logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში: თქვენთან შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება და გირაოში გაყიდვა
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში: თქვენთან შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება და გირაოში გაყიდვა
10:35 25.01.2016
ორიოდე კვირის წინ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა ამერიკულ პრესაში (U.S. News & World Report-ში) ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც დასავლეთს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს ახალ მთავრობას კი რიგი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ, რათა დაიძლიოს უმთავრესი გამოწვევები და ქვეყანაში განმტკიცდეს სტაბილურობა, ეკონომიკური სიჯანსაღე, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკური გარემო.

რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ ერთ-ერთ ავტორს, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში უილიამ კორტნის ამ ვალდებულებებისა და დახმარების ფორმულირების დაზუსტება, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან გასატარებელი ნაბიჯებისა და დასავლეთში ჩამოყალიბებული აღქმების ანალიზი თხოვა:

„ამერიკის ხმა“: რა არის ახალი პრემიერ-მინისტრის მთავარი გამოწვევა მთავრობის რეფორმირებისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით?

უილიამ კორტნი: ახალი პრემიერ-მინისტრი ორი გამოწვევის წინაშე დგას - განამტკიცოს კანონის უზენაესობა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, რათა ეკონომიკა გაიზარდოს. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გარემოება დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას. საქართველომ ბევრი სხვა მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობის გაძლიერება საქართველოს მთავრობას შინ მეტ ლეგიტიმურობას შესძენს, საზღვარგარეთ კი აამაღლებს ქვეყნის რეპუტაციას. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ შეუძლიათ კანონის უზენაესობის იმედი ჰქონდეთ, როდესაც საქართველოში ფულს ჩადებენ. თუ ნახეს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითი ხასიათისაა და პოლიტიკურადაა მოტივირებული, ინვესტორების ნდობა შემცირდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ პრობლემების შემთხვევაში, კანონის უზენაესობა დაიცავთ.

„ამერიკის ხმა“: თქვენ, ბოლო წერილში საქართველოს შესახებ, მთავრობის მხრიდან რეალისტური, თანმიმდევრული ნაბიჯების გატარების აუცილებლობაზე საუბრობთ ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რას გულისხმობდით ამ დროს?

უილიამ კორტნი: უმთავრესია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს დღევანდელი შემოსავალი ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონესთან შედარებით საკმაოდ მცირეა. დაბალი შემოსავლის ერთი მიზეზია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი. შიშობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სხვა აგრესიული ნაბიჯებიც გადადგას. მაგრამ პრობლემის უმთავრესი მიზეზია აღქმა, რომ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს კომერციული და პოლიტიკური ხასიათის საფრთხეები შეიძლება დაემუქროს. საჭიროა ამ ვითარების გამოსწორება. მაგალითისათვის ავიღოთ მიწა. შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება და გირაოში გაყიდვა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელიც ბევრწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. საქართველოს მდიდარი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გააჩნია. მიწის რეფორმის შემთხვევაში ის ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის, კანონის უზენაესობისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს.

„ამერიკის ხმა“: სხვა მეგობარ ელჩებთან ერთად, თქვენ საგარეო საფრთხეებზეც ისაუბრეთ ბოლო წერილში. და მაინც, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე, რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემას, როგორც თქვენ გააჟღერეთ? ასევე, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წვრთნის გაგრძელებას? და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს რეგიონის ქვეყნების დასახმარებლად?

უილიამ კორტნი: საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა. ვგულისხმობ ტერიტორიის მოულოდნელ დასაკუთრებასა და ანექსიას, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას. ჩნდება კითხვები: გააგრძელებს თუ არა რუსეთი აქტიურობას და შეუქმნის თუ არა სხვა მეზობლებს სამხედრო საფრთხეს. საქართველო ერთ-ერთი ამ მეზობელთაგანია. საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, მაგრამ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია და არც უკრაინისათვის მიუწოდებია იარაღი. უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას, შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია, რადგან აგრესორს მეზობლებზე თავდასხმის შემთხვევაში გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

„ამერიკის ხმა“: რა შეიცვალა საქართველოსთვის მონტენეგროს ნატოში მიწვევით? იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სიგნალი საქართველოსთვის, რათა ის ვარშავის სამიტზე ასეთივე აღიარებისთვის მოემზადოს?

უილიამ კორტნი: საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს რამდენიმე მიზეზის გამო. საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბია. ერთ სულ მოსახლეზე მისი შემოსავალი ბულგარეთის შემოსავალზე ორჯერ ნაკლებია. ბულგარეთი კი ნატოს უღარიბესი წევრია. ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია საქართველოს მისწრაფებისათვის, რათა ნატოს წევრი გახდეს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ნატოს ქვეყნებს ალიანსში უკვე მიღებული ახალი წევრების ინტეგრაცია ჯერ არ დაუსრულებიათ. ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისაგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი.

„ამერიკის ხმა“: ამ კონტექსტში, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან თანამშრომლობის გასამტკიცებლად და მეტი ნდობის მოსაპოვებლად?

უილიამ კორტნი: უპირველეს ყოვლისა, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა უნდა განამტკიცონ კანონის უზენაესობა, მოემზადონ პატიოსანი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები შეფასდეს, როგორც სრულიად თავისუფალი და სამართლიანი. ეუთომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა აღიაროს. ამგვარად, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გადაჭრას იმის პარალელურად, რომ საშინაო და საგარეო ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა