logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ რობერტ ჰამილტონთან: ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს
ინტერვიუ რობერტ ჰამილტონთან: ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს
12:05 07.06.2016
ამერიკული „Radio Voice of America“ აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან რობერტ ჰამილტონთან.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:


- თუ შეიძლება, მოგვიყევით თბილისში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი აქცენტების შესახებ?

- ნატოს მომავალი სამიტი ვარშავაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული კონფერენციის მთავარი თემა იყო, უმთავრესი ყურადღება, ამ კონტექსტში, გამახვილდა საქართველოს ურთიერთობებზე ალიანსთან და თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ალიანსში.

- თქვენი შეფასებით, როგორია საქართველო-ნატოს ურთიერთობები, რამდენად მზად არის საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს?

- ჩემი შეფასებით, რომელსაც დამსწრე ამერიკელი მონაწილეები ეთანხმებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც დამსწრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შენიშნა, საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში, ასევე კოსოვოში, სადაც ნატოს მისია იდგა და წარსულში, ერაყშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მისია არ იბრძოდა, იქ ნატოს ბევრმა პარტნიორმა გაგზავნა ჯარები. კონფერენციის პირველ დღეს, დაიხურა "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება, რაც ამერიკულ-ბრიტანულ-ქართული ერთობლივი სამხედრო წვრთნის პროგრამა იყო. ამის შემდეგ, ქართულ შენაერთს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა, რაც მას ნატოს ყველა მისიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

- რა იყო ამ სწავლების ყელაზე დიდი ღირებულება და მონაპოვარი? ასევე, რა განვითარებებს უნდა ველოდოთ მომავალში ამ კუთხით?

- ამ სწავლებების მთავარი ღირებულება ის სერტიფიცირების პროცესი გახლდათ, რომელიც მისი დასრულების შემდეგ შედგა. საქართველოს ნატოს არაერთ საბრძოლო მისიაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ბრძოლის ველზე პარტნიორის საბრძოლო უნარების შეფასება რთულია. ამ წვრთნებისას, კი ძალიან ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა ქართული შენაერთის სამოქმედო თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, და ის, საბოლოო ჯამში, დამაკმაყოფილებლად, და ნატოსთან თავსებად დონედ შეფასდა. მომავალში, ვვარაუდობ, რომ ნატო-საქართველოს და აშშ-საქართველოს საწვრთნელი პროგრამები გაიზრდება და უფრო მეტი ქართული შენაერთის გადამზადებას და ალიანსის სტანდარტებთან სრულ თავსებადობას ვიხილავთ.

- თქვენი ვარაუდით, რას მიიღებს საქართველო ნატოს მომავალი სამიტიდან?

- რთულია განსაზღვრო რა მოხდება ვარშავის სამიტზე, თუმცა, მჯერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდნენ ახალი წევრის მიღებაზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს გაწევრიანების გეგმა ნატოს ალიანსში 2008 წელს გამოცხადდა და ეს დღემდე ნატოს პოლიტიკად რჩება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუმცა ვფიქრობ, ახლა საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვაშია, და თუ როგორ აღასრულებს ალიანსი საკუთარ განცხადებას ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში.

- რა ბარიერია საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები ნატოში გაწევრიანებისთვის?

- ამ თემაზეც იყო კონფერენციაზე საუბარი. თუმცა, თუ ჩვენ გადავხედავთ ნატოს ალიანსის გაფართოების სტრატეგიას, აქ ნათქვამი არსადაა, რომ არსებული ტერიტორიული კონფლიქტები ერთადერთი ფაქტორია ნატოში ახალი წევრების მისაღებად. პირიქით, აქ ნათქვამია, რომ თუ კონფლიქტები არსებობს, ისინი ეუთოს სტანდარტებით უნდა მოგვარდეს. მითუმეტეს, რომ პრეცედენტიც არსებობს, როცა 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა მაშინ, როცა მისი ერთი მესამედი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არასდროს უთქვამს უარი გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე. ამდენად, არსებული კონფლიქტები არ წარმოადგენს ნატოში გაწევრიანების ერთადერთ კრიტერიუმს.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?


- საქართველო შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, უფრო მეტიც: გააკეთა ყველაფერი ურთიერთობების დასალაგებლად, და მცირედი წარმატებაც ჰქონდა. თუმცა, ახლა საქმე არა იმდენად ორმხრივი კავშირების აღდგენასა და წარმატებაშია, რამდენადაც იმაში, თუ რამდენად არის მზად ნატოს ალიანსი რუსეთის რეაქციას გაუმკლავდეს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

http://www.amerikiskhma.com/a/robert-hamilton-on-nato-georgia/3360888.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა