზღვაზე და უჩვეულო ფრონტზე, კიბერსივრცეში. რუსმა კიბერკრიმინალებმა საქართველოს მთავრობისა და მედიასაშუალებათა ვებგვერდებზე მიიტანეს იერიში, შემდეგ კი ბანკებს, ბიზნესებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, აგრეთვე დასავლურ მედიასაც შეუტიეს. ეს ყველაფერი ხდებოდა ხმელეთსა და ცაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად.

-რა სავარაუდო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს ამ საქმეზე?

- ვფიქრობ, სასამართლო დაადგენს, რომ ყველა მხარემ ჩაიდინა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე. სასამართლოს საქართველოზე იურისდიქცია აქვს, რადგან საქართველო სასამართლოს წევრი სახელმწიფოა. რუსეთი წევრი არაა, ამგვარად სასამართლო სწავლობს მხოლოდ იმ დანაშაულებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. ჰააგის პროკურორის ოფისის წინასწარ მოხსენებაში წერია, რომ “არსებობს გონივრული ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მასშტაბური და სისტემატური ხასიათის თავდასხმები ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში, რაც უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ძალადობრივი განდევნის გამო.”

ჰააგის სასამართლო იძიებს საქმეს, რადგან “რუსეთისა და საქართველოს პროკურატურების გამოძიება მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა” და “აღნიშნულ საქმეთა გამოძიებაში პროგრესი, როგორც ჩანს, შეზღუდულია. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან ექვს წელზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენნი პასუხისგებაში მიცემულნი არ არიან”.


http://www.amerikiskhma.com/a/laura-linderman-interview-on-the-war/3455267.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა