logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«RF–Radio France Iternationale»(საფრანგეთი): მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა?
«RF–Radio France Iternationale»(საფრანგეთი): მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა?
10:49 03.03.2016
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემული კვირის მიმოხილვის თემები მოიცავდა: ორი გავლენიანი პარტიის ლიდერთა დაპირისპირებას მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“; მაღაროელთა ბუნტს ტყიბულში; სკანდალს თბილისის მერიაში (ფინანსური დახმარება პროკურორის შვილს); საქართველოს მიერ აფხაზეთისთვის რუსეთისაგან ელექტროდენი ყიდვას და ვინ და რატომ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის მიმოხილვას:

დაპირისპირება გოგი თოფაძესა და თინა ხიდაშელს შორის

რადიოსიუჟეტში გადმოცემულია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების - პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, ბიზნესმენ გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის დაპირისპირების მიზეზები - საგარეჯოს რაიონში ამას წინათ გამართული არჩევნების გაყალბება, რომელშიც, გოგი თოფაძის აზრით, თინა ხიდაშელიც მონაწილეობდა: თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცები აიძულა, რომ ხმები მისი მოგვარისათვის - თამარ ხიდაშელისთვის მიეცათ. საბოლოო ჯამში, ე.წ „სპეციალურ უბნებზე“ სამხედრო მოსამსახურეების ხმებით სწორედ თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა.

გოგი თოფაძე და თინა ხიდაშელი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები კი არიან, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან თავიანთი პოლიტიკური პოზიციით ძალიან განსხვავდებიან: გოგი თოფაძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას. იგი სტალინისტად ითვლება და თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბების ხელშეწყობას აბრალებს. თავის მხრივ, „რესპუბლიკელები“ და თინა ხიდაშელი, რომლებიც რადიკალური პროდასავლელები არიან, მმართველი კოალიციიდან გოგი თოფაძის გარიცხვას ითხოვენ. საინტერესოა, რომ ასეთი განხვავებული პოზიციების მქონე ადამიანები ერთ კოალიციაში მხოლოდ „ნაციონალი“ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოხვდნენ, ახლა კი მათი დაპირისპირება ყოველდღიურად მატულობს. გოგი თოფაძე ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრად ითვლება, ხოლო მის პარტიას მხარს ქართული ბიზნესწრეები უჭერენ.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, „ქართული ოცნება“, ალბათ, უფრო გოგი თოფაძეს გაემიჯნება, ვიდრე უარს იტყვის „რესპუბლიკელებთან“ ერთად ყოფნაზე. „რადგანაც მმართველი კოალიცია პროდასავლურ ფასეულობებს იზიარებს, „ოცნება“ მხარს „რესპუბლიკელებს“ დაუჭერს. კი, ერთიანობის შესანარჩუნებას შეეცდება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება და თოფაძის პარტია გაჯიუტდება, მაშინ კოალიციისათვის უიმისოდ ცხოვრება უფრო იოლი იქნება, ვიდრე „რესპუბლიკელების“ გარეშე.
თავისთავად ახალგაზრდა ქალსა და ხნიერ მამაკაცს შორის საჯარო დაპირისპირება საქართველოთვის უნიკალური ფაქტია, რაც ემოციების მაღალ ტემპერატურააზე მიუთითებს. არაა გამორიცხული, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვნად დაასუსტებს მმართველ კოალიციას, თანაც საპარლამენტო არჩევნების წინ.

მაღაროელთა ბუნტი

მმართველ კოალიციაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მძიმდება სოციალური პრობლემებით და ამ ფონზე წარმოქმნილი კონფლიქტებით. გასულ კვირაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს მაღაროელთა გაფიცვა ძალადობაში გადაიზარდა: მაღაროელები, რომლებიც ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ, კომპანიის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს, პოლიციამ კი ძალის გამოყენება და აქციის რომელიმე მონაწილის დაკავება ვერ გაბედა. სხვათა შორის, ამგვარ შემთხვევებში პოლიციის უმოქმედობაც საკმაოდ უნიკალურია საქართველოსთვის.

თბილისის მერია: სორბონაში - ღარიბების ფულით?

მმართველი კოალიციიისათვის არც თბილისის მერიის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არაა სასარგებლო, რადგან ქალაქის თავი, მერი დავით ნარმანია სწორედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მას მუდმივად აკრიტიკებენ სხვადასხვა შეცდომებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები. ბოლო კრიტიკული ტალღის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას მუნიციპალიტეტის თანამშრომლის თამარ გერგედავას საფრანგეთში გამგზავრებისა და სორბონის (საფრანგეთი) უნივერსიტეტში სწავლის ხარჯების თაობაზე. სკანდალი იმაში მდგომარეობს, რომ თამარ გერგედავასთვის ფული სოციალურად დაუცველთა ფონდიდან იქნა გამოყოფილი, ხოლო თვითონ თ.გერგედავა თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორის ქალიშვილია, ანუ მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახიდანაა. გარდა ამისა, თვითონ თ.გერგედავაც საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებდა. როგორც კი საზოგადოებამ ეს სკანდალური ფაქტი შეიტყო, დავით ნარმანიამ ყველაფერი მუნიციპალიტეტის პერსონალს გადააბრალა, რომლებმაც „შეცდომა დაუშვეს“. აღსანიშნავია, რომ ქალაქის თავის მოქმედება თვით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დავით ნარმანია თანამდებობას დატოვებს? მისი გადადგომა მმართველ კოალიციას კარგს არაფერს უქადის: ასეთ შემთხვევაში ქალაქის თავის არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, ოპოზიციას („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ანუ მიხეილ სააკაშვილის პარტიას) რეალური შანსი გაუჩნდება დედაქალაქის მერად თავისი კანდიდატი დაასახელოს. თბილისი კი, ტრადიციულად, ქვეყანაში „პოლიტიკურ ამინდს“ განსაზღვრავს.

პრაგმატიზმი თუ სიკეთე აფხაზეთისთვის?

გასულ კვირაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, აფხაზეთისათვის რუსეთიდან დამატებით ელექტროენერგიის შესყიდვა დაიწყოო. არადა, პარადოქსია - აფხაზეთს თბილისი რუსეთისაგან ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საქართველო რუსეთისაგან ელექტროენერგიას წინა წლებშიც ყიდულობდა, მაგრამ მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილის რეგიონებისათვის, თუმცა რადგან აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა გართულებულია, პლუს ენგურჰესის წყალსაცავში წყალმა მოიკლო, სოხუმის ხელისუფლებამ „ავარიული“ გამორთვები დაიწყო. აქვე შევნიშნავთ, რომ ენგურჰესი ელექტრონერგიით თითქმის მთელ საქართველოს უზრუნველყოფს, [სეპარატისტულ-ოკუპირებული] აფხაზეთის ჩათვლით. წყალსაცავი და კაშხალს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, ხოლო მართვის პულტს - სეპარატისტული რეგიონის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, ამიტომაც ენგურჰესი თბილისისა და სოხუმის „ერთობლივ საკუთრებად“ ითვლება.

რთული მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთისაგან მეტი მოცულობის ელექტროენერგია ეყიდა აფხაზი მომხმარებლებისათვის. მართალია, მინისტრმა კახა კალაძემ ეს ნაბიჯი „აფხაზ თანამოქალაქეებზე ზრუნვით“ განმარტა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ეჭვობს, რომ თბილისმა მხოლოდ კეთილი ნება გამოამჟღავნა: მათი თქმით, რომ ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის მეშვეობითაც საქართველო რუსეთისაგან ელექტროენერგიას იღებს, კოდორის ხეობაზე გადის, ხეობას კი აფხაზეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ანუ ელექტროენერგიის მიღება თბილისს სოხუმთან თანამშრომლობის გარეშე რუსეთიდან გაუჭირდება. როგორც ჩანს, აფხაზებმა ქართველ კოლეგებს გეოგრაფიული რეალიები შეახსენეს, შესაბამისად, საქართველო გარკვეულ კომპრომისზე წავიდა აფხაზეთთან მიმართებით.

პოლიტიკური ბრძოლა და კავკასიური ვნებანი

საქართველოში ბოლო დღეების მოვლენათა მთავარ თემად იქცა თავდასხმა ალექსი პეტრიაშვილზე, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მინისტრია და გავლენიანი ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერი.

ქართულმა საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში იმდენი უბედურება გადაიტანა, რომ თითქოსდა მას ვერაფერი ვეღარ გააკვირვებდა, მაგრამ სასაფლაოზე, მეგობრის სამარის მოსანახულებლად მისულ ექს-მინისტრზე თავდასხმა მოსახლეობა მაინც შეაშფოთა. ალექსი პეტრიაშვილს ჯერ სამი ტყვით დაჭრეს ფეხებში, შემდეგ კი ხელკეტებით გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ სამკურნალოდ. მართალია, დანაშაული ცინიზმით იქნა ჩადენილი, მაგრამ პოლიტიკური სარჩულის დადება ნაკლებად სავარაუდოა: ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციონერი კი არის, მაგრამ ხელისუფლებისათვის რაიმე მნიშვნელოვან პრობლემებს არ ქმნიდა, უფრო მეტიც - იგი მმართველი კოალიციის ლიდერებთან მეგობრობს კიდეც.

არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი პირადულ მომენტებს უკავშირდებოდეს: რამდენიმე თვის წინ ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან ერთად ახალი ოჯახი შექმნას, მათი წინა ქორწინებებიდან გაჩენილ შვილებთან ერთად. ამიტომაც ქართულ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ პირადი შურისძიების ვერსია უფრო მეტად ჰგავს სიმართლეს, ვიდრე, ვტქვათ, „პოლიტიკური ვენდეტა“ ან ოპოზიციის დაშინება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მმართველი კოალიციის ყველა ლიდერმა არა მარტო დაგემეს ახალგაზრდა, პერსპექტიულ პოლიტიკოსზე მომხდარი თავდასხმა, არამედ საზოგადოებას დაპირდნენ, რომ დანაშაული მთელი პასუხისმგებლობით იქნება გამოძიებული.



http://ru.rfi.fr/kavkaz/20160227-pravyashchaya-koalitsiya-gruzinskaya-mechta-na-grani-raspada

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა