logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ ჯონ მაკკეინთან: ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია
ინტერვიუ ჯონ მაკკეინთან: ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია
11:11 14.03.2016
შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ მაკკეინის განცხადებით, მისი ნება რომ იყოს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების უფრო მკაფიო გზას შესთავაზებდა.

ამის შესახებ მაკკეინმა „Radio Voice of America“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს რეზიუმეს:

„საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს“, - აცხადებს ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი. "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან შეერთებულ შტატებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა ევროპაში მიგრანტების კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, ამ კონფლიქტებში რუსეთის დომინანტურ როლსა და მოსკოვის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებზე ისაუბრა.

ჯონ მაკკეინი: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად მიმზიდველი ქვეყანაა მსოფლიოში, კეთილშობილი და შეუპოვარი ხალხით. ამაყი ვიყავი, როდესაც მან საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ობამას ადმინისტრაცია პირად თუ ოფიციალურ საუბრებში საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თუ დემოკრატიზაციის პროცესებში.

რაც შეეხება მდგომარეობას უკრაინაში: ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავს იკავებდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. სხვა მოსაზრება აქვს სენატორ მაკკეინს - იგი არ იზიარებს ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვითარებას გაართულებს.

ცნობისთვის: განვლილი ორი წლის განმავლობაში ობამას ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად 260 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად.

ჯონ მაკკეინი: შეერთებული შტატები არცკი ფიქრობს, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდება. ამით ჩვენ ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელს ვწერთ და არ ვეხმარებით უკრაინას იმ დროს, როცა ვლადიმირ პუტინის მოქმედებით აღმოსავლეთი უკრაინა გამოუსწორებელ შედეგებს იმკის. მე ორი წლის წინ მაიდანზე ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არავითარი სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. არსებული ვითარება ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს. პირველად უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, სახეზეა ევროპული სახელმწიფოს დანაწევრება.

სენატორი ჯონ მაკკეინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის პირობებში, შეერთებული შტატები გააქტიურდება. მისი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან დღეს უკრაინელები ამერიკისაგან თავს მიტოვებულად გრძნობენ.


http://www.amerikiskhma.com/a/senator-mccain-interview/3234584.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა