logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სანდრო კვიტაშვილი: ბოლო დროს სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა
სანდრო კვიტაშვილი: ბოლო დროს სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა
11:07 29.02.2016
უკრაინული გამოცემა «РБК - Україна» საქართველოს ყოფილ და უკრაინის მოქმედ ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:


- როგორი გრძნობა დაგეუფლათ მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნის ჩავარდნის შემდეგ?

- ნდობისა თუ უნდობლობის გამოცხადება - ეს ნორმალური მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ როცა პარლამენტის სხდომას ვაკვირდებოდი, ძალიან გამაოგნა დეპუტატების დამო-კიდებულებამ მთავრობის წევრებისადმი. ეს ჩემთვის კოშმარული სიზმარს ჰგავდა. ასეთი შეურაცხყოფას არავინ არ იმსახურებს... მე მესმის, რომ დეპუტატებს უნდათ უკრაინელ ხალხს დაანახონ, რომ აი, რა კარგად ვიცავთ თქვენს ინტერესებსო, მაგრამ როცა მე „დაწყევლილს“ და სულელს“ მიწოდებენ, უსინდისოდ მთვლიან, ეს უკვე გადაჭარბებულია. კრიტიკასაც აქვს თავისი საზღვრები, ეთიკა უნდა დავიცვათ... გულახდილად გეუბნებით, არ ვიცი ამ ადამიანებთან მომავალში როგორ ვიმუშავებ...

ყველა დეპუტატს შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის მიმართ, მაგრამ ეს ხომ შენი ქვეყანაა, პარლამენტში ხომ დეპუტატი საკუთარ ხალხს წარმოადგენს. ასეთი ქცევა დაუშვებელია. იმ საღამოს მთავრობის ყველა წევრი შევიკრიბეთ, ყველანი შოკში ვიყავით... ასეთი შეურაცხყოფის გადატანას ვერავინ შეძლებს. ჩვენ ხომ ოჯახები გვყავს, ისინიც ხომ უყურებენ ამ ყველაფერს... ემოციებს თუ გვერდზე გადავდებთ, კოალიცია დაიშლება თუ არ დაიშლება (მასში ხუთი სუბიექტიდან ორი დარჩა), ვიტყვი, რომ უკრაინას მაინც ქმედითუნარიანი მთავრობა ჰყავს. რასაკვირველია, პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მუშაობა გაგვიჭირდება, მაგრამ რადგანაც მთავრობის წევრებს დეპუტატებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მუშაობას გავაგრძელებთ.

- ამას წინათ გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა გააკრიტიკა....

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი რატომღაც ძალიან გულმავიწყი გახდა. მას ვითომ აღარ ახსოვს, რამდენი წელია საქართველოში სავალუტო ფონდი მუშაობს. მას აღარ ახსოვს, რამდენი ფული მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან საქართველომ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. რასაკვირველია, კრედიტების აღება სასიამოვნო არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრედიტორი რაღაც პირობებს გიყენებს, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ამჟამად უკრაინას, სავალუტო ფონდის გარდა, კრედიტებს სხვა არავინ აძლევს? ამიტომაც სავალუტო ფონდის მიმართ ნდობა არ უნდა დავკარგოთ, მით უმეტეს, სიტუაცია ქვეყანაში გაურკვეველია.

ჩემი აზრით, ყველა ჩვენმა ოპონენტმა, მთლიანად კოალიციამ ახალი კაბინეტის ახალი მინისტრის ყოველი კანდიდატურის მიმართ პერსონალური წინადადებები უნდა მოამზადოს. ეს იქნებოდა სწორი მიდგომა, თორემ გამოხვიდე პარლამენტში და ყველა ლანძღო - „ამას გავუშვებთ, იმას დავტოვებთ, ახალ მთავრობას შევქმნით“ და ა.შ. ასე არ შეიძლება. სანამ დეპუტატები კანდიდატებზე არ შეთანხმდებიან, მთავრობა თავის საქმიანობას გააგრძელებს. ასე ხდება ევროპის ქვეყნებში.


https://www.rbc.ua/rus/interview/aleksandr-kvitashvili-znayu-budu-rabotat-1456237914.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა