logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 «Trend» (აზერბაიჯანი): რა არის კალაძის მიერ გაკეთებული აბდაუბდა განცხადებების მიზეზი?
«Trend» (აზერბაიჯანი): რა არის კალაძის მიერ გაკეთებული აბდაუბდა განცხადებების მიზეზი?
10:42 26.01.2016

აზერბაიჯანული გამოცემა „თრენდი“ აქვეყნებს ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელის ელხან

ალესკეროვის მასალას, სადაც ეს უკანასკნელი ქართული მხარის „გაზპრომთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სტატიის მიმოხილვას გთავაზობთ:

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღმოაჩინა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორ - აზერბაიჯანს თურმე ქართული მხარისათვის დიდი რაოდენობით ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუძლია, რადგან არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა მცირეა და დიდი მოცულობის გაზის გატარება ტექნიკურად შეუძლებელიაო. მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ბუნდოვანი გამონათქვამების სერიის შემდეგ, თითქოსდა აზერბაიჯანული გაზის პირობები საქართველოსთვის წამგებიანია, თითქოსდა აზერბაიჯანს საკმარისი გაზი არ აქვს და ასე შემდეგ.

იბადება კითხვა: თუ სტრატეგიულ პარტნიორთან სერიოზული ტექნიკური პრობლემები არსებობს გაზით უზრუნველყოფის საკითხში, მაშ რატომ ადრე არ გაცხადდა ამ პრობლემების არსებობა? რატომ მაშინ არ ითქვა ამ პრობლემებზე, როცა ქართული მხარის ინიციატივით და აზერბაიჯანისაგან მალულად ბრიუსელში რუსულ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება დაიწყო?

თუ გვერდზე გადავდებთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა მიზეზებს, რომელთა გამოც ქართველი მინისტრი წინააღმდეგობრივი განცხადებების სერიით გამოვიდა, მაშინ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან გარემოებას შევნიშნავთ: კახა კალაძის გამონათქვამებს რომ მოუსმინო, მაშინ საეჭვო ხდება აზერბაიჯანის წარმომადგენლების დამაჯერებლობა და საერთოდ, ეჭვქვეშ დგება აზერბაიჯანის გაზის პოლიტიკა ევროპისათვის, რომლის განხორციელებაში საქართველოც უნდა იყოს დაინტერესებული. და ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველო უპრობლემოდ იღებს აზერბაიჯანისაგან ცისფერი საწვავის დაპირებულ მოცულობას ძალიან დაბალი ფასით (55 დოლარი ყოველ ათას კუბმეტრზე), კომპანია „სოკარი“ კი ქართული სოფლების გაზიფიცირებას აწარმოებს (2017 წლისათვის გაზიფიცირების დონე 82%-ს მიაღწევს).

განა რუსული „გაზპრომი“ საქართველოსთვის ასეთ [კეთილ] საქმეებს გააკეთებს? პასუხი ნათელზე ნათელია - [არ გააკეთებს]...

რა არის ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს მინისტრის მიერ გაკეთებულ აბდა-უბდა განცხადებების მიზეზი? ზოგიერთის აზრით, ქართულ მხარეს სურს იმის მოჩვენებითობა შექმნას, რომ საქართველოს ბაზარზე კონკურენცია არსებობს და ამით აზერბაიჯანი აიძულოს, რათა მიწოდებული გაზის ფასი დასწიოს. მაგრამ არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის თანახმად, თბილისის ვაჭრობა რუსულ „გაზპრომ“-თან - ეს იმ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც რუსეთთან მიმართებით „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო: მმართველმა ელიტამ კურსი მოსკოვთან დაახლოებისაკენ აიღო და, შესაბამისად, ეძებს შესაძლებლობას სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურიერთობის აღდგენისათვის, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაწყდა.

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე. სულ ბოლოს ქართველებმა თავიანთი საკანონმდებლო ორგანო 2012 წელს აირჩიეს, როცა არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მიმდინარე წელს საქართველოში ხელისუფლებისთვის გამართულ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ის გავლენიანი ძალები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ. სამომავლო ბრძოლა სახუმარო არ იქნება. შესაბამისად, თუ დღეს საქართველოში „გაზპრომის“ პოზიციები განმტკიცდება, მაშინ ეს ფაქტი ჩვენი მოკავშირის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წინ მძიმე პერიოდი ელოდება: მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება მატულობს. ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების მიუხედავად, არაფორმალურად კვლავ განაგრძობს საქართველოს მართვას „კულისებიდან“. აშკარაა, რომ იგი ოფიციალურად კვლავ დაბრუნდება პოლიტიკურ არენაზე, რათა არ დაუშვას ანტირუსულად განწყყობილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ქვეყნის ხელისუფლებაში.

ამჟამად ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ხელმძღვანელია, რომელიც, ოპოზიციის ბრალდებებს თუ დავუჯერებთ, ანტიდასავლურ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აფინანსებს. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერია, იგი იმავდროულად საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის საპარტნიორო ფონდსაც აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მმართველ წრეებში არსებული ძლიერი რუსული ლობის ინტერესებს გამოხატავს და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეშვეობით, რუსული გზის საქართველოში იმპორტის მიზნით, მოლაპარაკებების ინიცირებას ახდენს. ალბათ, ეს ინიციატივა შეიძლება განვიხილოთ გაზის თურქეთში გატანის კონტექსტშიც, ამჯერად უკვე საქართველოს კუთვნილი გაზის სახით, რომელიც შესაძლოა პერსპექტივაში განხორციელდეს. პოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვი ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს, რათა მისი ხელისუფლება გაძლიერდეს და კრემლისათვის საძულველი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნეს დაშვებული.



კახა კალაძის ბოლო განცხადებები, რომელიც აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის „უკმარისობასა“ და გაჯიგაბულ-გარდაბანის მილსადენის „მცირე“ გამტარუნარიანობას ეხება, ჩვეულებრივი ობივატელის გასაგონად არის ნათქვამი, სინამდვილეში კი პროექტის ავტორების ჭეშმარიტ განზრახვების შენიღბვას ემსახურება. არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს, რადგან რეალურად არც საქართველოში და არც სომხეთში გაზის მოხმარების ზრდა არ შეინიშნება. გარდა ამისა, არცერთს ცისფერი საწვავის დამატებითი მოცულობის შესაძენი ფული არ აქვს.



გასულ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ფული დახარჯა, რომელიც რუსული აქტივების გაყიდვით ჰქონდა მიღებული. მაგრამ ახლა ირგვლივ, მათ შორის რუსეთშიც, კრიზისი მეფობს. 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის „ქართულ ოცნებას“ ისევ ფული ჭირდება და ამ ოცნების განსახორციელებლად მას გაზის იმედი აქვს.







 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა