„საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს,
საბოლოო ჯამში, ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან“ - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ტომას პიკერინგი - ამერიკის კარიერული ელჩი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე. ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:
- ვაშინგტონში ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვის დაუსჯელობამ საფუძველი ჩაუყარა რუსეთის მზარდ აგრესიას, რომელსაც დღეს უკარაინასა და სირიაში ვხედავთ. თქვენ ხედავთ ამ კავშირს?
- ჩემი აზრით, მათი ერთამენთისგან გამოყოფა არ შეიძლება. რუსები ასე ძირითადად შიდა პოლიტიკური - თუმცა არა ექსკლუზიურად შიდა - მიზეზების გამო მოქმედებენ. ამასთან, რუსებს საქართველოს მიმართ განსხვავებული გრძნობები აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარკვეული როლის შესრულება ევალებათ. მათთვის ეს როლი არავის მიუნიჭებია, მაგრამ მათ თვითნებურად „მშვიდობისმყოფელების“ ვალდებულება აიღეს და შემდეგ გადაწყვიტეს სამხედრო ძალა გამოეყენებინათ.
- რატომ არ გადადგა დასავლეთმა მკაცრი ნაბიჯები კრემლის წინააღმდეგ საქართველოში ძალის გამოყენების შემდეგ? რატომ არ დაწესდა ეკონომიკური სანქციები ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა?
- ეს ორმა მიზეზმა განაპირობა: ერთი იყო ის, რომ სიტუაცია სტატუს-ქვოში მალევე გადაიზარდა და მეორე კი ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების გასვლის შანსი არ იყო იმის გამო, რომ იქ რუსეთს ვეტოს ძალა აქვს. ჩემი პირადი აზრია, რომ დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ სანქციები საქართველოს და დასავლეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე რუსეთს.
- ეს სწორი გადაყვეტილება იყო?
- გარკვეულწილად, კი. დასავლეთ ევროპას და შედარებით ნაკლებად, ამერიკას, რუსეთში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. ამის გამო, სანქციების ომი, მათი აზრით, კრგად არავისთვის დასრულდებოდა. ისეთი სანქციები რომ დაეწესებინათ, რომლითაც საკუთარ ინტერესესბს დაიცავდნენ, მაშინ სანქციები არაეფექტური იქნებოდა. საინტერესო ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში სანქციები კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ დაწესდა. ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკა დღეს განიცდის უფრო ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება, ვიდრე სანქციებს. რუსეთის ლიდერებმა ვერ შეძლეს ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეს რუსი ხალხისთვის ტრაგედიაა.
- არსებულ მდგომარეობაში, როცა რუსეთი უკრაინაში აგრესიას, სირიაში სამხედრო ოპერაციას და საქართველოში ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, როგორ ხედავთ თქვენ ურთიერთობას თბილისსა და მოსკოვს შორის?
- ჩემი აზრით, კონფლიქტის შემდეგ საქართველო რუსეთთან ფრთხილად და სწორად ურთიერთობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთის ყველა სურვილს თავი უნდა დაუხაროს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთ პატივისცემით სავსე ურთიერთოებები უნდა დაამყაროს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თბილისმა უნდა მონახოს გზა, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების სიძლიერის გამოყენების საშუალებას მისცემს ძლიერი დემოკრატიის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო ამას ცდილობს.
საქართველოს დიდი ძალა აქვს. ასევე დიდი ძალა აქვს ქართულ ნაციონალიზმს, თუმცა უფრო მეტ ძალას მას ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის აშენება მისცემს. საქართველომ აფხაზებს და ოსებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს - ეკონომიკური და ლინგვისტური ალტერნატივები. ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან. საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ქართველების სტრატეგიული მიზანია. მაგრამ ეს სამხედრო ძალით არ მოხდება. საქართველომ ხალხს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უნდა დაანახოს, რომ მათთვის ნამდვილი ალტერნატივა თბილისია და არა მოსკოვი.
- ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება გაერთიანებას წაახალისებს?
- არ მგონია. ამის გაკეთება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია. გარშემო მცხოვრები ადამიანები იმას შეხედავენ რამდენადაა საქართველო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ამ თვითდარწმუნების მოტანა მხოლოდ შენებას და ზრდას შეუძლია.
http://www.amerikiskhma.com/a/thomas-pickering/3223586.html