logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუსი ანალიტიკოსი: უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ პარტნიორებს ალბათ შეიცვლის
რუსი ანალიტიკოსი: უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ პარტნიორებს ალბათ შეიცვლის
10:52 04.08.2016
რამ აიძულა თურქეთი მოსკოვთან დაახლოებაზე წასულიყო? როგორია რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები? როგორ ვითარდება თურქეთის ურთიერთობები მეზობლებთან და როგორია ძალთა განლაგება კავკასიის რეგიონში? ამ საკითხებზე გაზეთ „ნოევ კოვჩეგის“ („ნოეს კიდობნის“) ჟურნალისტთან დსთ-ის ინსტიტუტის ევრაზიული ინტეგრაციის განყოფილების გამგე ვლადიმირ ევსეევი საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომელსაც რუსული გამოცემა «Ноев ковчег» აქვეყნებს:

- რუსეთთან კონფლიქტმა გარკვეულწილად დაამუხრუჭა თურქეთის შეღწევის პროცესი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ანკარა თავის თამაშს ეწევა. თქვენ ფიქრობთ, რომ თურქეთი რეგიონში „შეტევას“ განაახლებს?

- ვფიქრობ, რომ თურქეთი სირიაში აქტიურობის შემცირების კომპენსაციას სამხრეთ კავკასიაში მოახდენს და პირველ რიგში საქართველოსთან კონტაქტების განმტკიცების ხარჯზე. ამ მიმართულებით თურქეთს მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს „ირან-სომხეთ-საქართველოს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. თუ გავითვისწინებთ იმას, რომ საქართველო რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თურქეთ-საქართველოს ინტეგრირება და თანამშრომლობა პოზიტიურად გაგრძელდება. ამ პროცესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ პარტნიორებს, ალბათ, შეიცვლის. ამასთან, მე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას არ ველოდები.

- რა შედეგებს მოუტანს სომხეთს ის ცვლილებები, რაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობში ხდება?

- რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მოსალოდნელი აღდგენა, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, სომხეთს რაიმე პრობლემების არ მოუტანს. პირიქით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გააქტიურებისათვის, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროში. რაც შეეხება სომხეთის უსაფრთხოებას, რუსეთი კვლავ დარჩება თავისი სტრატეგიული მოკავშირის ინტერესების დაცვის გარანტად, თურქეთთან მიმართებით.

- რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების აღდგენა წინანდელ ფორმატში?

- ჩემი აზრით, რუსეთ-თურქეთის წინანდელი ურთიერთობები პოლიტიკურში კი არა, ეკონომიკური სფეროშიც კი ვერ აღდგება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ერდოღანი ერთმანეთს აღარ ენდობიან. ამ პირობებში მოსკოვისა და ანკარის დაპირისპირება შენარჩუნდება, მაგრამ შეზღუდული მასშტაბებით და შენიღბული ფორმით. კერძოდ, დაპირისპირება შეიძლება გამოვლინდეს ყირიმისა და ყირიმელი თათრების მიმართ.

- ანუ თქვენ თვლით, რომ შეიძლება თურქეთმა რუსეთს „ზურგში კვლავ დანა ჩაარტყას“?


- ვთვლი, რომ უახლოეს პერსპექტივაში თურქეთი ამას აღარ გააკეთებს. შემდეგ კი ყველაფერი ანკარაზე იქნება დამოკიდებული - სურს თუ არა თურქეთს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერად დარჩენა. არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პოზიციები ახლო და შუა აღმოსავლეთში განმტკიცდება, ანკარას კვლავ წაუცდება ხელი „ზურგში დანის ჩასარტყმელად“. მაგრამ თუ თურქეთი დასუსტდება, მათ შორის ქურთისტანის პრობლემის გამო, მაშინ ანკარა დანის მომარჯვებას ვერ გაბედავს - მოსკოვის პასუხი მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-08/5489.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა