logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილთან
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილთან
13:50 15.02.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო «Reuters»-ის (დიდი ბრიტანეთი) კორესპონდენტს, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ევროპული გზის შესახებ, ურთიერთობაზე ნატო-სა და ევროკავშირთან, ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საგადასახადო სისტემის რეფორმაზე და სხვა თემებზე.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს.

საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკის შეფერხება, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო.

„წელს გაიმართება რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ვგეგმავთ მეორე კვარტალში. განხორციელდება ვიზიტები აგრეთვე რეგიონის ქვეყნებში. წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, და შეიძლება წელსვე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

2011 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ევროობლიგაციები, ასევე გამოისყიდა 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების დიდი ნაწილი (417 მილიონი დოლარი).

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. „წელს ჩვენ ვვარაუდობთ 3-პროცენტიან ზრდას. მიმაჩნია, რომ ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. შარშან საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი ზრდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით.

საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულ თბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსების სფეროში (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ).

საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის - ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა. „ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მან დაამატა აგრეთვე, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღვივებაში. „ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა