logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: ვისაც საქართველოში არჩევნების შედეგი არ მოეწონება, მზადება მომავალი არჩევნებისთვის უნდა დაიწყოს
ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: ვისაც საქართველოში არჩევნების შედეგი არ მოეწონება, მზადება მომავალი არჩევნებისთვის უნდა დაიწყოს
12:05 22.04.2016
შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯეიმს რიში "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ დაუწესა, დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა. სენატორი ასევე ამბობს, რომ იმედს იტოვებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისეთივე თავისუფალი და სამართლიანი იქნება, როგორიც წინა იყო.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

„ამერიკის ხმა“: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს არანაირი დამსჯელი ზომები არ დაუწესა. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ შეიძლება სწორედ ის იყო იმის მიზეზი, რომ რუსეთს გამბედაობა მოემატა და შედეგად დღეს ვხედავთ რუსეთის ძალადობას უკრაინაში და ოპერაციას სირიაში. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?


ჯეიმს რიში: ჩემი აზრით, თუ ვინმემ არასწორი მოქმედების გასწორება არ სცადა, მდგომარეობა უცვლელიდა რჩება. თუ კლასში ერთი მოსწავლე ცუდად იქცევა და მას გამოსწორებისკენ არ უბიძგეს, ისე ცუდ ქცევას გააგრძელებს. ამას ისტორია გვასწავლის. სწორედ ასე მოხდა მაშინაც და რუსეთს სანქციები არ დაუწესდა. ამის შემდეგ რატომ უნდა შეჩერებულიყვნენ ისინი ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვაგან? განსაკუთრებით, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ისინი დაუსჯელი ბევრი რამის გამო დარჩნენ.

„ამერიკის ხმა“: თქვენი აზრით, ამერიკის მოვალეობაა დამსჯელი ზომების მიღება?

ჯეიმს რიში: ამერიკა მსოფლიოს პოლიციელი არ უნდა იყოს და ამერიკას ეს არ სურს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა ბალანსის შენარჩუნება უნდა სცადოს ისეთი ქვენის საპირწონედ, რომელსაც დიდი რესურსები აქვს მეზობელი პატარა ქვეყნების დასაჩაგრად. ამ მხრივ, ამერიკამ უმნიშვნელო რეაგირებით ან საერთოდ უმოქმედობით მსგავს მოქმედებებზე ცალი თვალი არ უნდა დახუჭოს.

„ამერიკის ხმა“: ახლოვდება ნატოს ვარშავის სამიტი. რაიმე მოულოდნელ სიახლეს ან გაბედულ ნაბიჯს ელოდებით ალიანსის მხრიდან? დამატებით გაფართოებაზე (მონტენეგროს გარდა) საუბარი იქნება?


ჯეიმს რიში: ჩვენ უკვე გვაქვს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ალიანსის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანება შეუძლია. ჩემი აზრით, ეს თავისთავად დიდი ამბავია. მომდევნო სამიტიდან არ ველოდები რაიმე მოულოდნელ დიდ სიახლეს. საქართველოს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის მიმართულებით.


„ამერიკის ხმა“: საქართველოს ავღანეთის ნატოს მისიაში სხვა პარტნიორებთან შედარებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა. თქვენ ამბობთ, რომ ალიანსს შიდა პოლიტიკა აღელვებს?

ჯეიმს რიში: შეიძლება მთელ ალიანსს არა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას უდავოდ. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ჯერ ისევ არსებობს გარკვეული საკითხები. 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აწარმოებენ. ჩემი აზრით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში იყო ასეთი სასამართლო პროცესები. ის სხვა საკითხია იყო თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ძალისხმევა. მე 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში ვიყავი. მაშინ ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ანგარიშსწორების ნაბიჯებით იმედგაცრუებული ვარ.

„ამერიკის ხმა“: ოქტომბერში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მოდის. რა რეკომენდაციები, მოლოდინი, იმედი გაქვთ ამ არჩევნებზე?

ჯეიმს რიში: მე რეკომენდაციები არ მაქვს - ეს ქართველი ხალხის საქმეა. იმედი კი მაქვს, რომ საქართველო პროგრესს გააგრძელებს. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ მიღწევებით, რაც ამ დროის მანძილზე ჰქონდათ. წინა არჩევნები ძალიან მოქნილი, თავისუფალი და სამართლიანი იყო. იმედი მაქვს ეს წელსაც განმეორდება. იმედია, ქართველები იმას გააკეთებენ, რასაც 21 საუკუნეში განვითარებული ქვეყნები აკეთებენ - მიიღებენ არჩევნების შედეგებს. თუ ვინმეს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, დაიწყონ მომზადება მომდევნო არჩევნებისთვის. მანამდე კი საზოგადოებამ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება უნდა გააგრძელოს. ქართველებს ის სურთ რაც ნებისმიერ ერს - მათ საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ. ამ შედეგის მისაღწევად კი საუკეთესო გზა არჩევნების შემდეგ ერთად დაჯდომა და იმისი გადაწვყეტაა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი ქვეყანა იყოს.



http://www.amerikiskhma.com/a/interview-senator-risch/3290988.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა