logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტაგნ ყოლბაია: აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ,  ძმათა შორის სისხლისღვრად არ ღირდა
ვახტაგნ ყოლბაია: აფხაზები ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ,  ძმათა შორის სისხლისღვრად არ ღირდა
12:32 01.10.2015
27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. დღე, როდესაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დროებით დაიკარგა საქართველოს შემადგენლობიდან, დევნილად იქცა ასი ათასობით ადამიანი… სოხუმის დაცემის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც ასევე გვესაუბრა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა დევნილთათვის ახორციელებს.

– ბატონო ვახტანგ, ამჟამად რა პროგრამებს ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა დევნილთათვის?

- ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით სოციალური პრობლემების მოგვარების გზაზე რეალური შესაძლებლობიდან და რესურსებიდან გამომდინარე. ალბათ სჯობს  კონკრეტულ მაგალითებს  მივმართო, რომ უფრო გასაგები გახდეს კერძოდ რას ვგულისმობ. საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მეშვეობით, ჩვენ სარგებლობის უფლებით მივიღეთ 40 000 კვ. მ  სასათბურე მეურნეობის კონსტრუქციები, რაც დევნილებს გავუნაწილეთ. ამაში დაგვეხმარა  ამერიკული  „იუესაიდი“ და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია „ნეო“. სწორედ მათ გამოაცხადეს ტენდერი, რომლის შედეგადაც, კონსტრუქციების  ერთი ნაწილი გადაეცა ინდივიდუალურ პირებს, მეორე  არასამთავრობო ორგანიზაციებს. ახლა ზუგდიდში, სოფელ რუხში  4 000 კადრატულ მეტრ ფართობზე  უახლოეს დროში რეალურად გვექნება  საკმაოდ კეთილმოწყობილი,  კარგად მოვლილი, შეიძლება ითქვას, საჩვენებელი სასათბურე მეურნეობა. მასვე ახლავს საკუთარი ოფისი და დასასვენებელი სოციალური ობიექტი.  ასევე ქუთაისშიც, იქ არსებული სსიპ-ის კუთვნილებაში, გვაქვს სასათბურე მეურნეობა 1000-ზე მეტ კვ. მეტრ ფართობზე. პროგრამას ახორციელებს „ბიზნესინკუბატორი“,  რომელიც  მოამზადებს სპეციალისტებს სხვადასხვა მიმრთულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში.

ისინი შეისწავლიან  მცენარეული ჯიშების გამოყვანას, მოსავლის მოყვანის და აღების ტექნოლოგიას და სხვა მიმართულებებს. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ყველა, ვინც დევნილებს მხარში დაუდგა, ირწმუნა მათი შრომისმოყვარეობა და ნიჭი, არ დაიშურა მათთვის ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება. სოფელ რუხის შემთხვევაში, დაგვეხმარა იაპონიის საელჩო, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს.  ქუთაისში მხარში ამოგვიდგა ამერიკული ორგანიზაცია „იუესაიდი“. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის საელჩოსთან, თურქეთის  განვითარების სააგენტოსთან, რომლის ხელმძღვანელობის დახმარებით, საქართველოში, ვაზიანში, სამკერვალო საამქრო გაიხსნა. სამკერვალო ძალას იკრებს და სულ მალე გამოუშვებს მაღალი ხარისხის ფეხსაცმელსდა ტანსაცმელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროდუქცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ბაზარზე ანალოგიურ საქონელს. ასეთივე წამოწყება და ინიციატივა შეიძლება შევთავაზოთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. რაღა თქმა უნდა, ამ ობიექტებზე მხოლოდ დევნილები არიან და იქნებიან დასაქმებული. გათვალისწინებული გვაქვს თბილისის ზღვაზე განვათავსოთ კიდევ ერთი სასათბურე კონსტრუქცია. კარგი მიღწევები გვაქვს მეფუტკრეობაში, მეჩაიეობაში. არ შემიძლია არ მოვიხსენიო ორგანიზაცია „ინტერნეიშენალ ალერტი“,  რომელიც მუდამ ჩვენს დახმარებას ცდილობს. „ინტერნეიშენალ ალერტი“,  აფინანსებს აფხაზურ, რუსულ, სომხურ და ქართულ ერთობლივ პროექტებს, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.  თანამშრომლობა შევთავაზეთ ჩეხეთის საელჩოსაც, რაზეც  თანხმობა მივიღეთ. ახლა  ბაგებში, დევნილთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივად ვქმნით მეფუტკრეობის ძალიან მაღალი ხარისხის საცდელ ლაბორატორიას.   მეამაყება, რომ  ზუგდიდში ჯანდაცვის ობიექტი უკვე მწყობრშია. არ შემიძლია არ ვუმადლოდე ამ ობიექტის ხელმძღვანელს, ბატონ თამაზ ჯანაშიას, რომელმაც იქ არსებული ჩვენი სსიპ-ის მიერ დაზოგილი თანხით, შესანიშნავი ორსართულიანი საავადმყოფო ააშენა. ეს საავადმყოფო აფხაზეთის მთავრობის საკუთრებაშია და ზუგდიდში ფუნქციონირებს. ყურადღების მიღმა არ გვრჩება სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაც. მაგალითისთვის მოვიყვან ჯანდაცვის ობიექტს, რომელიც  კალაუბნის ქუჩაზე ფუნქციონირებს. აქ განთავსებულია  ჩვენი მთავრობის მიერ დაფუძნებული რამდენიმე შპს. ამავე შენობაში,  გამოვყავით ფართი რეფერალურ პროგრამაში მონაწილეთათვის, რომლის კეთილმოწყობაშიც  ისევ თურქეთის საელჩო დაგვეხმარა. ანალგოიური  მისაღები ფართი არის ქუთაისშიც, „ბიზნესინკუბატორში“. ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა საელჩოების მხარდაჭერით, ვცდილობთ შევიძინოთ თანამედროვე აპარატურა  ჯანდაცვის ობიექტების სრულყოფილი კეთილმოწყობისათვის. აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით,  სენაკის პოლიკნიკინას უკვე გადავეცით ახალი აპარატურა. უპრეცედენტოა C ჰეპატიტის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო. ამ პროექტს აფხაზეთშიც დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ზუგდიდის რაიონში მიწაზე სარგებლობის უფლებით გამოყოფილი გვაქვს ტერიტორია. ჩვენ ერთ-ერთ კერძო სტრუქტურას მივეცით თანხმობა ტენდერის წესით მიწაზე სარგებლობის უფლების მოპოვებაზე. სანაცლოდ, ეს ბიზნეს სტრუქტურა სოციალური ინფრასტრუქრურის ობიექტების მშენებლობისათვის,  დადებული ხელშეკრულების თანახმად, 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს. წლის ბოლომდე, ტენდერის წესით ზუგდიდიში მეთევზეობის მეურნეობის განვითარებას შევეცდებით.  არიან სხვა მსურველებიც, რომლებთანაც გავაფორმებთ სხვა მსგავს ხელშეკრულებებს და ამით სარგებელობას მოვუტანთ  ჩვენს დევნილებს.  ზუგდიდში, 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მეორე წელია სიმინდი მოგვყავს. იქ დევნილთა ნაწილია დასაქმებული, უვლიან და მოწეულ მოსავალს ანაწილებენ დევნილებზე, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ეს ძალიან  მოკლე ჩამონათვალია ჩატარებული სამუშაოსი, რისი გაკეთებაც ამ  მცირე დროის მანძილზე მოვასწარით. დღეს არ ვისაუბრებ  სოციალურ და კულტურული დანიშნულების პროექტებზე, ამაზე  მოგვიანებით შეიძლება ვილაპარაკოთ.

ასეთი მუშაობა მიმდინარეობს დღეს ჩვენს სტრუქტურებში. პარარელურად მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ რეფორმების განხორციელების გზაზე. ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ რეფორმების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, სურვილი  და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. კონკურსი კონკურსია. ის ყველამ უნდა გაიაროს. ზოგიერთებმა კი ეს ღირსების შელახვად ჩათვალეს და კონკურსის მიღმა აღმოჩნდნენ.

– როგორ შეაფასებდით ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? ვგულისხმობ ე. წ. საზღვრის ჩაკეტვას, გალის სკოლებში ქართულის სწავლების აკრძალვას, თხილის სეზონზე გლეხების დაყაჩაღებას რუსი სამხედროების მიერ…

- მოგეხსენებათ, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობ. ორი წლის განმავლობაში მეათედ ვიყავი ჟენევაში და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაყენებთ განათლების საკითხია. სამწუხაროდ, განათლების სფეროში რეალური შედეგი ვერ მვიღეთ. ძალიან დიდი კამათის საგანია ქართული ენის სწავლების საკითხი. ოქტომბერში მოგვიწევს წასვლა და კიდევ ერთხელ ამაზე მსჯელობა. ქართული ენაზე სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ უფრო რთულდება. გალის რაიონში შედარებით ნაკლებად იყო ეს პრობლემა და ახლა იქაც, 11 სკოლაში საფრთხე შეექმნა ქართულ ენას. გეოგრაფიის და ისტორიის სწავლება რუსული სისტემით შექმნილი სახელმძღვანელოებით მიმდიმარეობს. ეს კი ძალიან საგანგაშოა. ვხედავთ, რომ თანდათანობით, მეთოდურად ხორციელდება ქართულის გამოდევნა. ამ თემებზე ჟენევაში პრინციპული საუბარი მოგველის. ძალიან პრობლემურია აფხაზეთში პრივატიზაციის საკითხი. აფხაზეთიდან გამოდევნილმა მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა. ქონება, სახლ-კარი, საცხოვრისი. ამ ქონების მითვისებას ვერ დავარქმევთ პრივატიზაციას. წართმევას, წაგლეჯას კი ბატონო. ასეთი ძალისმიერი ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საქვეყნოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს და სამართლებრივ სისტემას. მით უმეტეს, საქართველოში მიღებული კანონი, ბათილად ცნობს ნებისმიერ ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან იქნება დადებული. ეს არის უსერიოზულესი პრობლემები – აფხაზეთის მიწების, განათლების საკითხები, ამას დავუმატებდი სასაზღვრო რეჟიმს. არის განზარახვა, რომ გამკაცრდეს ე. წ. სასაზღვრო რეჟიმი, გაართულონ მიმოსვლა. ეს წააგავს საცრით წყლის ჭერას. ყველანაირი ბარიერის და დისკომფორტის მიუხედავად, ხალხი მაინც არ მოიშლის ენგურ გაღმა-გამოღმა სიარულს. თუ ეს ასე არ მოხდება, პრობლემა თავად აფხაზეთში იჩენს თავს, რადგან გალის ბაზარს არამარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა. მაგრამ ცდილობენ საკუთარი ელექტორატის გულის მოგებას. სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება და მათ ექმნებათ სირთულეები. ეს კანონი არ მიუღია არც არძინბას, არც ბაგაფშს, არც ანქვაბს. ეს ახლა მოიფიქრეს იქ არსებულმა ძალებმა, რითაც მოსახლეობის გულისწყრომა დაიმსახურეს. არა მგონია, აფხაზებისთვის ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

– რა ვითარებაა ამჟამად აფხაზეთის მთავრობაში? დასრულდა რესტრუქტურიზაცია–რეორგანიზაციის პროცესი? რა გეგმები გაქვთ, რა შეიცვლება დევნილთათვის უკეთესობისკენ?

- ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ რეფორმებს ვახორციელებთ თანმიმდევრულaდ, ჰუმანური მიდგომით, დევნილობის სტატუსიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. გავაუქმეთ რამდენიმე სამინისტრო. სამუშაო ადგილების დიდი დანაკარგი არ ყოფილა. შევეცადეთ სხვა სტრუქტურებში გამოგვენახა ადგილები მათთვის, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა.

– ანუ გადაანაწილეთ?

- გადავანაწილეთ როგორც ნაწილობრივ სახელმწიფო, ისე, ძირითადად, კომერციულ სტრუქტურებში. წეღანაც მოგახსენეთ ამის თაობაზე. დარჩა რამდენიმე კაცი ორი სამინისტროდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა მიეღოთ საკონკურსო შერჩევაში, მაგრამ მათ ეს შეურაცხყოფად მიიღეს და ჩვენი შეთავაზებული ადგილები არ მოისურვეს. ასეთია რეალობა. ჩვენ კი ვერ დავყოვნდებით. ყველა შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო ადგილებს ვქმნით და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს საქმე მეტი ინტენსივობით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილებისთვის, მათი ოჯახებისთვის. წინა პროექტებით, სადღაც 200 სამუშაო ადგილი შევქმენით. შეიძლება ეს დიდი ციფრი არ არის, მაგრამ ჩვენ დევნილობაში ვართ, დამოკიდებული ვართ უამრავ ფაქტორზე, რომელიც ხელს ნამდვილად არ გვიწყობს. მაგრამ გაჩერება და ხელების ჩამოყრა არაფერს გვარგებს. ჩვენი დევნილი მოსახლეობა ძალიან გამრჯე, მშრომელი, იდეური, მრავალი ტალანტით დაჯილდოებული ხალხია. ყოველ შექმნილ სამუშაო ადგილს ოქროს ფასი აქვს ჩვენი ხალხისთვის, მორალური ფინანსური, და, თუ გნებავთ, რეალიზებული ადამიანის თვალსაზრისით. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ორასი სამუშაო ადგილი ცოტა არ არის. რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია არ არის თვითმიზანი. მაგრამ გვინდა უფრო მოქნილი, თვითკმარი სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, და სხვა მრავალი თვალსაზრისით. ეს მიმართულება გაგრძელდება, იმიტომ რომ ასეთმა მიდგომამ გაამართლა და უკვე ფაქტები სახეზე გვაქვს. მადლიერნი ვართ, რომ ამ საქმეში ჩვენ ცენტრალური სტრუქტურები მხარს გვიჭერს და გვეხმარება. ამ მხრივ ძალიან ხელს გვიმართავს დევნილთა, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები, ქალაქის მერია, პრემიერი და მთლიანად ხელისუფლება. ყოველ ჩვენს თხოვნას და წამოწყებას გულისყურით ეკიდებიან. ეს კი ჩვენთვის დიდი სტიმული და მხარდაჭერაა დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.

– სოხუმის დაცემიდან 22 წელი შესრულდა… რას იტყვით უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული თარიღის შესახებ, რას გაიხსენებთ? როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს, როგორ გესახებათ ქართულ–აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის აღდგენის გზები? თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული წინადადებები აფხაზებისადმი?

22 წელი გავიდა ამ ამბების შემდეგ დღემდე ამ ლაბირინთში ვართ, რომლიდანაც გამოსავალს ვეძებთ. ცხოვრება გრძელდება და ჩვენც არ ვჩერდებით. უკვე 10 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. სიტუაცია აფხაზეთში რა თქმა უნდა შეცვლილია, დროს თავისი მიაქვს. აფხაზები ადრე თუ ძალიან კატეოგრიულები იყვნენ გარკვეული საკითხების მიმართ, დღეს ეს  ნაკლებად იგრძნობა. ისინიც ნათლად ხვდებიან, რა არის რუსეთის რეალური განზრახვა და მიზანი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აანალიზებენ. უკვე წამოიზარდა ახალი თაობა. ჩვენი ვალია, რომ  ქართველმა და აფხაზმა  ახალგაზრდებმა საერთო ენა გამონახონ, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, ორივე მხარემ, უნდა გავამთლიანოთ ჩატეხილი ხიდი. სხვა გამოსავალი ამ ლაბირინთიდან არც ერთ მხარეს არა გვაქვს. დღეს ეს წარმოუდგენლად შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს, მაგრამ, რწმენა, სიმტკიცე და ჰუმანიზმი ყველა ჯებირს ანგრევს. ისტორიას ბევრი მაგალითები ახსოვს, როცა წარმოუდგენელი რეალობად  ქცეულა. თუნდაც ბერლინის კედელი რად  ღირს.  ბედის უკუღმართობით ასეთი კედელია სწორედ ენგურის ხიდზე  ჩვენ შორის გაწოლილი, რომელიც მწამს, აუცილებლად  დაინგრევა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ურთიერთობა ძირითადად აფხაზ ახალგაზრდებთან მაქვს. მათი მსოფლმხედველობა სხვაგვარად ვითარდება.  ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ ურთიერთობა, რომელიც დღეს  რუსეთთან აქვთ, არ ღირდა ძმათა შორის სისხლისღვრად. რაც დრო გავა,  მეტად დარწმუნდებიან ამაში. ჩვენი მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის. დრო და გონიერი მოქმედება ყველაფრის გადაფასებას მოახდენს. მჯერა, რომ ქართველების და აფხაზების მომავალი„განწირულია“ ერთად ცხოვრებისთვის.

მიხეილ ჭაბუკაშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა