logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: რუსეთმა ჩვენს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს
ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: რუსეთმა ჩვენს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს
11:37 14.03.2016
გერმანულენოვანი გამოცემა «Spiegel online», საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც მას ჟურნალისტმა მარკუს ბეკერმა ჩამოართვა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის თავისუფალ თარგმანს:

48 წლის გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერის დაინიშნა, მანამდე კი ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. სპეციალობა - მედიკოსი და და ეკონომისტი. გარდა ამისა, მან ეკონომიკის ცოდნა აშშ-შიც გაიღრმავა. გიორგი კვირიკაშვილის მიზანია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება (რასაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა გაუარესება მოჰყვეს).

დასავლეთში როცა რუსეთზე ლაპარაკს იწყებენ, უმეტესად საუბრობენ ხოლმე მოსკოვის აგრესიულ მოქმედებაზე უკრაინასა და სირიაში. 2008 წლის ზაფხულში მომხდარი საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი ცოტას თუ ახსენდება, თუმცა სწორედ მაშინ შეიქმნა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოდელები: რუსეთმა ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მაგრამ ოფიციალურ ანექსიაზე არავინ ლაპარაკობს. ამ ნაბიჯების უკან მოსკოვის სტრატეგია მოჩანს, რომელიც გავლენის სფეროს შენარჩუნება-გაფართოებას ითვალისწინებს. საქართველო ნატოსა და ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, რაც 2008 წლის ომის მიზეზებად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტი უკვე მიბჟუტულ-მინავლებულია, საქართველოს პერსპექტივა მაინც ნათლად გარკვეული არ არის: ნატო პრინციპულად არ ღებულობს მოუგვარებელი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოს, რადგან ბრიუსელს რუსეთთან დაპირისპირების ესკალაცია არ სურს. გარდა ამისა, ევროკავშირი სკეპტიკურადაა განწყობილი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიმართ, მათი არასოლიდარული მოქმედების გამო [ახლო აღმოსავლელი] ლტოლვილებისა და ეროვნული მოძრაობის მიმართ.

„შპიგელ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, [თუ რატომ სურს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება] და როგორ უნდა წაიყვანოს მან საქართველო დასავლური კურსით.


- ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ გინდათ, რომ საქართველო ნატოში და ევროკავშირში გააწევრიანოთ. რატომაა ეს მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისათვის?


- კულტურის თვალსაზრისით საქართველოს ყოველთვის ევროპული ქვეყანა იყო. ევროპა საქართველოსთვის სახლია. გარდა ამისა, საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ირანისათვის სანქციების მოხსნა კი ევროპისა და საქართველოსთვის ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს აჩენს.

- ლტოლვილებთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავიანთ დასავლელ პარტნიორებისადმი მაინცდამაინც დიდი სოლიდარობა არ გამოუჩენიათ, არადა, ისინი კარგად სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში [შენგენის ზონაში] თავისუფალი გადაადგილების უფლებით. ამასთან ერთად, ბევრი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპისათვის ევროკავშირი უმეტესად მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ზონითაა საინტერესო, უფრო ნაკლებად კი - საერთო ფასეულობებით. მაშ, რატომ უნდა მიიღოს დასავლეთმა კიდევ ერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ევროკავშირში?

- მე სწორედ ამიტომ ვუსვამ ხაზს საქარველოსა და ევროპას შორის არსებულ ისტორიულ კულტურულ კავშირებს. მსოფლიო ბანკი (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი) ადასტურებს საქართველოს მიღწევებს აზრის თავისუფლად გამოხატვის, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების სფეროში, ადასტურებს სტაბილურობასა და კანონმდებლობის მაღალ დონეს. გაეროს მოხსენებაც ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე იგივე დადებით ტენდენციას გამოხატავს. ეს გვაძლევს იმის თქმის ნებას, რომ ჩვენი ევროპას უპირველესად ფასეულობების საფუძველზე ვუახლოვდებით.

- მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ (რომელსაც თქვენც მიეკუთვნებით) 2012 წელს საპარლამენტი არჩევნებში გაიმარჯვა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სასამართლო პროცესები დაიწყო. კრიტიკოსებმა ეს „ჭინკებზე ნადირობად“ მონათლეს...

- წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დაცვის დონე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. საპყრობელეები 300 ათასმა ადამიანმა გამოიარა ოთხმილიონიან ქვეყანაში. დღევანდელ მთავრობას ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ აღძრული საქმეების გამო აკრიტიკებენ. მე პირადად არ მიხარია, რომ ადამიანი გისოსებში იჯდეს, მაგრამ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა უნდა ბატონობდეს.

- ამას წინათ ბრიუსელში თქვენი ყოფნის დროს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა „მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, გამჭვირვალე და ობიექტური უნდა იყოსო“. სამართლებრივ სახელმწიფოში ეს თავისთავად იგულისხმება...

- მე დონალდ ტუსკის ნათქვამი კრიტიკად კი არ აღვიქვი, არამედ ჩვენი პარტნიორის სურვილად - პარტნიორისა, რომელიც სერიოზულად უყურებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესს. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს თავისუფლად შეუძლიათ დარწმუნდნენ იმაში, თუ როგორი ტენდენციაა, საით და როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო. ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ სიტუაციის მუდმივი გაუმჯობესების პროცესი აშკარაა.

- საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, თუმცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის რიგებში მოუგვარებნელი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოს მიღება არ შეუძლია - 2008 წლის კავკასიური ომის დროს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები შექმნა. ამიტომაც საფრანგეთს და გერმანიას სრული უფლება აქვთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარი გამოუცხადონ...

- მართალს ბრძანებთ, რომ საქართველო თავისი სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნატოში გაწევრიანებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ნატოში ჩვენი მიღებისათვის ალიანსის ყველა წევრის აუცილებელი თანხმობაა საჭირო და ვიცით, რომ რამდენიმე წინააღმდეგია, თუმცა ჩვენ ალიანსთან თანამშრომლობას მაინც ვაგრძელებთ. ნატოს სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია.

- განა ეს რუსეთთან ურთიერთობაში დამატებით სიძნელეებს არ შეგიქმნით?

- არა მგონია, ჩვენი ნატოში გაწევრიანების სწრაფვა რუსი პოლიტიკოსების მიერ მტრულ მოქმედებად იქნეს განხილული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტაბილური იყოს. ნატოში გაწევრიანება სწორედ სტაბილურობისათვის გვჭირდება და არა მტრობისა და სამხედრო მოქმედებებისათვის. რუსეთი და საქართველო ასწლეულების განმავლობაში ერთმანეთის მეზობლები ვართ, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამასთან, რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, სუვერენიტეტი იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს არჩევანის უფლება შეუერთდეს და გაწევრიანდეს მითვის სასურველ კავშირში, ნატოს ჩათვლით.

http://www.spiegel.de/politik/ausland/georgien-premier-russland-muss-unsere-souveraenitaet-achten-a-1077941.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა