logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
 ინტერვიუ კურტ ვოლკერთან: რუსეთი კმაყოფილი არასოდეს იქნება
ინტერვიუ კურტ ვოლკერთან: რუსეთი კმაყოფილი არასოდეს იქნება
10:15 23.03.2016
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლასთან დაკავშირებით ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი რადიოსადგურ «Radio Voice of America“ - სთან ინტერვიუში, ლეგალურობის დამახინჯებულად წარმოდგენად აფასებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი "მოთმინებით აკვირდება" საქართველოში ანტირუსული სენტიმენტების მომატებას და "ეს მოთმინება უსაზღვრო არ არის." ვოლკერი ამბობს, რომ ამ განცხადების დანიშნულება საქართველოზე ზეწოლის გაზრდაა:

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რუსები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს უწყვეტად აკრიტიკებდნენ. ახლანდელმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო. მაგრამ თუ ისინი საქართველოს ამაზეც საყვედურობენ, მაშინ ვფიქრობ, კრემლი კმაყოფილი არასოდეს იქნება."

ყოფილი ელჩი მეორე ფაქტორად იმას ასახელებს, რომ რუსეთი იმას არ აქცევს ყურადღებას, თუ რატომ შეიძლება იზრდებოდეს საქართველოში მოსკოვის მიმართ უკმაყოფილება. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, მან ღიმილით თქვა, "შეიძლება იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებენ ან შეიძლება იმიტომ, რომ ახლახან განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ჯერ არ ამტკიცებენ."

კურტ ვოლკერს მიაჩნია, რომ რუსი პოლიტიკოსები, როგორც წესი, განცხადებებს იმისთვის აკეთებენ, რომ პროცესებზე ან ადამიანებზე გავლენა მოახდინონ და მათ მოქმედების შეცვლა აიძულონ.

"ყოველთვის შეცდომაა რუსი ოფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, რუსების მიზანი საქართველოზე ზეგავლენის მოხდენაა - რომ მთავრობა აიძულონ რუსეთთან უფრო მეტად დამთმობი იყოს. ეს საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც მეზობლეზე ასეთ ზეწოლას ახორციელებს“, - აცხადებს კურტ ვოლკერი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "აბაშიძე-კარასინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ." საქართველოს პარლემანტის მიერ მიღებული ეს კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას და უძრავი ქონების საკუთრებას ზღუდავს. კანონი ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვებს." გრიგორი კარასინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების - მათ შორის, ტურისტების - თავისუფლად გადაადგილების დაშვებას ითხოვს.

გრიგორი კარასინის ამ მოთხოვნაზე კურტ ვოლკერი ამბობს:

"ეს ლეგალურობის დამახინჯებული წარმოდგენაა. ეს საქართველოს ტერიტორიებია, სადაც ლეგალურად შესვლა მხოლოდ საქართველოს გავლითაა შესაძლებელი. არალეგალურია ის, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ითხოვს, რომ იქ ადამიანების შესვლა რუსეთმა აკონტროლოს. ლეგალური არგუმენტისგან დამუკიდებლად, რუსეთი პრაქტიკულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და იქ ხალხის შესვლას. ამიტომ, ამ განცხადების ერთადერთი რეალური მიზანი საქართველოზე ზეწოლის მოხდენაა“, - აცხადებს ყოფილი ელჩი.

გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს ოფიციალური წრეების მხრიდან მყისიერი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსებმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დაგმეს. ვოლკერი ამბობს, რომ ოკუპაციასთან შედარებით რუსეთს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოა. მისი თქმით, "რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მარიონეტული მთავრობები და ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. შიდა საქმეებში ჩარევა სწორედ ეს არის!"

გრიგორი კარასინის განცხადებამ "აბაშიძე-კარასინის ფორმატის" მიმართ პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებული სკეპტიციზმი გააძლიერა და დიალოგის ამ ფორმით არსებობა კიდევ ერთხელ აქცია მწვავე განხილვის თემად. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგს რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია და ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ერთგვარ ლეგიტიმაციას ემსახურება. გარდა ამისა, დიალოგი საქართველოს რუსეთთან მარტო ტოვებს, რაც თბილისს სართაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზურგის გამაგრების შესაძლებლობას ართმევს.

ხელისუფლება ოპოზიციის ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებით, რომ დიალოგის ქონა აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. გარდა ამისა, "აბაშიძე-კარასინის ფორმატის" მეშვეობით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთოებები გაუმჯობესდა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბარი დაიწყო. ვოლკერი ამბობს, რომ დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია, ერთი ფაქტორის გათვალისწინებით:

"ჩემი აზრით, ეს დიალოგი გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც. კონტაქტის შენარჩუნების იდეა ყოველთვის კარგია, რადგან ამ მეთოდით სიტუაციის განმუხტვა მანამდეა შესაძლებელი სანამ ვითარების ეკალაცია მოხდება“, - ამბობს კურტ ვოლკერი. მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადების პოლიტიკას და უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ურთიერთობები კიდევ დიდ ხანს იქნება გაყინული. "სწორედ ამიტომ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ საქართველოს მხრიდან, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ დიალოგის შინაარსს," დასძენს ის.

რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდგობის გასაწევად საქართველოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მათგან ერთ-ერთი, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური კავშირების გაგრძელება და საქართველოს თემის საერთაშორისო ფორუმებზე უწყვეტად წამოჭრაა. ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობისა და ოპოზიციის მხრიდან ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ამ თანხმობაზე საუბარი. მათ ერთმანეთის შიდა პოლიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრ რამეზე თანხმდებიან, მაგალითად, საბაზრო ეკონოიმკის შექმნაზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომლებზეც პოლიტიკური ძალები თანხმდებიან და ამაში ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერა აქვთ. საერთო ღირებულებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს რუსული ზეწოლისგან დასაცავად“, - ამბობს კურტ ვოლკერი.


http://www.amerikiskhma.com/a/volker-russia-georgia-karasin/3244739.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა