logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
BBC დავით საყვარელიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ; მე უკრაინა მიყვარს
BBC დავით საყვარელიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ; მე უკრაინა მიყვარს
12:43 19.02.2016
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, „ბი-ბი-სი“-ს უკრაინული სამსახურის კორესპონდენტ ნინა კურიატას ინტერვიუ მისცა სადაც განმარტა, თუ რატომ მიმდინარეობს ასე დაყოვნებით რეფორმები უკრაინის გენპროკურატურაში, ისაუბრა უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, ოდესის ოლქის გუბერნატორსა და თავის პირად პერსპექტივაზეც...

დავით საყვარელიძე დადებითად აფასებს ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას და ამბობს, რომ „გუბერნატორი მხოლოდ ჩინოვნიკი არ არის, იგი პოლიტიკური ფიგურაა. გუბერნატორებს შეუძლიათ პრეზიდენტებიც გახდნენ“. გარდა ამისა, დავით საყვარელიძე, რომელიც შეთავსებით ოდესის ოლქის პროკურორიცაა, ჟურნალისტთან საუბრობს აგრეთვე იმ კორუფციულ სქემებზე და გარიგებებზე, რომლებიც ოდესის ოლქში გამოვლინდა: „სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ „პანდორას ყუთი“ მხოლოდ პირადი ინტერესების გამო გავხსენით და ფაქტიურად არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ასე არაა: განა ჩვენი მუშაობის შედეგი არ არის ის, რომ გუბერნატორი, საოლქო პროკურორი, პოლიციის უფროსი და საბაჟოს ხელმძღვანელი ქრთამს აღარ იღებენ?“, - ამბობს ინტერვიუში დავით საყვარელიძე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:

„ბი-ბი-სი“: თქვენ უკვე მიიღეთ უკრაინული პასპორტი, მაგრამ ქართული სად გაქვთ?

დავით საყვარელიძე: ჯერ-ჯერობით ჯიბეში მიდევს, მაგრამ ამას წინათ საქართველოს ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ ქართული მხარე მალე ჩემს მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას დაიწყებს. ეს ქართული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

„ბი-ბი-სი“: რა თქვეს დედათქვენმა და მეგობრებმა, როცა გაიგეს, რომ საქართვლოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადეთ?

დავით საყვარელიძე: როცა ერთადერთი ვაჟი უცხო ქვეყანაში მიდის სამუშაოდ, თანაც ასეთ ბატალიებში... როცა ხედავ, რომ უკრაინაში არასტაბილური სიტუაციაა, არის დაპირისპირებები, საქმეები იღძვრება და იხურება, გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში ყოველი დედა საკუთარ შვილზე დარდობს...

„ბი-ბი-სი“: თუ საქართველოში ხელისუფლება ისევ შეიცვლება და მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა, თქვენ მზად ხართ ამისათვის?
დავით საყვარელიძე: მე საქართველოში მუშაობის სურვილი აღარ მაქვს. რადგან მე ავიღე პასუხისმგებლობა და უკრაინაში გადმოსვლა გადავწყვიტე, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მიყვარს და აქ მსურს მუშაობის გაგრძელება. მოკლედ, საქართველოში დაბრუნებას და სახელმწიფო სამსახურს არ ვაპირებ.

„ბი-ბი-სი“: კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ექვსი ათასგრივნიანი ხელფასით ცხოვრებას და ქარის წისქვილებთან ბრძოლას?

დავით საყვარელიძე: სანამ არ ამოვწურავ ჩემს შესაძლებლობებს და იმედს, რომ რაღაც შევცვალო. როცა დავინახავ, რომ მეტი მოძრაობის საშუალება აღარ მაქვს, გადაწყვეტილებას მივიღებ.

http://www.bbc.com/ukrainian/ukraine_in_russian/2016/02/160216_ru_s_sakvarelidze_intw_nk

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა