logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გაფართოების ნიშნები მართლაც არის
ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გაფართოების ნიშნები მართლაც არის
11:06 26.02.2016
„საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირთან დაახლოების იმედი აქვს, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის კრიზისი მისი ქვეყნის განვითარებაზე [ნეგატიურ] გავლენას მოახდენს“, - აღნიშნულია ინტერვიუში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს გერმანული გაზეთის „ველტ“-ის კორესპონდენტმა საშა ლენარტცმა ჩამოართვა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ ვერსიას მცირე შემოკლებით:

- რის გაკეთება შეუძლია გერმანიას ქართული რეფორმების მხარდასაჭერად?

- გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დროიდან. ბერლინი მხარს გვიჭერდა ყველა რეფორმის განხორციელებაში, ინსტიტუტების მშენებლობაში, ეკონომიკის სფეროში და საერთოდ, ევროპული მომავლისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოხარულნი ვართ ევროპულ ინტეგრაციაში თანამშრომლობა გავაგრძელოთ.

- საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს, თუმცა უკრაინის კრიზისი ხელს არ გიწყობთ... მაინც რამდენად რეალურია საქართველოს იმედები?

- ჩვენ ამ მომენტისათვის კონცენტრირებულები ვართ ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ურთიერთსასარგებლო პუნქტებს შეიცავს და ქმნის პირობებს ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდრეობის გაუმჯობესებას, ამიტომაც ვახორციელებთ რეფორმებს ევროპული სტანდარტებით. ჩფვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, თუმცა მისი განვითარებისათვის გვინდა, რომ ევროკავშირში თავისუფალი, შეუზღუდავი მიმოსვლის უფლებაც გვქონდეს. (...) საერთოდ კი მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმავდროულად შემცირდა ვაჭრობის მოცულობა ყოფილ საბჭოთა [დსთ-ის წევრ] რესპუბლიკებთან. ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გერმანულმა კომპანიებმა რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები დააბანდონ საქართველოში და კავკასიის რეგიონში ვაჭრობა საქართველოს მეშვეობით გააფართოონ. ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმ,ნას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის შემაერთებელ ხიდად განიხილება, ამიტომაც ვმონაწილეობთ აბრეშუმის გზის ახალი პროექტის განხორციელებაში.

- საქართველომ 2008 წელს რუსეთთან შეირაღებული კონფლიქტი გადაიტანა. თქვენ ასევე ხედავთ, თუ როგორი ვითარებაა უკრაინაში. როგორი სიგნალები გესმით მოსკოვიდან? ხელს ხომ არავინ გიშლით თქვენი მტკიცე პროდასავლური კურსის გამო?

- ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაციის პროცესი გავაგრძელოთ. 2012 წლიდან პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მიმნდინარე არაფორმალურ დიალოგში გამოიხატება. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ვაჭრობის, კომუნიკაციების, კულტურის სფეროებში, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გართულებები და იმავდროულად ევროკავშირთან თავისუფალი მანევრების შესაძლებლობაც რომ გვქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულ თემაზე - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არანაირი პროგრესი არ შეინიშნება...

- თქვენ მხედველობაში გაქვთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებთაც 2008 წლიდან რუსეთი აკონტროლებს?


- რუსეთის არმიას ჩვენი სახელმწიფო ტერიტორია აქვს დაკავებული და ორი რეგიონის ოკუპირებას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ისეთ შეთანხმებებს აფორმებს სეპარატისტულ რეჟიმებთან, რომლებიც ფაქტიურად ამ რეგიონების ანექსიის ტოლფასია. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მოსკოვის მოქმედებით, მაგრამ მაინც ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსეთის მიმართ ისეთი პრაგმატული პოლიტიკა გავატაროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. (...) ამასთან ერთად, ჩვენ კრიტიკულად ვუდგებით რუსეთის პოზიციას და ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით, პრობლემები ჟენევის მოლაპარაკებაზე გადავწყვიტოთ. გვინდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მშვიდობიანი გზებით მოვაგვაროთ, დავაბრუნოთ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი მიზანია მიაღწიოს იმის გარანტიებს, რომ საქართველოს მიმართ აგრესია აღარ მოხდეს, რომ საქართველოს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს.

- საქართველოს მდგომარეობას თუ უკრაინის მდგომარეობას შევადარებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ კიევმაც იგივე უნდა გააკეთოს რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად?

- ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ახალი „ცხელი კონფლიქტის“ წარმოქმნა - ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ამას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ იმედებს და მჯერა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთმანეთთან თანამშრომლობით ევროკავშირს დაუხლოვდებიან. ჩვენთან ინტეგრირების პროცესს ევროკავშირიც მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სკეპსისს არ ვგრძნობთ. ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროკავშირს. საქართველო რეფორმების წყალობით ევროკავშირისაგან [ადრინდელთან შედარებით] უკვე ძალიან შორს აღარ არის. ბევრი რამე გავაუმჯობესეთ, მაგალიტად, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. საქართველო, მართალია, ჯერ კიდევ არაა იდეალური ქვეყანა, მაგრამ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და მჯერა, რომ ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ცატარდება.

- ცდილობს თუ არა რუსეთი საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს?

- შევნიშნავ, რომ მართლაც არის ჩვენთან ანტიდასავლური პროპაგანდის გაფართოების ნიშნები...

- რუსეთის ტელეკომპანიების მეშვეობით?


- არიან აგრეთვე ისეთის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პრორუსული ორიენტაცია აქვთ და ანტიდასავლური პროპაგანდით პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი უსარგებლოა და უმჯობესია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდესო, თუმცა მათ პარლამენტში ასარჩევად მცირე პერსპექტივა აქვთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ორიენტაცია ძირითადად პროევროპულია. ამასთან, ვაცნობიერებთ [პრორუსული პარტიების] გამოწვევას და ვცდილობთ, რომ პროდასავლური ძალები გავაძლიეროთ. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ევროპული რეფორმების კურსს.

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია. როგორ ფიქრობთ, იგი უკრაინაში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე საქართველოში ჰქონდა?

- ვერ გეტყვით, როგორი შანსები აქვს მას უკრაინაში. ჩვენ საქართველოს განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა, რასაკვირველია, ასევე დაინტერესებულნი ვართ უკრაინის სტაბილური სიტუაციით. ცალკეული ადამიანების საქმიანობას ვერ შევაფასებ.

- თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა უკრაინას საქართველოს გამოცდილება შეცდომების თავიდან აცილებაში?

- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გამოცდილება, გარკვეული აზრით, შეიძლება ერთგვარ მოდელად ჩაითვალოს. ჩვენთან განხორციელებულმა რეფორმება კორუფცია და ბიუროკრატია შეამცირა. მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობს და თანმიმდევრულად მიაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. უკრაინასთან ვთანამშრომლობთ და შესაძლებლობისდა მიხედვით მხარს ვუჭერთ იქ, სადაც შეგვიძლია, რათა უკრაინელებმაც იგივე სედეგებს მიაღწიონ.

http://www.welt.de/politik/ausland/article152665623/Wir-bemuehen-uns-um-Deeskalation-mit-Russland.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა