logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ქვევრი შესაბამისი საინფორმაციო აბრით, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მთავარ შესასვლელთან დაიდებს ბინას
ქართული ქვევრი შესაბამისი საინფორმაციო აბრით, ჟენევაში გაერო-ს განყოფილების მთავარ შესასვლელთან დაიდებს ბინას
15:53 27.08.2015
სექტემბერში ქალაქ ჟენევაში, გაეროს განყოფილების გენერალური დირექტორის ოფისის ეზოში, მთავარ შესასვლელთან, შესაბამისი საინფორმაციო აბრით, ქართული ქვევრი დაიდებს ბინას.

რა მიზეზით განთავსდება ქართული ქვევრი ჟენევაში, ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შალვა ცისკარაშვილი გვესაუბრება:

-რას უკავშირდება გაერო-ს ჟენევის ოფისში ქვევრის განთავსება?


-ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია. 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი, ქართული მეთოდი შევიდა იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რაც მისი უნიკალურობის აღიარებაა. ზემოხსენებული გარემოებისა და გაერო-ს დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, გაერო-ს ჟენევის ოფისს გადაეცემა ქვევრი, როგორც ოფიციალური საჩუქარი საქართველოსგან, ქვეყნისგან, სადაც ღვინო მისი უძველესი კულტურის შემადგენელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ეს მოვლენა ხელს შეუწყობს, როგორც ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მექვევრეების, გაერო-ს ჟენევის განყოფილების სამდივნოსა და მუდმივი წარმომადგენლობის ყველა თანამშრომლის წვლილი ამ პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში.

-სად დაიდებს ქვევრი ბინას და პერმანენტულად იქნება თუ არა წარმოდგენილი გაერო-ს ჟენევის ოფისში?


ქვევრი, შესაბამის საინფორმაციო აბრასთან ერთად პერმანენტულად განთავსდება ჟენევაში გაერო-ს განყოფილების გენერალური დირექტორის ოფისის შიდა ეზოში, შენობის მთავარ შესასვლელთან. ამ ტერიტორიის მონახულება ვიზიტორთა რეგულარული საინფორმაციო ტურების შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, ოფიციალური დელეგაციების გარდა, ქვევრის ნახვა ფართო საზოგადოებასაც შეეძლება. გაერო-ს ჟენევის ოფისს კი ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ქვევრის განთავსება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ღონისძიების კონკრეტული თარიღი.

-საქმიანობის ძირითადად რა მიმართულებებია პრიორიტეტული ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლობისთვის?

-ჟენევაში, რომელიც მრავალმხრივი დიპლომატიის ყველაზე აქტიურ ცენტრს წარმოადგენს, განთავსებულია გაერო-ს ევროპული ოფისი, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციები და სააგენტოები. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილსამყოფელი ქალაქი ხშირად მოიხსენიება, როგორც „საერთაშორისო ჟენევა“. ორგანიზაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისიის დიპლომატები, სხვა დელეგაციებთან ერთად ჩართულნი არიან ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ჯანმრთელობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების, შრომითი ურთიერთობების და გარემოს დაცვის, ვაჭრობისა და განიარაღების სფეროში არსებული საკითხების განხილვაში და საერთაშორისო ნორმების შემუშავებისა და შემდგომი განვითარების პროცესში. ცხადია, მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, გაერო-ს „ოჯახის“ წევრი ორგანიზაციების ჩართულობის გაღრმავება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ კონტექსტში, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობაში, ინტენსიური ურთიერთობები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისებთან წარმოადგენს მისიის უმთავრეს პრიორიტეტს. ამგვარი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ საქართველოში გასულ წელს განხორციელებული ვიზიტი. ამ ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი გავიდა საოკუპაციო ზოლთან, სადაც ჩვენთან ერთად, მან საკუთარი თვალით იხილა საოკუპაციო ძალის მიერ მავთულხლართების ინსტალაციის უკანონო პროცესის შედეგები. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას უმაღლესმა კომისარმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავის შემაჯამებელ განცხადებაში, სადაც მან უმკაცრესი შეფასება მისცა ორივე რეგიონში მიმდინარე უკანონო პროცესებს.

-გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, საქართველომ გააკეთა განაცხადი წევრობაზე 2016-18 წ.წ.-ში, როგორ მიდის კამპანია და არჩევის შემთხვევაში რა გეგმები აქვს საქართველოს წევრობის პერიოდში?

-გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო არის მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული 47 სახელმწიფოსგან. საბჭო პასუხისმგებელია მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობაზე. აქტიურ საარჩევნო კამპანიაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩართულია საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა. საარჩევნო კამპანიის გეოგრაფიამ მოიცვა როგორც ნიუ-იორკი და ჟენევა, ასევე დედაქალაქებიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მხოლოდ ჟენევაში შედგა მაღალი დონის 4 ვიზიტი, მათ შორის 3 - საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო 1 - მინისტრის მოადგილის დონეზე. საქართველოს კანდიდატურა დამტკიცდა რეგიონალურ ჯგუფში, რაც საარჩევნო კამპანიის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. იმედი მაქვს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შედეგად, საქართველო, თავის ისტორიაში პირველად არჩეული იქნება ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს წევრად, რაც ქვეყნისთვის და მუდმივი წარმომადგენლობისთვის დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

საბჭოს წევრი-სახელმწიფოს ყოველწლიური სამუშაო განრიგი მოიცავს ადამიანის უფლებათა საბჭოს 3 რეგულარულ სესიას, შესაძლო სპეციალურ სესიებს, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სესიებსა და სხვა სხდომებს. არჩევის შემთხვევაში, საქართველოს დელეგაცია აქტიურად იქნება ჩართული საბჭოს მუშაობაში, დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის ირგვლივ, მათ შორის რეზოლუციების მთავარ ჯგუფებსა და სხვადასხვა თემატურ საკითხზე ე.წ. მეგობართა ჯგუფებში მონაწილეობის სახით, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში.

საქართველოს დელეგაცია დღესაც აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტრიბუნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების რეგულარულად წარმოსაჩენად. ამ მხრივ, მისია გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ე.წ. „შავი ხვრელების“ საკითხის წარმოჩენას, მათ შორის ჩვენი მაგალითის გათვალისწინებით. გაერო-ს სისტემის ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოში გაწევრიანება კარგი შესაძლებლობაა მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაერო-ს აქტორების მხრიდან მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

მარიამ ჩუბინიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა