logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვოლფგანგ იშინგერი: ჩვენ ძალიან გადავაჭარბეთ, როცა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოს დაჩქარებული მიღების პროცედურას ვიხილავდით
ვოლფგანგ იშინგერი: ჩვენ ძალიან გადავაჭარბეთ, როცა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოს დაჩქარებული მიღების პროცედურას ვიხილავდით
16:49 30.06.2016
მიუნჰენის (გერმანია) უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, გერმანულ რადიოსადგურ «Deutsche Welle»-სთან ინტერვიუში ეხება მრავალ საერთაშორისო საკითხს, მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, კომენტარს აკეთებს აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის ალიანსისაკენ სწრაფვაზე, ნატოს გაფართოებაზე და ა.შ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
(...)

- თქვენთვის სიურპრიზი იყო ის, რაც ვლადიმირ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთა?

- ჩვენ, დასავლეთი, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს ვერ ვუგებდით, ყურადღებას არ ვაქცევდით ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისაგან წამოსულ სიგნალებს. გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლა მიუნჰენში 2007 წელს. აი, მაშინ რომ ჩვენ კარგად გაგვეცნობიერებინა მისი ნათქვამი და გაგვეანალიზებინა, შესაძლოა იმდენად შოკისმომგვრელი აღარ იქნებოდა ის, რაც მოგვიანებით მოხდა.

- დიახ, 2007 წელს ვლადიმირ პუტინმა მიუნჰენში გამოსვლისას ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა, მკაცრად გააკრიტიკა ნატო აღმოსავლეთით გაფართოების გამო და თქვა, რომ რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას თავისივე შეხედულებით გაატარებსო. თუ გახსოვთ, რას გრძნობდით, ვლადიმირ პუტინს რომ უსმენდით?

- მე მაშინ იგივე შეცდომა დავუშვი, რაც სხვებმა - ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი სერიოზულად არ მიგვიღია. მართალია იმ განსხვავებით, რომ მე მაშინ მიუნჰენის კონფერენციის თავმჯდომარე კი არ ვიყავი, არამედ რიგითი მონაწილე. არადა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით რუსი პრეზიდენტის ნათქვამი სერიოზულად აღვექვა, განსაკუთრებით ეს უნდა გაეკეთებინა ვაშინგტონს. 2007-2008 წლებში დასავლეთი მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევდა რუსეთის შეშფოთებას, დასავლეთი თავის გეგმებს მოსკოვის პოზიციის მიუხედავად ახორციელებდა. 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი მოხდა. დღეს ჩვენ ვლადიმირ პუტინს უფრო ყურადღებით ვუსმენთ.

- ანუ, რუსმა ლიდერმა თავის მიზანს მიაღწია - ახლა მას დასავლეთი უკვე სერიოზულად აღიქვამს?

- არა, მე ეგრე არ ვფიქრობ. კი, მას სერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ რუსეთის დღეს სულ უფრო მეტ დანაკარგს განიცდის იმ სფეროებში, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვისაა საჭირო, მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისათვის, ეკონომიკის მოდერნიზებისათვის. ამჟამად თხუთმეტი წლის რუსი ჭაბუკის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა იგივეა, როგორც მისი თანატოლისა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ აფრიკულ ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს დიდი სირცხვილია რუსეთისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი პრობლემები არსებობს ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში. რუსეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, დაკნინებულია. ჩვენ კი, დასავლეთს, გვინდა, რომ რუსეთი აყვავებული ქვეყანა იყოს, ჩვენ განვითარებულ რუსეთთან ვაჭრობა გვსურს. დღეს ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთს ფული აღარ აქვს.

- დავუბრუნდეთ ვლადიმირ პუტინის მიუნჰენურ გამოსვლას: მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ნატო იმ შეთანხმების დარღვევაში დადანაშაულა, რომელიც თითქოსდა ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავდა. ამ კრიტიკას საფუძველი ჰქონდა?


- ნატოსათვის იმის დაბრალება, რომ ალიანსი რაღაცას არღვევსო, უსაფუძვლოა. 1997 წელს რუსეთმა და ნატომ ფუძემდებლური აქტი გააფორმეს. მე ამ მოლაპარაკებაზე გერმანულ მხარეს წარმოვადგენდი და ამიტომ ვიცი, რასაც ვამბობ. მაშინ უკვე ცნობილი იყო, რომ ნატო აღმოსავლეთით ფართოვდებოდა და მოსკოვი ამ დოკუმენტით ალიანსის გეგმებს დათანხმდა. მასში ნათქვამია, რომ გაფართოოების შემთხვევაში ნატო ვალდებულობს ახალი წევრების ტერიტორიებზე მუდმივი სამხედრო ბაზები არ განათავსოს. გამოთქმული საყვედურები იმის თაობაზე, რომ ნატო თითქოსდა ადრე მიღწეულ შეთანხმებას და აღებულ ვალდებულებას არღვევსო, უბრალოდ, სიმართლე არ გახლავთ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულიად თავისუფლად შეიძლება ნახოს ადამიანმა, მათ შორის რუსულ ენაზეც.

ამასთან, მე მინდა ვაღიარო ისიც, რომ ჩვენ ძალიან გადავაჭარბეთ, შორს წავედით ნატოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როცა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებული მიღების პროცედურას ვიხილავდით. ჩვენ სრულად ვერ გავაცნობიერეთ, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევდა ეს რუსეთის ხელისუფლებისაგან, განსაკუთრებბისთ სამხედროების მხრიდან. მათ ჩვენი მოქმედება რუსეთის საფრთხისმომტანად მიიჩნიეს, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არაა.

- ანუ თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ვლადიმირ პუტინი ტყუის, როცა ამბობს - ნატო დაგვპირდა, აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდაო?

- დიახ, ასე გამოდის. მე ვფიქრობ, რომ ისტორიული თვალსაზრისით, [რუსეთის პოზიცია] არაკორექტულია.

- მართალია, რომ ვლადიმირ პუტინი თავისი პრეზიდენტობის საწყის პერიოდში რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობდა?

- მე არასდროს არ ვფიქრობდი, რომ ეს იდეა განხორციელებადი იქნებოდა და იცით, რატომ? მოდით, გულწრფელად ვიტყვი: ნატო ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც პრაქტიკულად შეერთებული შტატები მართავს, რუსეთი კი იმ ორგანიზაციაში არ შევა, რომელშიც წამყვან როლს აშშ ასრულებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ვლადიმირ პუტინი დროულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშშ-ის მოქმედება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამიტომ ვაშინგტონთან ოპონირებაა საჭირო და არა ალიანსში შესვლა.


http://www.dw.com/ru/вольфганг-ишингер-россии-сегодня-нужны-друзья-а-не-враги/a-19338833


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა