logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დადეს თუ არა წინასწარ მოკლული პოლიციელის გვამი 26 მაისს პუშკინის ბაღთან და რა ეფექტზე იყო გათვლილი მისი სავარაუდო მკვლელობა
დადეს თუ არა წინასწარ მოკლული პოლიციელის გვამი 26 მაისს პუშკინის ბაღთან და რა ეფექტზე იყო გათვლილი მისი სავარაუდო მკვლელობა
12:49 24.11.2015
2011 წლის 26 მაისის შესახებ, კითხვები ჯერ კიდევ არსებობს და რაც დრო გადის, მათი აქტუალობა კიდევ უფრო იზრდება.

ის, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის მიმართ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა (შემდგომში ეს ადამიანების დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილებად გამოაცხადეს და მათ გამო კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გამოამწყვდიეს ციხეში), - არავისთვის უცხო არაა და ასეც დარჩება ისტორიაში, მაგრამ დანაშაულის სპექტრი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქნა ჩადენილი, ძალიან ფართო და დიდია.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რაზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციის დისკრიმინაციისკენ მიმართული კამპანიაა ააგო, (და რაშიც მას მხარს აქტიურად უჭერდნენ მისი კონტროლირებადი ტელევიზიები) გახლდათ ის, რომ აქციის მონაწილეთა ლიდერების მანქანამ პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დასკვნაში დაადასტურა, რომ არსებული კადრების მიხედვით, პოლიციელზე მანქანის გადავლა არ ფიქსირდება.

პოლიციელ მასურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2011 წელს გავრცელდა სხვადასხვა ვერსია და გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილმა გარემოცვამ ის წინასწარ მოკლა, ხოლო ცხედარი არეულობის დროს პუშკინის ბაღთან დააგდო.

რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ამ ვერსიაზე გამოძიებას არ უმუშავია და სააკაშვილის ტელევიზიებიც მუდმივად უსვამდნენ ხაზს აქციის ორგანიზატორების მიერ პოლიციელის მკვლელობას.

დღევანდელი გადასახედიდან კი, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში პრაქტიკულად, „რუსთავი 2“-ის შენობასთან ქალბატონის სიკვდილს ითხოვდა და მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ ეს ქალბატონი მცირეწლოვანი შვილის დედა იქნებოდა, - კითხვის ნიშნები 26 მაისს პოლიციელის შესაძლო წინასწარ მოკვლასა და მისი ცხედრის პუშკინის ბაღის კუთხეში დადების შესახებ კიდევ უფრო მყარდება.

აი რას აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში 26 მაისს დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ადმინისტრაციულ სასჯელს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იხდიდა:

-დაკავების დღესვე, როდესაც ქალაქის სამმართველოში გადაგვიყვანეს, იქ უწყალოდ გვცემდნენ თან გვიყვიროდნენ თქვენ პოლიციელი მოკალითო. ზოგი ამბობდა ხუთი პოლიციელია მკვდარიო, ზოგი უფრო დიდ რიცხვსაც ასახელებდა. ფაქტია, რომ ამ ინფორმაციამ პოლიციელების აგრესიის დონე, რომელიც ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო გაზარდა.

მოგვიანებით ჩვენ თელავის იზოლატორში გადაგვიყვანეს, სადაც მართალია ფიზიკურ შეურაცხყოფებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტები ძალიან ხშირი იყო.


წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელთა ერთი ნაწილი განსაკუთრებულად აგრესიულად მას შემდეგ გვექცეოდა, რაც გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის კადრები ყველა სახელისუფლებო ტელევიზიამ აჩვენა, განსაკუთრებით კი ის მომენტი, როდესაც გარდაცვლილს თავისი მცირეწლოვანი ბავშვი დასტიროდა.

ამის შემდეგ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოგვიყვანდნენ იზოლატორიდან, კედელთან დაგვამწკრივებდნენ და პირველ რიგში იმას დაგვყვიროდნენ ბავშვი რატომ დააობლეთ, რა დაგიშავათ იმ ბავშვმაო“.


-როგორც ჩვენთან საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი მასურაშვილების ოჯახსა და მათ ადვოკატს ის პირადად დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ პოლიციელის გარდაცვალების საქმის ერთობლივად გამოძიებისთვის ეზრუნათ, თუმცა, მიუხედავად წინასწარი თანხმობისა, ოჯახის მხრიდან საბოლოოდ, ამაზე მაინც უარი მიიღო.
ადვოკატის თქმითვე, ეჭვი, რომ 26 მაისს, აქციის ადგილზე წინასწარ მოკლული პოლიციელის გვამი დადეს, კიდევ უფრო გაღრმავდა.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის პირადად იყო ჩართული იმ პროცესში, რასაც მასურაშვილის საქმის ობიექტურად გამოძიების მცდელობა ჰქვია, თუმცა, ადვოკატის თქმით, ამ საკითზე, ბოლო მომენტში, თავად გარდაცვლილის ოჯახმა შეიკავა თავი.

ნიკოლაიშვილი აცხადებს აგრეთვე, რომ თავად „ნაციონალების“ მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამაც კი დაადასტურა, რომ 26 მაისს, აქციის დარბევის დროს, ესკორტის მანქანის პოლიციელთან შეჯახება და მასზე გადავლა არ ფიქსირდება.

„მე ნინო ბურჯანაძემ მთხოვა, რომ ეს საქმე შემესწავლა და კონკრეტული სამართლებრივი დასკვნა მიმეწოდებინა, რამდენად იყო შესაძლებელი და რამდენად იყო იმის მტკიცებულება ან თუნდაც საფუძველი მტკიცებისა, რომ თითქოს, მისმა მანქანამ ან მისი ესკორტის რომელიმე მანქანამ მასურაშვილის სხეულზე გადავლა მოახდინა და მისი სიკვდილი გამოიწვია.

თუმცა, ამ მასალების შესწავლის შემდეგ, მე ბურჯანაძეხს ვუთხარი, რომ საქმის მასალებში მსგავსი არაფერი არ არის. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, სხვათა შორის თავად „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ ჩატარებული, რომელიც პირდაპირ გამორიცხას პოლიციელის სხეულზე ავტომანქანის შეხებას. აქედან გამომდინარე, რადგან მხარეები დაინტერესებულნი იყვნენ, ბურჯანაძის ოფისში შეხვედრა შედგა, სადაც მეორე მხარის ადვოკატი და გარდაცვლილის და იყვნენ წარმოდგენილი. ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიებით ორივე მხარე ვართ დაინტერესებული და თანამშრომლობას გავაგრძელებდით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარდაცვლილის დის მეუღლე ჩამოვიდოდა, რომელიც იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა და შეგვეხმიანებოდნენ. საკმაო დრო რომ გავიდა და არ შეგვეხმიანენ, მე თავად შევეხმიანე მათ ადვოკატს, რომელმაც თქვა, რომ ოჯახი აღარ აცხადებს ამის ინტერესსო. ასე ჩაიშალა მომდევნო შეხვედრა და ჩვენი მოლაპარაკებაც ამ დონეზე დარჩა“ - განაცხადა ადვოკატმა.

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დარბევის დროს, კონკრეტულმა პირებმა ადგილზე წინასწარ მოკლული პოლიციელის გვამი დადეს, კიდევ უფრო გაამყარა ჯერ კიდევ დაახლოებით ორის წლის წინ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, სადაც ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვისას, ვანო მერაბიშვილი გვამებს პირდაპირ ითხოვდა.

„მერაბიშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეო აძლიერებს ეჭვს, რომ თვითონ მასურაშვილი მათ მიერ ხელოვნურად იყო მოკლული და შემდეგ მისი გვამი იქ სპეციალურად დადეს, რომ პოლიციელის გარდაცვალება მიტინგის ორგანიზატორებს დაბრალებოდათ.
გამომდინარე იქედან, რომ როდესაც ადამიანი პირდაპირ ითხოვს, გვამი მინდაო, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ესა თუ ის პიროვნება, ფაქტიურად მისი მკვლელობის შეკვეთას იძლევა.

რა თქმა უნდა მტკიცებულებების დონეზე არ ვსაუბრობ, თუმცა ბუნებრივია, სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ასევე შესაძლებელია ადამიანმა იფიქროს, რომ ადგილი მსგავს ქმედებას ჰქონდა“ - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კონკრეტულად, რა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ბავშვის ფაქტორს პიარის მიმართულებით და როგორ შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება ბავშვის შესახებ ვიდეოკადრებით, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გვესაუბრება:

-2011 წელს, ნაცების ტელევიზიები რომ ავრცელებდნენ 26 მაისს კოლონამ პოლიციელს გადაუარა და მოკლაო, ერთ-ერთი იმ დღეს დაკავებული იხსენებს, რომ იზოლატორში განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც მთელი ნაცარხები დიდი დოზით უშვებდნენ ეთერში თუ როგორ დასტიროდა 10-იოდე წლის შვილი ამ პოლიციელს. ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ჩანაწერმა კი, სადაც ბავშვიანი ქალის სიკვდილზეა საუბარი, ეს თემა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური. რა შეგიძლიათ გვითხრათ ზოგადად ბავშვის ფაქტორზე პიარში?

-ბავშვის ფაქტორს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ საზოგადოებრივ კამპანიებში. მედია, როგორც ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო არხი საზოგადოებასთან ურთიერთობისა, ბავშვზე ორიენტირებულ ილუსტრაციებს ფართოდ იყენებს. ბავშვი ეფექტურია საარჩევნო კამპანიებში, დაწყებული საბჭოური პერიოდიდან დღემდე, საარჩევნო სუბიექტები ხშირად მიმართავდნენ ფოტოებსა და სიტუაციებს, სადაც ბავშვის გამოყენება ხდებოდა. არასამთავრობო სექტორი ხშირად იყენებს საზოგადოებრივ კამპანიებს ბავშვებთან ერთად და ა.შ. ამის გამომწვევი, ერთი მხრივ, არის პრინციპი-მეტაფორა „ბავშვის ენით ჭეშმარიტება ლაპარაკობს“, რაც ქვეცნობიერში ხდება, მეორე მხრივ, ბავშვის სახე-სიმბოლო აღიქმება როგორც ალალი, გულწრფელი და კეთილი, ამიტომ მესიჯები, რომლებიც ბავშვებისგან მოდის, როგორც ვერბალური სახით, ისე ილუსტრაციებით, განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს მაყურებელზე თუ ზოგადად მოსახლეობაზე. ხშირად, თუ კი რაიმე მოვლენა უკავშირდება ბავშვს, საინფორმაციო გამოშვებაში პირველიც კი გადის ნიუსის სახით და გადაწონის ხოლმე ყველა სხვა მოვლენას, რა გინდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ამრიგად, პოზიციონირებისათვის, ბავშვის სახე-სიმბოლო დღემდე ეფექტურია და მას შეუძლია ჩვენი აზრის ფორმირებაში განსაკუთრებული როლი ითამაშოს, ჩვენს ქვეცნობიერზე ზემოქმედების სახით. ზოგადად კი, პროპაგანდისტულ მეთოდოლოგიაში მიღებულია, რომ თუ გინდა ადამიანის აზრის ფორმირება მოახდინო, მიმართე მის ქვეცნობიერს, გრძნობებს, რადგან ცნობიერ დონეზე საინფორმაციო ნაკადს ადამიანი თავად ფილტრავს, ხოლო ქვეცნობიერს ემორჩილება.

-გამომდინარე იქედან, რომ ჩანაწერებში ისმოდა ბავშვიანი ქალის სიკვდილის შესახებ, გამორიცხავთ თუ არა, რომ 26 მაისს პოლიციელის ცხედარი მერაბიშვილის ხალხმა ან სხვა ვინმემ მიიტანა ადგილზე და ის წინასწარ იყო მოკლული, რათა ოპოზიციის დისკრედიტაცია მოეხდინათ და ხალხში მათ მიმართ აგრესია გაეღვივებინათ?

ბუნებრივია, ასეთ რამეს ვერ გამოვრიცხავ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, სისასტიკისა და ადამიანთმოძულეობის არცერთი თუნდაც თეორიული შესაძლებლობა რეალობას მოკლებული არ შეიძლება ყოფილიყო იმ პროპაგანდისტული ეფექტის გამო, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. სხვა მხრივ, ცხადია გამოძიების გარეშე, ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერც მე დავიწყებ.

-საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იმ ჩანაწერის ტექსტურ ვერსიას, სადაც მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას „რუსთავი 2“-ის შესახებ ესაუბრება და სადაც გაჟღერდა კიდეც ბავშვიანი ქალის მკვლელობის შესახებ იდეა:

მ. ს. - პასადკაზე დამაგვიანდება, ცოტა დრო დამრჩა! მოიცა რა მე გადავიხდი!

გ.ბ. - კაი უკვე მიშა, ბარათი მივეცი უკვე! კიდევ გეუბნები, ის ბიჭები მზად მყავს, თორმეტივე, მაგრა გადაუვლიან, მიანგრევენ ყველაფერს. ერთი კი არი, ეს უნდა იცოდე! მსხვერპლი შეიძლება იყოს!

მ.ს. - მერე იყოს ეგ არ გვინდა ! ნიკა არ დააინვალიდონ , დაასისხლიანონ მხოლოდ, ესე ეფექტური იქნება. ქალი რომ დაიბრიდოს აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნა დედა, უკეთესი იქნება. უნდა შეარჩიო ეგეთი, კოლექტივიდან! მაგარი ბომბი გამოვა. პინგვინას ქოცების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. ესე გაუშვებთ. ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს კამერაზე, აუცილებლად. გვარამია გმირად უნდა ვაქციოთ, დაღუპული დედით კი მთელ საქართველოს დავაყენებთ ფეხზე. ბიჭო, შენი ნიღბიანები დროზე უნდა გაძვრენ მერე იქედან, შეუმჩნევლად. ეს კარგათ გათვალე!

Ж. Михаил Николаевич пойдемте пожалуйста, опаздываем на посадку.
М. Уже иду Женя, да.

გ.ბ. - მიშა, ეგ რაც ვილაპარაკეთ არავინ იცის, ნიკასაც არ ვეტყვი. რო გაბაზრდეს ჩაგვეშლება. მე პირდაპირი კონტაქტი ბიჭებთან არ მაქვს, გაგუშა არის მაგათთან. ამიტომ არსად გამოვჩნდებით. სცენარი უკვე გავლილი გვაქვს, ოპერატორი „რუსთავი 2“-დან იქნება, იმას ეცოდინება რომ ყველაფერი უნდა დააფიქსიროს. მაგას არ ახლებენ ხელს. მერე ყველა თურქეთში გადავა. სულ ამაზე 160 გვინდა და.

მ.ს. - მოიცა, ხომ გითხარი ბეჟო გადაწყვიტავს მეთქი, ეხლა ეგ თბილისში არ არის. ზურა გააფრთხილებს და მაგ თანხას მოგიტანენ. მთავარია ყველაფერი სწორად ააგო. „რუსთავის“ დარბევას და მსხვერპლს გადავაყოლებთ მაგ ნაბიჭვრებს. ვინ არის მოძალადე დაინახავს ყველა, მონაგონი იქნება ის კადრები, რაც გამივრცელეს. ხო, გიორგი ნახე რა გიგა! ჩემგან მადლობა უთხარი და თხოვე რეაგირება გააკეთოს. განცხადებით გამოვიდეს, ელჩები მოიწვიოს, კაროჩე ატეხოს რა ამბავი, თავისუფალი მედიის დაცვა, კონსტიტუცია... უკმაყოფილოს არ დავტოვებთ, იცის მაგან!


ესაა ფრაგმენტი იმ ჩანაწერიდან, რომელიც უკრაინულ მედიაში არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელდა.

-რაც შეეხება 2011 წელს პოლიციელ მასურაშვილის გარდაცვალების საქმეს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ცხედრის ექსჰუმაციის შემთხვევაში სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დადგინდეს, ან რა მეთოდია გამორიცხული მასურაშვილის (შესაძლოდ წინასწარ დაგეგმილი) მკვლელობის საქმეში, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გვესაუბრება:

-როცა სამხარაულის ექსპერტისის ბიუროს დასკვნა არსებობს, ამ შემთხვევაში ჩემთვის რომ მოემართა ვინმეს, მე მაგალითად ექსპერტიზის დასკვნებს ვნახავდი ანუ იმას რაც არსებობს - დაზიანებები სხეულზე, ტანსაცმელზე; შემდეგ კი ავტოავარიის სქემებს. აი, ამ საქმის მასალებს ვნახავდი, მას თავიდან შევისწავლიდი და ეს შემდეგ უკვე გვაჩვენებდა, რამდენად შესაძლებელია ექსჰუმაციის იმედად ყოფნა, ანუ რისი მომცემი იქნება ექსჰუმაცია.

საქმე იმაშია, განვლილი 4 წელი ათწლეულები არ არის, მაგრამ ეს პერიოდი საკმაო დროა იმისთვის, რომ სურათი საკმაოდ შეცვლილიყო, მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის ხდება. მაგალითად, მე ექსჰუმაცია გამიკეთებია, როცა წლების განმავლობაში თხიერი სისხლი შენარჩუნდა, ანუ ის პრაქტიკულად შეუცვლელი იყო. ასეთი შემთხვევები უიშვიათესია და რაღაც სასწაულს უტოლდება, მაგრამ ყოველ შემთხვევში, მე ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ მინახავს. ამიტომ გეუბნებით, ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ქსოვილები შენახული იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად რაღაც შანსი ყოველთვის არსებობს.

მოტეხილობების შემთხვევაში კი ძალიან მნიშვნელოვანია ავარიის მექნიზმის აღდგენა. თუ ექსპერტმა იცის თავისი საქმე, ამ მექანიზმის აღდგენა, ანუ ძვალზე იყო პირდაპირი ზემოქმედება დარტყმის სახით, თუ იყო გადავლა, - საკმაოდ ადვილია.

აი, სწორედ ამის შემდეგ უნდა მიუბრუნდე საქმის მასალებს. ამიტომ ვამბობ, რომ დოკუმენტები უნდა გადაიხედოს და ამის შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა ექსჰუმაციის აუცილებლობა.

- იმ შემთხვევაში თუ პოლიციელი წინასწარაა მოკლული, სავარაუდოდ ექსპერტიზის დოკუმენტებსაც გააყალბებდნენ...

-არაუშავს! თუნდაც გაყალბებული იყოს! არასდროს არ ხდება ისეთი გაყალბება, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ასეთი გაყალბება ვერ ხდება და ბუნებაში არ არსებობს. ყოველთვის რაღაც მიგანიშნებს და გაჩვენებს, რა უნდა ნახო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია, საქმის მასალები გაყალბებულიც კი, ყოველთვის გაძლევენ მიმართულებას.

-გამორიცხავთ თუ არა, რომ პოლიციელი მომწამვლელი ინექციით იყოს წინსაწარ მოკლული ან არის თუ არა შესაძლებელი ექსპერტიზით ამის დადგენა?

-რაც შეეხება ინექციით მოკვლას, მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება. როდესაც არეულობაა და სიკვდილი დგება არეულობების დროს, (მხოლოდ ვარაუდზე ვსაუბრობ) ინექციით მკვლეობას მე მაგალითად, თეორიულადაც არ დავუშვებდი.

p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადაა მისცეს საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს ან მათ წარმომადგენელს, ასევე „სახალხო კრების“ ლიდერებს და ყოფილი ხელისუფლების წევრებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მათი სურვილის შემთხვევაში.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა