logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ აბაშიძის ექსკლუზიური ინტერვიუ რადიო „Voice of America“ - სთან
ზურაბ აბაშიძის ექსკლუზიური ინტერვიუ რადიო „Voice of America“ - სთან
09:51 28.03.2016
ამერიკული რადიოსადგური „Radio Voice of America“ აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

- ბატონო ზურაბ, თქვენი მანდატის ფარგლებში ურთიერთობთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, რომელიც ერთის მხრივ ქართულ–რუსული შეხვედრების მონაწილეა, მეორეს მხრივ - ჟენევის დისკუსიების თანამონაწილე. უკანასკნელ პერიოდში კი პრეზიდენტმა პუტინმა ის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მიიჩნევთ რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს კარასინთან მიმართებაში?

- უხერხულ სიტუაციაში გვაყენებს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი, მაგრამ ბევრი რამეა, რაც უხერხულ სიტუაციაში გვაყენებს რუსეთთან მიმართებით. სადაც ხელს არ მოკიდებ ქართულ–რუსულ თემატიკას, ძალიან ბევრი ეკლებია ყველგან. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, არის ინტერესთა კონფლიქტი. ყველაფერს, რაც შეეხება რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ჩვენს შორის არის რადიკალური სხვაობა პოზიციებს შორის. ამაში ახალი არაფერია. ესაა მთავარი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის.

- როდესაც შეხვედრისთვის ემზადებით კარასინთან, ყველაზე რთულის მოლოდინი რას გულისხმობს?

- შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ თვითონ. პოზიციის, ოპოზიციის ხედვები უნდა იყოს ერთიანი. ბოლო ხანს, როდესაც ტარდება პრაღის შეხვედრები, სულ მესმის: ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთს საერთოდ არ უნდა დაველაპარაკოთ. არის მეორე ნაწილი, ასევე მცირე, ჩემის აზრით, რომელიც ამბობს, რომ კი, უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ ეს ფორმატი გადახედვას საჭიროებს. მე ვამბობ, კი ბატონო, ძალიან კარგი, მაგრამ ახლა მიაყოლეთ მეორე ნაწილი: რანაირად საჭიროებს? თქვენ ხომ ასე კარგად იცით, კრიტიკა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხარით, გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა, აი, რანაირად საჭიროებს გადახედვას? მეორე ნაწილის თქმა უჭირთ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს და არის ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ასე არ შეიძლება, სხვანაირადაა საჭირო და სხვა. ჩვენ ვამბობთ: გვითხარით, რანაირადაა საჭირო? მაგრამ ამას ვეღარ ახერხებენ. ძალიან რთულია რუსეთთან დიალოგი.

- თქვენი მუშაობის პერიოდში შედგა შეთანხმება რუსეთის ავიაკომპანიებთან, ისინი შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, რასაც მოჰყვა ქართული კომპანიების მხრიდან პროტესტი. მათ დაინახეს საფრთხე რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმებაში. რა ეტაპზეა ამჟამად მოლაპარაკებები?

- ეს ისეთი თემაა, რომელიც მუდმივი ყურადღების ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან. რეისების რაოდენობა, კვოტები პარიტეტულადაა გადანაწილებული. 21 რეისის უფლება აქვს კვირის მანძლზე ქართულ კომპანიებს და სამ რუსულ კომპანიას (აქამდე სამი იყო), ასევე 21. მაგრამ იქიდან სამი კომპანიაა და ჩვენ ერთი კომპანია გვყავს მხოლოდ. სხვათა შორის, ყველაზე მეტი მგზავრი ქართულ კომპანიებს ჰყავდათ შარშან და ეს რაოდენობა მგზავრთა, რუსეთის მიმართულებით, სულ იზრდება და წელს კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება. მე ვფიქრობ, მილიონს გადააჭარბებს ტურისტთა რაოდენობა იმის გამო, რომ თურქეთში უკვე აღარ დადიან რუსი ტურისტები. ამ მხრივ შემცირდა კი არა, ფაქტობრივად, გაჩერდა მოძრაობა, ასევეა ეგვიპტეზეც, ასევე ტრადიციულ მარშრუტზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ტურისტულ ნაკადს წელს გავზრდით. ეს, ძირითადად, საავიაციო გადაზიდვებით ხდება, მაგრამ სახმელეთო გზით, ჩრდილო კავკასიიდანაც ბევრი ჩამოდის მანქანებით. ჩვენს ტურისტულ ბიზნესს ეს ძალიან წაადგა.
2011 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნდა გაკონტროლებულიყო ტვირთბრუნვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარული კომპანიის მიერ. ამ დრომდე არ მომხდარა ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რაც რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ შედგა სამწლიანი ვადით. რა ვითარებაა ამ მხრივ ახლა, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა.
ახლა ჯერი რუსულ მხარეზეა. მათ უნდა დაასრულონ მოსამზადებელი სამუშაოები იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც 2011 წელს დაიდო. ხელშეკრულება ახლა ავტომატურად გაგრძელებულია. როგორც კი რუსული მხარე იქნება მზად, შეხვდებიან სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შვეიცარიაში და ამის შემდგომ დაიწყება მომდევნო ეტაპი, ანუ ამ შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესრულებადი, განხორციელებადი პროექტია?

- ვნახოთ, ვერ გეტყვით, ეს ძალიან არასტანდარტული პროექტია, პრინციპში პრეცედენტიც არ აქვს.

- რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად?

- ჩვენ ამ დიალოგის პროცესში მხარს გვიჭერს ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი. მე არ მსმენია დაწყებული ვაშინგტონის ადმინისტრაციიდან (გუშინ ელჩი გამოვიდა და თქვა, ჩვენ პრაღის ფორმატს მხარს ვუჭერთ) ევროკავშირის ლიდერები, ევროპელი ლიდერები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, გვეუბნებიან: რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი, გააგრძელეთ და თქვენი საქმე გააკეთეთ. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ პროგრესის მიღწევას ჟენევაში. მაგრამ ვითარება რთულია. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ვითარება ჯერ არ შეცვლილა.
http://www.amerikiskhma.com/a/interview-zurab-abashidze/3255103.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა