logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: მე ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ და ყველასთან შემიძლია ცივილიზებული ურთიერთობა
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: მე ჩაკეტილი ადამიანი არ ვარ და ყველასთან შემიძლია ცივილიზებული ურთიერთობა
13:33 06.07.2016
კვირას აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებაა დაგეგმილი პრეზიდენტის ვადამდე არჩევის თაობაზე: გასარკვევია, უნდა დარჩეს რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად თუ უნდა გადადგეს ვადის დასრულებამდე.

„იზვესტიის“ კორესპონდენტი მადინა შავლოხოვა რესპუბლიკაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციისა და ოპონენტებთან დიალოგის თაობაზე თვით რაულ ხაჯიმბას ესაუბრება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- კვირას, 10 ივლისს, აფხაზეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომლის ლაიტმოტივს ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხი წარმოადგენს: „თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია?“. თქვენ იოლად დათანხმდით ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ?

- რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე, რათა საზოგადოებაში ოპოზიციის მიერ შექმნილი დაძაბულობა განეიტრალებულიყო. მე რომ უარი მეთქვა, ამას ოპოზიცია კვლავ გამოიყენებდა საპროტესტო აქციების დასაწყებად. ამრიგად, ჩვენ ვახდენთ მზადყოფნის დემონტრირებას დიალოგისათვის. მე პირადად ჩაკეტილი ადამიანი არ გახლავართ, ყველასთან შემიძლია სრულფასოვანი და ცივილიზებული ურთიერთობა.

- თქვენი არჩევიდან ორი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გაკეთდა და რის გაკეთება ვერ მოხერხდა?

- განვლილ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. მართალია, ძალიან დიდი შრომა და ენერგია იქნა დახარჯული, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი თავისთვის დაგვემტკიცებინა - გვაქვს რეალური ფინანსური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. რის გაკეთება შევძელით? დაწყებულია სასამართლო რეფორმა, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს განმტკიცების პროცესი, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, პირველად იქნა შემოღებული სახელმწიფო ხაზინის სისტემა... ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის მატების მიზნით. სახელმწიფო ხაზინის სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. მის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. ამ ორი წლის მანძილზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ეს დოკუმენტი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მრავალ სფეროს ეხება.

რა ვერ გავაკეთეთ? ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საზოგადოებაში სრული ურთიერთგაგება და ერთიანობა იყოს. ძალიან რთულია ბრძოლა კორუფციასთან. საკმაოდ ნელა მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა პარლამენტის ფორმირებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების გადანაწილების სფეროში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ.

- როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას?

- სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის უმთავრესს საგარეო ფაქტორი წარმოადგენს.. ინფლაციის ზრდა, ფასების მატება და რუბლის მსყიდველობითი უნარიანობის შემცირება არ შეიძლებოდა, რომ ჩვენს ეკონომიკაზე არ ასახულიყო. ამ ფონზე ჩვენ მაინც შევძელით სამრეწველო წარმოების მატება დაფიქსირებულიყო (2,1 მილიარდი რუბლით), ასევე მატებაა ტურიზმის სფეროშიც (600 მილიონი რუბლით), მომსახურების სფეროში (900 მილიონით). ბიუჯეტის შემოსავლები 20%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის თვითკმარობაზე ვილაპარაკოთ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციაც საკმაოდ რთულიაო...


- პოლიტიკური ვითარება მართლაც რთულია. გრძელდება ქვეყნის სახელმწიფოებრივი განმტკიცება-განვითარების პროცესი. ამასთან, საზოგადოებაში არსებობს პლურალისტური მიდგომები პოლიტიკური რეფორმების განხორციელების საკითხებში. ჩემი აზრით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და პარტიების განვითარება პოზიტიურია. დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება, [ანუ პარტიები უფრო თანამედროვე, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებიან]. ვფიქრობ, ამ გზას აფხაზი ხალხი ღირსეულად გაივლის.

- უკვე ზაფხული დადგა, შვებულებების პერიოდი. როგორ მიდის ტურისტული სეზონი? რა პრობლემები ექმნებათ სტუმრებს აფხაზეთში და რით ეხმარება მათ აფხაზეთის ხელისუფლება? მხედველობაში მაქვს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სირთულეები. ისეთივე დიდი საცობებია, როგორც წინა წლებში იყო თუ დღეს სიტუაცია გაუმჯობესებულია?

- დიახ, ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შარშანდელზე უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ. გეთანხმებით: სამწუხაროდ, საზღვრის გადაკვეთის დროს ჩვენი სტუმრები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან... თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მხრივ სიტუაცია შესამჩნევადაა გაუმჯობესებული.

- როგორია ურთიერთობა საქართველოსთან - მიმდინარეობს რაიმე მოლაპარაკება თუ არა?


- ამჟამად საქართველოსთან არანაირი ორმხრივი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. კონტაქტები მხოლოდ ჟენევის დისკუსიების დროს გვაქვს.

--------------

ინტერვიუ გაზეთ „იზვესტიაში“ უკვე მზად იყო დასაბეჭდად, როცა გუშინ, 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში სოხუმში სიტუაცია დრამატულად განვითარდა: საგანგებო ყრილობაზე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანის თაობაზე, რადგან „ამჟამად მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვა შეუძლებელია“. ოპოზიციამ ასევე მოითხოვა აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშიბას გადადგომაც. მოგვიანებით უსანქციო საპროტესტო აქცია გაიმართა სამინისტროს შენობასთან, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა შენობა დააზიანეს, გაჩნდა ხანძარიც. შეხლა-შემოხლაში დაახლოებით 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 მილიციელია.

რაულ ხაჯიმბამ წუხელ, გვიან ღამით, ტელევიზიით გამოსვლისას მომხდარი ამბები დესტაბილიზების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ სიტუაციის სრულად გამოძიების მიზნით, მინისტრი დროებით თანამდებობიდანაა გადაყენებული. რაულ ხაჯიმბას განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. რაც შეეხება რეფერენდუმის თარიღის გადატანის საკითხს, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება, ანუ გადატანილი არ იქნება და ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო.


http://izvestia.ru/news/620953



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა