logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სკანდალი საკრებულოს დახურულ სხდომაზე; შალვა ოგბაიძე NDI-ს დირექტორს: „არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო“
სკანდალი საკრებულოს დახურულ სხდომაზე; შალვა ოგბაიძე NDI-ს დირექტორს: „არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო“
13:12 28.10.2015
დედაქალაქის საკრებულოს დახურული სხდომა, სადაც NDI-ს დირექტორს ლორა თორნტონს დეპუტატებისთვის, მათ მიერ ჩატარებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის შედეგების პრეზენტაცია უნდა წარედგინა, სკანდალით დასრულდა.

საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა შალვა ოგბაიძემ, NDI-ს დირექტორს განუცხადა, რომ მისი ამომრჩევლის აზრით და შეფასებით, NDI მატყუარა ორგანიზაციაა.

„თქვენ ხართ მატყუარა ორგანიზაცია-ასე ფიქრობს თქვენზე ჩემი ამომრჩეველი“ - განაცხადა ოგბაიძემ.

მოგვიანებით, დეპუტატმა პრეზენტაცია პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა მანამ ორგანიზაციის დირექტორს, „სახალხო გამოკითხვის’’ შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 82 პროცენტი NDI-ს მატყუარა ორგანიზაციად მიიჩნევს.
„პირველ რიგში მსურს მივესალმო საქართველოს ნომერ პირველ მეგობარ ქვეყანას აშშ-ს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს არაერთგზის გამოუწვდია ხელი, რასაც ვერ ვიტყვი NDI-ს თბილისის ფილიალზე, რომლის საქმიანობა ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს.

თქვენ აქ წარმოადგინეთ კვლევის შედეგები, მაგრამ მე მსურს ვისარგებლო ჩემი ამომრჩევლის მიერ მონიჭებული მანდატით და გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ჩემი ამომრჩევლის მოსაზრება თქვენი გამოკითხვების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს საქართველოს ფილიალზე, ერთგვარი ,,სახალხო გამოკითხვის’’ მონაწილე 82 % ამბობს , რომ ეს არის მატყუარა ორგანიზაცია, 13 % თვლის, რომ ეს არის ნახევრად მატყუარა ორგანიზაცია და მხოლოდ 2 % ამბობს, რომ თქვენი პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს.

ასევე, მთხოვეს გადმომეცა თქვენთვის ძველი ქართული ანდაზა: „არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო“.

ვინ გკითხათ, ვინ დაგიკვეთათ პოლიტპარტიების რეიტინგის კვლევა? პოლიტპარტიების რეიტინგი იზომება არჩევნების შედეგებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ნიუ-იორკის მერიაში ვინმე მისცემს უფლებას ჩაატაროს პრეზენტაცია განწყობების და რეიტინგების შესახებ არჩევნების წინ? სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენი გამოკითხვა ხშირ შემთხვევაში არაზუსტია და ის ამომრჩევლის ზომბირების ერთ ერთი ფორმაა.

თქვენს ორგანიზაციას არ ჰქონია კითხვა 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 15 ივლისის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ, არ გამოუთქვამს სურვილი გამოეკითხა მოსახლეობის აზრი, თუნდაც გუშინ გავრცელებულ შემზარავ კადრებზე. არასოდეს მომისმენია თქვენი მოსაზრება და მაინტერესებს, თუ როგორ მოიქცეოდა რიგითი ამერიკელი თუ მის შვილებს სასტიკად აწამებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშობლებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს? ან რას იტყოდა რიგითი ამერიკელი თუ მას, ქონებას წაართმევდნენ ან დაუყადაღებდნენ, მხოლოდ თავისუფალად გამოთქმული აზრის გამო? დამერწმუნეთ, თქვენი განცხადებები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია, ეს ჩემი მხრიდან გამოთქმული ყველაზე რბილი შეფასებაა, ვისურვებდი, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდით.

და ბოლოს გადაეცით ლუის ნავაროს - ის მატყუარა კაცია, რა შედეგები დადო მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ? “- განაცხადა შეხვედრაზე შალვა ოგბაიძემ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს ესაუბრა:

-ბატონო შალვა, რა რეაქცია ჰქონდა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს თქვენს კრიტიკაზე?


-როგორც სჩვევიათ, ჩვეულებრივი ბრტყელი ფრაზებით დაიწყო თავის მართლება და მტკიცება იმისა, რომ მათი კვლევა რეალობას ასახავს..

-მხოლოდ თქვენ დატოვეთ პრეზენტაცია პროტესტის ნიშნად? როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციის ბოლო კვლევას კმაყოფილებით მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვდა...

-კი მე დავტოვე პროტესტის ნიშნად კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რის შემდეგაც ანალოგიური ნაბიჯი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმაც გადადგეს....

მეგი მინდილაია


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა