logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა
12:59 10.06.2016
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Wiener Zeitung-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს თავისი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სწრაფი ლიბერალიზაცია ევროკავშირისთვის რისკის შემცველი არ არის.


ოთხშაბათს გერმანიის და ევროკავშირის წევრი სხვა დიდი სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება დაიბლოკა. ზოგიერთს აქვს შიში, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით კრიმინალური დაჯგუფებები ისარგებლებენ. თუმცა ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა იმისთვის, რომ გათავისუფლდეს სავიზო ვალდებულებებისგან. ამ და სხვა თემებზე Wiener Zeitung-ი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

. . . . . . . . . .

„Wiener Zeitung“: ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაგეგმა, მაგრამ დღემდე არ განუხორციელებია. თურქეთთან ლტოლვილთა საკითხზე გარიგება დღეის მდგომარეობით აჩერებს საქართველოს ძალისხმევას მიეღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. როგორ აფასებთ დღევანდელ ურთიერთობებს ევროკავშირთან?


მიხეილ ჯანელიძე: 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა, 1 ივლისიდან, ეს შეთანხმება ოფიციალურად სრულად ამოქმედდება. შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა შეასრულა. ამით, არა მხოლოდ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ ახალი შესაძლებლობები, არამედ უფრო მეტი ქართველი ტურისტი შევა ევროკავშირში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მართლაც არავითარი რისკი არ გააჩნია.

-თქვენი აზრით, როდის დაიწყება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია?

-ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილება. მიგრაციის კრიზისმა, რა თქმა უნდა, სავიზო საკითხებზე ევროკავშირის სენსიტიურობა კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ აქ საქმე ეხება ორ სრულიად განსხვავებულ პრობლემას. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომლებმაც ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამ საკითხს არალეგალურ მიგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია მხოლოდ ტურისტულ მიმოსვლასა და მოკლევადიან მგზავრობაზე. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირის სახელმწიფოებს და ევროკავშირის პარლამენტს, რომ შესაძლო მოკლე ვადებში მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულად კი, სხვა ქვეყნებთან არსებული ვითარებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკითხი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდება, და რომ საქართველო ზოგადად ევროპის აბსოლუტურად სხვა პრობლემების მძევლად არ იქცევა.

-საქართველო შესაძლოა კავკასიის რეგიონში ყველაზე პრო-დასავლური ქვეყანად ჩაითვლოს. რატომ მაინცდამაინც?

ქართველი ხალხის სურვილი ყოველთვის გახლდათ თავისუფალი სამყაროს ნაწილად ყოფნა. საქართველო გეოგრაფიულად ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენ ამჯერად გვსურს ევროპას ინსტიტუციონალურადაც ვეკუთნოდეთ. ჩვენ გვწამს, რომ იმ რეფორმებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განვახორციელეთ, ქვეყანას ვაძლიერებთ. ჩვენთვის საკითხი შემდეგნაირად დგას, გვსურს იმ ქვეყნების ჯგუფს ვეკუთვნოდით, რომლებთანაც ერთი და იგივე ფასეულობები და ინტერსები გვექნება. ამ კურსს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც: გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85 %-ს სურს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ადამიანებს თავისუფლების ევროპული მოდელის მცნების და ევროპული ფასეულობების სჯერათ.

-ამჟამად ევროკავშირი დიდ კრიზისშია, რომელსაც როგორც ჩანს, სწრაფად არ დასრულდება. ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მაგივრად არსებობს ევროკავშირის დაშლის ტენდენციები. საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხი ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს. ხომ არ არის აგებული ქართული პოლიტიკა ილუზიაზე? სად ხედავთ საქართველოსთვის რეალურ შანსს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის?


ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ევროპა ამჟამად არ არის მზად შემდგომი გაფართოებისთვის. მაგრამ ასოცირების შეთანხმებით და იმ რეფორმებით, რაც მასთან არის დაკავშირებული, ვემზადებით იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი კვლავ დღის წესრიგში დადგება. ასოცირების შეთანხმებამ უკვე ბევრი რამ მოუტანა საქართველოს. ჩვენ დღეს საქართველოში ძლიერი და ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტები. ვახორციელებთ რეფორმებს ყველა სფეროში, რომლებიც ევროპულ პრინციპებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს ევროკავშირის შესაძლო წევრობისთვის. საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

-რას მოუტანს ევროკავშირს საქართველოს წევრობა?


პირველი, დღეს საქართველოსთვის ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. მეორე, საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი მეშვეობით ხორციელდება კასპიის ზღვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ევროპაში, ხდება გაზის მიწოდება ტრანს-ანატოლიისა და ტრანს-ადრიატიკის მილსადენებისთვის. გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ხიდის როლს აზიასთან. ჩვენ ვაკავშირებთ ევროპას ტრანს კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთანაც კი. დღეს საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, გზებში, რკინიგზასა და პორტებში, რათა ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის უფრო მარტივი გახადოს. ჩვენ ევროპას უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისითაც ვუჭერთ მხარს. ვმონაწილეობთ მალისა და ცენტრალური აფრიკის მისიებში, ავღანეთში ქართველი სამხედროების დიდი რაოდენობა გვყავს წარგზავნილი. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდამხარ.
-საქართველო 2008 წელს რუსეთთან ომს აწარმოებდა, რუსულ ჯარს დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და განთავსებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორ მოქმედებს თქვენი მთავრობა ამ ვითარებაში?
ის რომ რუსეთს 21-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკავებული, არის დიდი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთოევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საქართველოს ამოცანაა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა იქნეს განმტკიცებული. სამწუხაროდ, სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა. რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომელმაც ამ ქართული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრირება უნდა უზრუნველყოს.
-ჰქონდა თუ არა ადგილი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტში შეცდომებს საქართველოს მხრიდანაც? მაგალითად 1990-იან წლების დასაწყისში საქართველოს ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აწარმოებდა ეროვნული უმცირესობების მიმართ ფორსირებულ ნაციონალისტურ პოლიტიკას.
რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია საქართველოში კონფლიქტის დაწყება. ყველას აქვს შეგნებული, რომ შეცდომები ორივე მხარეს მოუვიდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებაში ქართულ მხარეს მიუძღვოდა ბრალი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილ იქნა ეთნიკური ქართული მოსახლეობა, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას. ჩვენთვის კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გზა არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა ნდობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. საქმე ეხება შერიგებას. დე-ფაქტო ავტორიტეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შერიგებისთვის არცთუ დიდ საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ჩვენ ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ხალხს, ვთავაზობთ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას.
-იღებენ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი სოციალურ დახმარებებს საქართველოში?

საქართველო სრულად გახსნილია. ქართველებს თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება არ აქვთ, ჩვენს მხარეზე გახსნილი გვაქვს. ხალხს ნებისმიერ დროს შეუძლია საქართველოს დანარჩენ რეგიონებში შემოსვლა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ავაშენეთ სავაჭრო ცენტრი, ასევე ვაშენებთ ახალ ჰოსპიტალს, რათა ადამიანები „საზღვრის“ ორივე მხარეს მიხვდნენ, რომ საჭიროა მეტი კონტაქტი, ნდობის აღდგენა. ჩვენ გვჯერა, რომ გაერთიანებული საქართველოს დროც დადგება.
-აღნიშნულის წინაპირობა ალბათ რუსეთთან რეალური შერიგება იქნებოდა. არსებობს რაიმე შანსი ამისთვის? საქართველო საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანებას გეგმავს, რაც მოსკოვისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებაა. იქ, როგორც ცნობილია, თავს ბლოკადაში გრძნობენ. შეგიძლიათ რუსეთის შეშფოთება გაიზიაროთ?

ამ მხრივ რუსეთის პოზიცია მე სწორად არ მიმაჩნია. ვიცით, რომ ნატო-ს ალიანსი არის უსაფრთხოების და არა თავდასხმითი ალიანსი. საქმე ეხება მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფას. საქართველოს სურს ნატო-ში გაწევრიანება, რათა ამ მშვიდობიან, უსაფრთხო განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. გაწევრიანების ჩვენი სურვილი არ არის არავის, ან ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.




ინტერვიუს უძღვება გერჰარდ ლეხნერი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა