logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Radio Voice of Americ -ამერიკელი ექსპერტები: აშშ-მ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა
Radio Voice of Americ -ამერიკელი ექსპერტები: აშშ-მ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა
10:45 03.03.2016
მთავრობის ძალისხმევა დემოკრატიზაციის კუთხით, ინსტიტუციური მოწყობა, სიცოცხლისუნარიანი მედია და სამოქალაქო სექტორი არის ის პარამეტრები, რითაც საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო 25 წლის განმავლობაში ლიდერად იქცა. სომხეთში მდგომარეობა რუსეთის აშკარა ჩარევით პერიოდულად იცვლებოდა, აზერბაიჯანი კი დღემდე რეგულარულ რეგრესს განიცდის კანონის უზენაესობის დარგში. ამ საკითხზე ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. რადიოსადგური Radio Voice of America, მომხსენებელ ექსპერტებს და დიპლომატებს აუდიტორიაში ესაუბრა.

დევიდ კრეიმერი, მაკკეინის ინსტიტუტი:

„პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამერიკას მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის, ინსტიტუტების განვითარებაზე. რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში. საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. ნატოს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს ნატოსგან. დასავლეთმა, კერძოდ შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი, საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება ევროატლანტიკური გზით მიდის. ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ.

რა საგანგებო მიღწევებით ხასიათდებოდა ეს წლები სხვადასხვა ქვეყნებისთვის და საკმაოდ არათანაბარი პროგრესის პირობებში უნდა მოახდინოს თუ არა ვაშინგტონმა კავკასიასა და შუა აზიაში არსებული სტრატეგიის მოდიფიცირება? საქართველოს შემთხვევაში, მიღწეული პროგრესი ადვილი შესამჩნევია, თუმცა გამოწვევები რჩება, რომელთა დაძლევაზე პირველ რიგში ადგილობრივმა მონაწილეებმა უნდა იზრუნონ“ - აცხადებს კრეიმერი.

უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ ორ მთავარ რამეს მიაღწია: შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მუდმივი რუსული საფრთხის მიუხედავად და მოახდინა დემოკრატიული გარდაქმნები. უკრაინის მსგავსად, საქართველოში რეგულარულად არჩევნები ტარდება, ქვეყნებს ყავთ ოპოზიციური პარტიები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ახლა, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაა. მოსახლეობის განათლების მაღალ მაჩვენებელს, სოფლის მეურნეობის რესურსებსა და საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობის შექმნა შესაძლებელია. ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი, ექსპერტების აზრით, სწორედ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მისი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება უნდა გახდეს. საქართველომ ჯერ საკუთარი ეკონომიკა უნდა განავითაროს რათა ევროკავშირში წვლილის შეტანა შეძლოს, გაწევრიანებაზე კი ამის შემდეგ იფიქროს“-განაცხადა კორტნიმ.

http://www.amerikiskhma.com/a/crimea-anniversary/3211883.htm

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა