logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 150 000–მდე მოქალაქე იმყოფება
საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 150 000–მდე მოქალაქე იმყოფება
15:05 19.11.2015
სულ ახლახანს საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

როგორია ბერძნული მხარის დამოკიდებულება საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან და კავშირებით და რა პერსპექტივები აქვს საქართველოსა და საბერძნეთის სამომავლო ურთიერთობებს, ამ საკითხებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებნიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, - იოსებ ნანობაშვილი საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ ესაუბრა:

-როგორია ბერძნების დამოკიდებულება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ? და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ხომ არ უყურებენ ამას სკეპტიკურად?

ბერძნულ საზოგადოებას მყარად სწამს, რომ ევროკავშირის ორგანული და განუყოფელი ნაწილია. ამასთან, საბერძნეთი რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად. ერთიანი ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ჩვენს ქვეყნებს მოკავშირეებად აქცევს.

-როგორია ამჟამად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა? რომელ სფეროებშია თანამშრომლობის განვითარება შესაძლებელი?

ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა არ შეესაბამება საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ჭეშმარიტად განსაკუთრებულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ამ შეუსაბამობას ორივე მხარე სრულად აცნობიერებს და მზად არის აქტიურად იმუშაოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უკვე გადადგა – მიმდინარე კვირას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე, საბერძნეთის ეკონომიკის, განვითარებისა და ტურიზმის სამინისტროში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ა.წ. 10 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუკეთა საქართველოს ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების, საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის სტიმულირების ინიციატივების პრეზენტაცია. ღონისძიებას, რომელსაც საბერძნეთის წამყვანი ტელევიზიები ფართოდ აშუქებდნენ, 40-მდე გავლენიანი ბერძენი ბიზნესმენი და სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანების ცნობილი წარმომადგენელი დაესწრო. ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. შესაბამისად, ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ვიწყებთ მზადებას საბერძნეთის წარმომადგენლობითი ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მოსამზადებლად. თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს შორის დავასახელებდი ტურიზმსა და სასტუმროების მშენებლობას, ტრანსპორტის სფეროს, აქცენტით საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაფართოებაზე, სოფლის მეურნეობას, საზღვაო–სატრანსპორტო გადაზიდვებს და სხვა.

-საბერძნეთში დიდია ქართული დიასპორა, მათ რა როლის შესრულება შეუძლიათ?

საბერძნეთში, არაოფიციალური მონაცემებით, 150 000–მდე ჩვენი თანამემამულე იმყოფება. ჩვენი დაკვირვებით, სამწუხაროდ, მრავალი მათგანი მართლაც არ ფლობს საბერძნეთში ლეგალურად ყოფნისათვის საჭირო დოკუმენტაციას. ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების სტატუსს საბერძნეთში, მხარეები ნაყოფიერად და ინტენსიურად თანამშრომლობენ, ახდენენ დროულ და ოპერატიულ რეაგირებას კონკრეტულ ფაქტებზე და ქმნიან ხანგრძლივი დროითი თანამშრომლობის დღის წესრიგს. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საბერძნეთში დაფუძნებულ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, რომლებიც კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ატარებენ რიგ ღონისძიებებს, აქვთ საკვირაო სკოლები და ბაღები, კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო-სამკურნალო ცენტრები. საელჩო, კომპეტენციის ფარგლებში, ცდილობს ხელი შეუწყოს მსგავსი ორგანიზაციების ფუნქციონირებას. საქართველოს საელჩო და საკონსულო საბერძნეთში ლეგალურად და არალეგალურად მყოფ ქართველ მოქალაქეებს ყველა საჭირო სამსახურს უწევს. საელჩო უზრუნველყოფს, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს რეგულარული შეხვედრები ჰქონდეთ საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც საბერძნეთს სტუმრობენ.

- ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ რა სფეროებს გამოყოფდით?

მიმდინარე ეტაპზე, ქართულ მხარეს საბერძნეთთან ურთიერთობებში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გააჩნია. პრიორიტეტულ საკითხებს შორის დავასახელებდი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის მომზადებას, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის დაწყებას, ბერძენ ბიზნესმენთა სავაჭრო მისიის საქართველოში ვიზიტის მომზადებას, საბერძნეთის მიერ, საქართველოს შესაბამისი უწყებების აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ნამდვილობის ცნობას და სხვა.

მარიამ ჩუბინიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა