logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ აფხაზავა: კორეული სამშენებლო კომპანია ნენსკრაჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს
ნიკოლოზ აფხაზავა: კორეული სამშენებლო კომპანია ნენსკრაჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს
14:01 14.09.2015
ინტერვიუ კორეაში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ აფხაზავასთან

-გასულ კვირას ხელი მოეწერა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. ხელმოწერის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია ქართულ ენერგო სექტორში. როგორ შეაფასებთ კორეული კომპანიის ამ გადაწყვტილებას და რამ განაპირობა მათი მაღალი ინტერესი?


-კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე საქართველოში კორეული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ამ კუთხით აღსანიშნავია სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე, კორეის რესპუბლიკის წყლის რესურსების სახელმწიფო კორპორაცია K-Water-ის მიერ დაგეგმილი ნენსკრაჰესის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია ქართული ენერგო სისტემის ისტორიაში და რომლის განსახორციელებლადაც ხელშეკრულებათა საიმპლემენტაციო პაკეტს 2015 წლის 31 აგვისტოს, თბილისში მოეწერა ხელი.

აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერით პროექტის დასაწყებად ყველა დეტალი შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს.

135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხალმა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს. ნენსკრას პოტენციური გამომუშავება წელიწადში 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. ენერგიის 100% საქართველოში დარჩება. მის წყალსაცავში 182 მილიონი ტონა წყალი დაგროვდება და ამ მარაგს საქართველო ზამთრის პრობლემურ სეზონზე გამოიყენებს. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 5 წელი გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე 2021 წელს დასრულდება, თუმცა ელექტროენერგიის გამომუშავებას ნენსკრაჰესი 2019 წლიდან დაიწყებს.

ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში დიდი წვლილი მიუძღვის.

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე და საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანა მეტად დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით და ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალით.
კორეის რესპუბლიკის საელჩოს ძირითადი საქმიანობა ორმხრივი თანამშრომლობის ტრადიციულ სფეროებში კავშირების გაღრმავებასთან ერთად მიმართული იქნება საქართველოში ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროექტებში ჩართვისკენ.

-შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია მოიზიდავს სხვა კორეულ კომპანიებს საქართველოში და ზოგადად როგორია ინტერესი კორეის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ?

კორეის რესპუბლიკა მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა (G-20) რიცხვს მიეკუთვნება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მძიმე ინდუსტრიის, გემთმშენებლობისა და მანქანათმშენებლობის დარგებში.

აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია ძალზედ მნიშნელოვანია, რადგანაც კორეული სახელმწიფო კორპორაცია K-Water-ის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდება ბიძგს მისცემს სხვა კორეულ კომპანიებს დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალითა და ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობით, რაც სამომავლოდ კორეული ინვესტიციების შემოდინების საფუძველი უნდა გახდეს.

მხოლოდ მიმდინარე წელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გამოვყოფდით მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კორეის რესპუბლიკის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის სამინისტროს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც მისცემს ქართველ მეზღვაურებს კორეულ სავაჭრო-საზღვაო გემებზე დასაქმების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდა ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. 2015 წლის 24 ივლისს, ქ. სეულში საქართველოს საელჩოში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კორეის რესპუბლიკის ტურიზმის ორგანიზაციას (KTO) შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ზემოხსენებული მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა საქართველოს საელჩოს ეკუთვნის.

საელჩოს შუამდგომლობითა და მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა კორეის უმსხვილეს ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაში "KOTFA (Korea World Travel Fair). ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო ჯილდო ორ ნომინაციაში: "Best Booth Design Award" და "Best Tourism Publicity Award", ასევე საქართველო ტურიზმის საუკეთესო მარკეტინგის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

- კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებზე რომ ვისაუბროთ, როგორია პოლიტიკური თანამშრომლობა. ცნობილია, რომ კორეა საქართველოში ხსნის საელჩოს. რით ახსნით მათ ამ გადაწყვეტილებას. რამდენად დიდია რეგიონისადმი სეულის ინეტერსი?

2014 წლის განმავლობაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ ასამბლეასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აღნიშნულის შედეგად, 2014 წლის ბოლოს კორეის მხარემ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება ქ. თბილისში დიპლომატიური მისიის გახსნის თაობაზე. 2015 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელად (საქმეთა დროებით რწმუნებულად) მივლენილ იქნა მაღალი რანგის დიპლომატი.

საქართველოში კორეის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის გახსნა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, რაშიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის.

კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა თბილისში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-კორეის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის, ისე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ოფიციალურმა სეულმა ამ ნაბიჯით მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოსადმი კორეის რესპუბლიკის დიდი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.


მარიამ ჩუბინიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა