logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება
გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება
16:04 30.10.2015
ინტერვიუ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან

-აფხაზეთი რუსეთის გავლენის ზონად ითვლება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ აფხაზეთის შემოერთების მცდელობებისას, რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად?

-გიორგი კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ის პროგრამები, რომლებიც მათთვის სოციალური მხარდაჭერას ითვალისწინებს: უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება აფხაზებისა და ოსებისათვის. რასაკვირველია, ამის გარდა ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე, ანუ იმ ფორმატებით, რომლებიც დღეს არსებობს, ვთქვათ, ჟენევის შეხვედრების საშუალებით. ჩვენ აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეგვიძლია, რაც, თავის მხრივ, საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს.

-თქვენს კიდევ ერთ რეგიონს – სამხრეთ ოსეთს, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გეგმები აქვს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება განიზრახა. რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ ოსების მცდელობებს?

-გიორგი კვირიკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. ასევე პროვოკაციებს წარმოადგენს აფხაზეთ-რუსეთს და სამხრეთ ოსეთ-რუსეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებებიც, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ვერაფერს ვუხერხებთ, ჩვენ მხოლოდ მათი დაგმობა შეგვიძლია. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს რომ არ აღიარონ და დაგმონ ამგვარი რეფერენდუმები თუ შეთანხმებები.

-აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიებია, რუსეთს სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. რამდენად შეგიშლით ხელს რუსული ბაზების არსებობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში?

- გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა მოქმედება ოკუპაციის ფაქტის გამოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის საქართველოს ინტეგრირების პროცესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენ ამის მოწმენი ვართ და ეს ხდება უკვე 20 წლის განმავლობაში.
-თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ (ანუ საქართველოს სურვილს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე და მის ხელშემშლელ ფაქტორებს), უმჯობესი არ იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თავისუფლად გაშვება და ამის სანაცვლოდ დასავლური ორგანიზაციების წევრობა?

-გიორგი კვირიკაშვილი: ამ საკითხებს ამგვარად ნუ მივუდგებით. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზებისა და ოსებისათვის მიმზიდველად უნდა გადავაქციოთ. აი, ამიტომაც ვახორციელებთ რეფორმებს ენერგიულად, რომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმი მივიღოთ. როცა ევროპაში წასასვლელი ვიზები გაუქმდება, როცა საქართველოში უფრო მეტი ევროპული ბიზნესი და ევროპული ინსტიტუტები იქნება, ჩვენ უფრო მეტად მიმზიდევლი ვიქნებით აფხაზებისა და ოსებისათვის.

-ბატონო მინისტრო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის რანგში. რა კონკრეტულ ზომებსა და მხარდაჭერას ელოდებით გერმანიის მთავრობისაგან?

-გიორგი კვირიკაშვილი: მე მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და გერმანიის მთავრობას მადლობა გადავუხადო იმ რიგი სასარგებლო პროგრამების გამო, რომლებსაც ბერლინი საქართველოში ახორციელებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანია კვლავაც მხარს დაგვიჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. ასევე მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდ დახმარებაზე, რასაც გერმანია გვიწევს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გატარებაში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ვიზა-ლიბერალიზებისათვის. ბუნებრივია, ასევე გვსურს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი გერმანული კაპიტალი, გერმანული ინვესტიციები შემოვიდეს.

წყარო: „დოიჩე ველე“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა