პოპულალური ამერიკული გამოცემა «Newsweek»-ი უკრაინის პრემიერად საქართველოს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, როგორც ჩანს, გასულ კვირას ვერხოვნა რადას სხდომაზე თავიდან აიცილა გადადგომა, მაგრამ, აშკარაა, რომ მისი დღეები დათვლილია. პარლამენტში უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ არსენ იაცენიუკმა პროდასავლური კოალიციის წევრი ოთხი პარტნიორიდან სამი დაკარგა. უფრო მეტიც - ყველაზე მრავალრიცხოვანმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ ხმის მიცემის წინ მას სთხოვა, რომ უსიტყვოდ გადამდგარიყო. მაგრამ პრემიერ-მინისტრი გაჯიუიტდა... შედეგი უკვე ცნობილია: კანონმდებლებს არსენ იაცენიუკის გათავისუფლება არ შეუძლიათ. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ისღა რჩება, რომ კვლავ დააყენონ ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სექტემბრის სხდომაზე, თუ მანამდე პეტრო პოროშენკო ვერხოვნა რადას არ დაითხოვს და ახალ არჩევნებს არ დაინიშნავს.
ამასობაში კი პრემიერ-მინისტრის პოპულარობა მკვეთრადაა დაცემული. ვინ შეიძლება იყოს თეორიულად მისი შემცვლელი? არის რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც შეიძლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად განვიხილოთ:
ქარიზმატული რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორად პეტრო პოროშენკომ გასულ წელს დანიშნა და უკრაინის მოქალაქეობაც იმ ხანებში მიანიჭა. მას აქვს უკომპრომისო რეფორმატორის იმიჯი და უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსადაა მიჩნეული. როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მან მკაცრი ზომები მიიღო კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, „თრანსფერენსი ინტერნეიშენელის“ ინდექსით, საქართველომ ოთხ წელიწადში 133-ე ადგილიდან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების გზაზეც, გააატარა ბევრი ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც ასევე აუცილებელია დღევანდელი უკრაინისათვის.
მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ უპირისპირდება უკრაინის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს: გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტის საიტზე 30 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყოს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ასევე მწვავე დამოკიდებულება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვთან.
უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსის ენდრიუ უილსონის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრობის იმპულსი, აქვს ამის შანსი, მაგრამ თუ მას თავისი პარტია არ ეყოლება, მიზნის მიღწევა ძალიან გაურთულდება: „თუ იგი პარტიას შექმნის და მისი პარტია არჩევნებში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა“.
„ამ დროისათვის საქართველოს ექს-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ანტიკორუფციულ მოძრაობას „უკრაინის გაწმენდისათვის“, რომელიც ოდესაში ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ისეთი ორგანიზაცია, ისეთი პარტია, რომელიც პარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნავს ავტორი.
პუბლიკაციაში დასახელებულია აგრეთვე უკრაინის პრემიერ-მინისტრობის სხვა სავარაუდო კანდიდატებიც - ვლადიმირ გროისმანი (უკრაინის პარლამენტის სპიკერი, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი), ნატალია იარესკო (უკრაინის ფინანსთა მინისტრი) და იულია ტიმოშენკო (უკრაინის ექს-პრემიერი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი).
http://europe.newsweek.com/who-could-be-next-ukrainian-prime-minister-429662?rm=eu