უკრაინის ყოველკვირეულ რუსულენოვან გაზეთ „ზერკალო ნედელი“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ქვეყნის
შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაქოვთან სათაურით - „ჩვენ წმინდანები არ ვართ“, რომელშიც იგი როგორც უშუალოდ უწყების საქმიანობასა და პრობლემებზე, ასევე უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე, მთავრობის გადადგომის შესაძლებლობაზე და ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან.
- რამდენად სავარაუდოა მთავრობის გადადგომა?
- დღევანდელი მთავრობა ჩამოყალიბებულია 5 კოალიციური ფრაქციის შეთანხმების შედეგად. კარგი იქნებოდა შეგვეხედა, თუ როგორ გაატარებდა რეფორმებს ამგვარ სიტუაციაში თუნდაც ბარაკ ობამა ან დევიდ კემერონი. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი კანდიდატების სიუხვე კი არ არის ამა თუ იმ თანამდებობაზე, არამედ სისტემური გადაწყვეტილების ძიება... ჩვენ მოკლე დროში საკმაოდ ბევრის გაკეთება მოვასწარით. მიმაჩნია, რომ იაცენიუკი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია მოცემული პერიოდისთვის. ნაკლოვანებები ყველას აქვს, მათ შორის პრემიერმინისტრსაც, მეც და სხებსაც. წმინდანები არ ვართ, მაგრამ ტელევიზიით რომ პოპულისტები გამოდიან და ხალხს ყველაფერს ჰპირდებიან, სამწუხაროდ, ობივატელებს ამ ყველაფრის სჯერათ. რეფორმების განხორციელებას კი დრო და მოთმინება ჭირდება...
- როგორ ფიქრობთ, გადავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაში და როდის მოხდება ეს?
- ფაქტობრივად, სააკაშვილი უკვე გადასულია ოპოზიციაში და თუ არჩევნები იქნება, ის თავდაპირველად პრეზიდენტის გუნდის მეორე კოლონას უხელმძღვანელებს (ყოველ შემთხვევაში, ასეა დაგეგმილი), არჩევნების შემდეგ კი „თავისუფალი ცურვის“ რეჟიმით საქმიანობას თვითონ გააგრძელებს.
სხვათა შორის, ორიოდე დღით ადრე, სანამ მე იგი ქურდს მიწოდებდა და ჩემგან ჭიქა წყალს მიიღებდა თავხედობისთვის, იგი ჩემს კაბინეტში იჯდა და მოლაპარაკებას მთავაზობდა. - მეუბნება: -„მოდი მოვილაპარაკოთ, შენ იყავი პრემიერ-მინისტრი, მე კი პირველი ვიცე-პრემიერი“. -შევეკითხე: „რატომ მე?“ -მიპასუხა: „ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი სახალხო ფრონტის წარმომადგენელი უნდა იყო: ან ალექსანდრე ტურჩინოვი, ან შენ. ყველაზე წარმატებული მინისტრი სწორედ შენ ხარ“ - ასაჯაროებს ავაკოვი სააკაშვილთან საუბრის დეტალებს.