logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«France Internationnale» (საფრანგეთი): ხარძიანის მკვლელობის გახსნიდან კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების შესაძლო დახურვამდე
«France Internationnale» (საფრანგეთი): ხარძიანის მკვლელობის გახსნიდან კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების შესაძლო დახურვამდე
11:37 27.01.2016
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ’) ეთერში გადასცა ყოველკვირეული მიმოხილვა საქართველოს შესახებ. რადიოსიუჟეტში ყურადღება დაეთმო სამ ძირითად საკითხს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

ა) ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის გახსნის შესახებ

რადიოსიუჟეტში გადმოცემულია 2015 წლის გაზაფხულზე მომხდარი შემაძრწუნებელი მკვლელობის ისტორია და აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოძიების გახსნის შესახებ ვიდეონგარიში გამოაქვეყნა: მკვლელობა ჩაიდინეს რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებმა ოლეგ დოევმა და ალექსანდრე დამეტოვმა. ორივემ საზღვარგარეთ მიმალვა მოასწრო, მათ ინტერპოლის ხაზით ეძებდნენ, მაგრამ ძებნის ცხათვიანი ვადა ამოიწურა და ამიტომ პროკურატურამ საქმე სასამართლოს გადასცა პროცესის დაუსწრებლად ჩატარების შესახებ. მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ბესარიონ ხარძიანს ბევრი მტერი ჰყავდა, მათგან ზოგიეერთები 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ. თვითონ ბ.ხარძიანი ხშირად გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მწვავედ აკრიტიკებდა, რადგან „ნაციონალთა“ რეჟიმმა მას ქონება იძულებით ჩამოართვა - „რეიდერული მიტაცებით“. ამრიგად, მის საქმეს პოლიტიკური შეფერილობა აქვს. გამოძიების პროცესის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით, აშკარაა, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ყველაფერი გააკეთა ამ ხმაურიანი მკვლელობის გახსნისათვის.

ბ) ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

21 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები გააფორმეს - მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში. ყველაზე კრიტიკულად რეზოლუციაში საქართველოა შეფასებული, განსაკუთრებით პოლიტიკური პლურალიზმის, მასმედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ევროპელმა დეპუტატებმა დაგმეს სასამართლოსა და სამართალდამცველი ორგანოების (მაგ. პროკურატურის) გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციის ლიდერების დევნის მიზნით (ექს-პრეზიდენტ მ.სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ექს-მინისტრების ვ.მერაბიშვილსა და ბ.ახალაიას, თბილისის ექს-მერ გ.უგულავას დაპატიმრება და ა.შ.). ამასთან, როგორც მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა კონკრეტული დანაშაულის ჩამდენისათვის ინდულგენციას არ წარმოადგენს. რეზოლუციაში მოხსენიებულია აგრეთვე ოპოზიციურიო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მომხდარი ამბებიც და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მედიაპლურალიზმს და მასმედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბრიუსელი საქართველოში უახლოეს ხანში სპეციალურ კომისიას გამოგზავნის „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული საქმის შესასწავლად.

გ) კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების ბედი

ქართული მასმედია ყურადღებით ადევნებს თვალს გარდაცვლილი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის შთამომავლების სასამართლო დავას ქონების თაობაზე. როგორც ცნობილია, 2014 წელს ლონდონში გარდაცვლილი ლიბერალური რეფორმების ავტორის ქონებაზე პრეტენზიებს აცხადებდნენ მკისი მეუღლე ნატალი ზოლოტოვა, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ღვიძლი და - ნუნუ ბენდუქიძე. ახლახანს გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი - მოსკოველი ანასტასია გონჩაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძე მამამისია. სხვათა შორის, დნმ-ის ანალიზებმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც ასეა და შესაბამისად, იგი მრავალმილიონიანი ქონების ერთ-ერთი მფლობელი შეიძლება გახდეს.

მაგრამ ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად იმ ორი უნივერსიტეტის ბედი აინტერესებს, რომლებიც კახა ბენდუქიძემ დაარსა და მისივე „ცოდნის ფონდის“ თანხებით ფინანსდებიან -„თავისუფალი უნივერსიტეტი“ და „აგრარული უნივერსიტეტი“. ეს ორივე კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში საუკეთესოდ ითვლება. „კახა ბენდუქიძე ამ უნივერსიტეტების განვითარებას ყველა რესურსს ახმარდა - ფინანსურსაც და ინტელექტუალურსაც, - ამბობს „რადიო ფრანსდე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ლეჟავა, - კახა ბენდუქიძე ყველაფერს აკეთებდა, რათა უნივერსიტეტები ისეთი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მოდელები ყოფილიყვნენ, სადაც ცოდნას ერუდირებული, შრომისმოყვარე და თავისფალი ახალგაზრდობა დაეუფლებოდა“.
დაუხურებიან თუ არა უნივერსიტეტები და „ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქონების მემკვიდრეთა დავის შედეგად - ეს საკითხი საქართველოში ბევრს არელვებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა