logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
  ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: რატომ არავინ დასვა კითხვა გერმანიის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ როცა ის ნატოში გაწევრიანდა? მაშინ გერმანია ორად იყო გაყოფილი
ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: რატომ არავინ დასვა კითხვა გერმანიის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ როცა ის ნატოში გაწევრიანდა? მაშინ გერმანია ორად იყო გაყოფილი
14:03 19.04.2016
როგორც ცნობილია, 17 აპრილს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) მე-10 საიუბილეო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების მეთაურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი, აგრეთვე ნატო-ევროკავშირის წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. ფორუმზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხები განიხილეს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. ფორუმის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ინტერვიუ ჩამოართვა carnegieeurope-ის ერთ-ერთი პროექტის რედაქტორმა ჯუდი დემპსმა, რომლის ტექსტს შემოკლებული სახით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ (თავისუფალი თარგმანით):



„აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის“ ახალი ანგარიშის თანახმად (რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა - მთარგმნ. შენიშვნა), 2012 წლიდან დაწყებული, როცა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაამარცხა, რეფორმებმა თავისი წინანდელი იმპულსი დაკარგეს, დაიწყო სტაგნაცია, გაიზარდა კორუფცია და ნეპოტიზმი. კვლავ რჩება უთანხმოება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებშიც.



თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად თითქმის ერთი წლის წინ დაინიშნა. ჩვენთან ინტერვიუში, მინისტრმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება საქართველო ნატოს სამიტისაგან, რომელიც 2016 წლის ივლისში ვარშავაში უნდა გაიმართოს - რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვაკუუმისა და რუსეთთან ურთიერთობის ფონზე. საუბარი სწორედ ვარშავის სამიტის შესახებ დავიწყეთ.



- რას ელოდება საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისაგან?



- რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს წევრი. საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია. ამავე დროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ - ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატო-ს სტანდარტებს პასუხობს.



- ჩვენ აქ, GLOBSEC-ის ფორუმზე მოვისმინეთ თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ნატოს არცერთ წევრს უფლება არ აქვს უარი უთხრას რომელიმე ქვეყანას ალიანსში მიღებაზეო. თქვენ ამის გჯერათ?



- მე მინდა მჯეროდეს, რომ ალიანში შესვლის მსურველი სახელმწიფოები შეფასებულნი იქნებიან მხოლოდ მათი დამსახურების მიხედვით და არა სხვა რომელიმე ქვეყანასთან შეთანხმებით.


- [თუმცა] ეს არარეალურია. ნატოს რამდენიმე მსხვილ წევრ სახელმწიფოს არ სურთ, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს. უფრო მეტი - მათ საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემაც კი არ უნდათ, რომელიც ალიანში გაწევრიანებისათვის მეტ-ნაკლებად მტკიცე გზა იქნებოდა. ისინი საქართველოს უსაფრთხოებას რუსული პრიზმით უყურებენ. მათ ამ საკითხის გამო რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურთ...



- დიახ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ სიტუაციას აშკარად სხვაგვარად ვუყურებთ: გვსურს, რომ სხვებმა საქართველო დაინახონ როგორც შესაძლებლობა და არა საფრთხე რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.



- და რას გულისხმობთ?



- ნატოს ბუქარესტის სამიტის (2008 წ.) შედეგმა დაადასტურა - მის მონაწილეებს მეტი გამბედაობა რომ გამოეჩინათ, აგვისტოს ომს (რუსეთის თავდასხმას საქართველოზე 2008 წელს), ალბათ, თავიდან ავიცილებდით.



- ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოსთვის [ბუქარესტის სამიტზე] ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა („მაპ“) რომ მიეცათ, რუსეთს შეეშინდებოდა და ომი აღარ იქნებოდა? მაგრამ ამის ნაცვლად ბერლინმა და პარიზმა უარი თქვეს თბილისისთვის ასეთი სტატუსის მინიჭებაზე...



- არის კიდევ სხვა მომენტებიც. საქართველოს სხვა მიზეზიც აქვს [ნატოში გაწევრიანებისათვის]. თანამედროვე რთულ მსოფლიოში მრავალი გამოწვევა არსებობს, ეჭვქვეშ დგება ფასეულობები. ამ ფონზე საქართველო ისეთი ქვეყნის ნიმუშს (ვიტრინას) წარმოადგენს, რომლისთვისაც ფასეულობებს დიდი მნიშვნელობა აქვს; საქართველო არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მას რეფორმების გატარება შეუძლია, რომ მას მოთმენაც შეუძლია, ასევე შეუძლია კარგად იმოქმედოს მიზნის მისაღწევად. საქართველოს შეუძლია მთელი თავისი სისტემის გარდაქმნა, ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად. თუ ჩვენ ამ გარდაქმნებს საკუთარ ქვეყანაში განვახორციელებთ, ეს იქნება მაგალითი, გამოცდილება სხვა ქვეყნებისათვის - მათაც იგივე გააკეთონ, არსებული პრობლემების მიუხედავად.



- ალბათ, ლოგიკურად, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რეალურად იქნება კი? თქვენ ხომ ისეთ რეგიონებში მდებარეობთ (ორი ქვეყანა - საქართველო და უკრაინა), სადაც უსაფრთხოების ვაკუუმია. განა საქართველოს ნატოში გაწევრიანებით რეგიონის უსაფრთხოება განმტკიცდება?



- დიახ, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ [საქართველოს ნატოში გაწევრიანება] დადებით გავლენას მოახდენს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. უსაფრთხოებასთან ერთად, ამ ფაქტორსაც დიდი როლი ენიჭება თანამედროვე მსოფლიოში.



- ალბათ, ეს სიგნალი იქნება მოსკოვისათვის...



- დიახ, ამ შემთხვევაში ეს დადებითი სიგნალი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. ჩვენ ამისთვის საკუთარი მიზეზი გაგვაჩნია - საქართველო მოწოდებულია, რომ ევროპული ოჯახის წევრი იყოს. ეს იქნებოდა იმის მანიშნებელიც, რომ ქვეყანა მისივე ღირსების შესაბამისად ფასდება. ნატოსა და ევროკავშირისთვის მომგებიანი იქნება, რაც უფრო მეტი უსაფრთხო ადამიანები და უფრო განვითარებული საზოგადოება ეყოლება თავის რიგებში.



- შესაძლოა ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობის „რადარებზე“ უკვე გაფერმკრთალდა... გაუმკლავდებით ამ ტენდენციას?



- როცა 2012 წელს საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ჩვენ პირველივე დღიდან „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკა დავიწყეთ...



- და რა იგულისხმება მასში?



- ეს ჩვენი პოლიტიკაა უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველოს წინსვლა [რომელიმე ქვეყნის მხრიდან] კიდევ ერთხელ დადგეს საფრთხის ქვეშ. 2008 წელს ამ პატარა ქვეყნისთვის მსხვერპლი დიდი იყო. საქართველომ დაკარგა ადამიანები და დაკარგა ტერიტორია. ახლა კი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მიმდინარეობს. ომმა მთლიანად ქვეყნის განვითარება შეაჩერა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იყო ომამდე. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ აღგვედგინა ეს მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მაღლა იყო, შემდეგ კი ომის გამო შეჩერდა. ომმა ქვეყნის ოპტიმიზმი გარკვეულწილად გაანადგურა. როდესაც ქვეყანა ვითარდება, ბუნებრივია, ადამიანები უფრო ენთუზიაზმით, უფრო ოპტიმისტურად არიან. ისინი უფრო მეტ ინვესტიციას დებენ და მუშაობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება და რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, როგორც ნორმალურმა ადამიანებმა. ხოლო როდესაც ომი მიმდინარეობს, ყველაფერი ჩერდება. არავინ იცის რა მოხდება.



- ახლა, როცა უკვე რვა წელი გავიდა, როგორია ვითარება?



- ჩვენ ადამიანებში სახელმწიფოსადმი ნდობა და რწმენა აღვადგინეთ... როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, ჩვენ ვთქვით, რომ არ დავუშვებდით კიდევ მომხდარიყო ის, რაც მოხდა.



- და სწორედ ამიტომ მიგაჩნიად მნიშვნელოვნად ნატოში გაწევრიანება?



- ნატოს წევრობა ჩვენს პრობლემებზე ერთადერთი პასუხი არ არის, თუმცა, არსებითია. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცევით, რამდენად პასუხისმგებლიანები ვართ, როგორ ვიმუშავებთ სტრატეგიულად, რომ დავიცვათ ქვეყანა მოულოდნელი საფრთხეებისგან, რის წინაშეც ვდგავართ და ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გვაქვს დღეს.



- ნატოში ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, რომ რომ საქართველოს გაწევრიანება არ შეიძლება, რადგან მას ტერიტორიული პრობლემები აქვსო...



- რა თქმა უნდა, მაგრამ განა ვინმეს დაუსვია ასეთი კითხვა, როცა დასავლეთ გერმანია ნატოში გაწევრიანდა (1955 წელს)? როცა გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ბერლინის კედლის მეორე მხარეს მდებარე ნაწილს საოკუპაციო ხელისუფლება მართავდა? თუ ვინმე რაღაც მიზეზს ეზებს, ეს უკვე საბაბია და არა რეალური პრობლემა შეშფოთებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ და ამგვარ მოქმედებაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ.



http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=63358
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა