logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლადო ჭანტურია: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, წელს შედგება
ლადო ჭანტურია: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, წელს შედგება
16:02 16.05.2016
2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე უპრეცედენტო რაოდენობას მიაღწია გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსივობამ. ივნისის თვეში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები ბერლინში. ბერლინს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საუბარია გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობები ზენიტში იმყოფება. ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია საუბრობს.


-2018 წელს 100 წელი სრულდება გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. როგორ შეაფასებდით გერმანიის როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის როლს?


-სამაგალითო ქართულ-გერმანული ურთიერთობების დასტურია ისიც, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს ავღნიშნავთ. როგორც ბრძანეთ, 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა. ჩატარდება უამრავი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო ფორუმი და ღონისძიება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებს შეუწყობს ხელს.

როგორც უკვე ვთქვი, 2017 წელს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დასახლებების წარმოშობის 200 წლის იუბილეს.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის პრესტიჟულ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება, რაც ქართულ ლიტერატურას ევროპელი მკითხველისათვის ხელმისაწვდომს გახდის.


აღსანიშნავია, რომ ქართულ-გერმანულ ურთერთობებს საწინდარი ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ ჩეყარა, როდესაც 1816-18 წლებში ვიურტემბერგის მხარის გერმანელები, იგივე ,,შვაბები” საქართველოში გადმოსახლდნენ. გარდა ამისა, გერმანია გახლდათ პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაშიც აღსანიშნავია გერმანიის წვლილი. დიდი როლი ითამაშა გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამ გერმანიის მიერ, პირველი საელჩოს გახსნამ საქართველოში და საქართველოსა და გერმანიას შორის გაჩაღებულმა მჭიდრო ორმხრივმა თანამშრომლობამ სამართლის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში, რის შედეგადაც უამრავ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა გერმანიაში მიეღო განათლება. ბევრი მათგანი საქართველოში დაბრუნდა, ნაწილი კი წარმატებულად მოღვაწეობს გერმანიაში.

გერმანიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიულ ჭრილში, არამედ თანამედროვე პირობებშიც. გერმანიამ ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა ევროპის კავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების რატიფიკაცია და უწყვეტ მხარდაჭერას უწევს ქართულ მხარეს მათიგანხორციელების პროცესებში. უახლოეს მომავალში გერმანია უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი იქნება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხშიც.

-რა გავლენას იქონიებს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირთან და კონკრეტულად გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით? ხშირად საუბრობენ ასევე ისეთ საფრთხეებზე, როგორიცაა მასიური მიგრაცია, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?

-ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტლების ორი ასპექტი მინდა გამოვყო. პირველი, ეს გახლავთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებმა ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ევროპის სივრცეში. მეორე ასპექტი არანაკლებ მნიშველოვანი გახლავთ, 28 განვითარებული ევროპული ქვეყანა სცნობს ქართულ პასპორტს და მზად არის მის მფლობელს დაბრკოლების გარეშე მიანიჭოს გადაადგილების თავისუფლება. ეს დასტურია, რომ საქართველომ 25 წლის მანძილზე, მიუხედავად კონფლიქტებისა და დაბრკოლებებისა, შეძლო მიეღწია ამ წარმატებისათვის.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად შესაძლოა იყოს გარკვეული უკუჩვენებებიც, რაც ვიმედოვნებ მალევე დარეგულირდება. უვიზო მიმოსვლა ბევრად მეტი დადებითი შედეგის მომატანი იქნება, ვიდრე უარყოფითის. პირველ რიგში, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეეები გაეცნონ და დაუახლოვდნენ ევროპული ცხოვრების წესს, ფასეულობებს, დაამყარონ ურთიერთობები და შეძენილი გამოცდილება მოახმარონ საქართველოს აღმშენებლობას.

-როგორც ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინემიერის ინიციატივით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს და გერმანიას შორის უკონომკური თანამშრომლობის გააქტიურებას. როგორია საქართველო-გერმანიის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა ამ დროისთვის?

-გერმანია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო აქტიურ ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ვისურვებდი. ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში. ამ მხრივ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საკითხზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ქართულ-გერმანული ეკონომიკური ერთიერთობების გააქტიურებისათვის წინადადებების მომზადება დაევალა. ამ ინიციატივის შედეგია, მაგალითად, ქართველი მენეჯერების გერმანიაში მომზადება. პროექტის ფარგლებში 18 ქართველ მენეჯერს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა გერმანულ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და დაემყარებინა კონტაქტები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან და, სავარაუდოდ, მომავალ პარტნიორებთან. ვიმედოვნებ, რომ შეძენილი ცოდნა უახლოეს მომავალში კონკრეტულ ბიზნეს აქტივობებში აისახება.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროფესიული სწავლების რეფორმის პროცესში, რაც გულისხმობს გერმანული დუალური პროფესიული განათლების ელემენტების დანერგვას და ამ კუთხით გერმანული გამოცდილების გამოყენებას. რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და რას მოუტანს ეს საქართველოს პროფესიული განათლების ამაღლების კუთხით?

-საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწვეტი მნიშვნელობის მატარებელია პროფესიული განათლების რეფორმა. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ ჩემი წილი შევიტანო ქართველი ახალგაზრდობის მომავლისათვის მნიშვნელოვანი პროფესიული განათლების საკითხში. ვთვლი, რომ გერმანული სისტემა ამ კუთხით საინტერესო გამოცდილებას გვთავაზობს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი კომპონენტების და მიდგომის გამოყენება. გერმანული პროფესიული განათლება არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული პროფესიის შესწავლას, არამედ ხელს უწყობს სამეწარმეო დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მაღალი პროფესიული განათლების დონე განაპირობებს, რომ გერმანიაში ძალიან დაბალია ახალგაზრდების უმუშევრობა და ძლიერია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი. სამწუხაროდ, საქართველოში ამის დეფიციტია. გვყავს თაობა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ხშირად ფუნქციის გარეშე რჩება. აუცილებელია, რომ ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს მომავლის პერსპექტივა.



-ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი შეხვედრების ინტენსივობა. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ვიზიტები. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრების შედეგებს?


-საქართველო გერმანიის მჭიდრო ურთიერთობა აისახება იმ მრავალრიცხოვან ვიზიტებში, რომლებიც ქართველმა პოლიტიკოსებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა განახორციელეს გერმანიაში. ივნისში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისოფიციალური ვიზიტები ბერლინში. ეს შეხვედრები ემსახურება, პირველ რიგში, საქართვლოს მოდერნიზაციის, ევროპეიზაციისა და რეფორმების გატარების პროცესებში გერმანიის ჩართულობისა და მეტი მხარდაჭერის მოპოვებას. გარდა ამისა, ვიზიტები ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო გერმანიისთვის საიმედო და სასურველი პარტნიორია.

ბერლინში განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტები გახლავთ ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის არსებული ხანგრძლივი სამაგალითო თანამშრომლობის გამოხატულება. შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედროები გერმანელების მხარდამხარ მონაწილეობენ ავღანეთში საერთაშორისო მისიაში და გერმანიაში გადიან ერთობლივ მოსამზადებელ წვრთნებს.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტს, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გერმანულ პრესაში მომრავლდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი კრიმინალის შემაშფოთებელ ზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი ინფორმაცია აზიანებს ქვეყნის და თითოელი მოქალაქის იმიჯს გერმანიაში და ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას. დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გააქტიურებას ემსახურებოდა ეს ვიზიტი. გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, არა მარტო შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ტომას დე მეზიეს, არამედ ეწვია გერმანიის იმ ფედერალურ მიწებსაც, სადაც განსაკუთრებით მაღალია ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი. შეხვედრებზე შემუშავდა თანამშრომლობის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას და აღკვეთას.

-და ბოლოს როდის ესტუმრება გერმანიის კანცლერი საქართველოს ?

-ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წელს შედგება გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში და აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე.


მარიამ ჩუბინიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა