logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მტკვრის წყლის გამო საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს შორის სკანდალი მწიფდება?
მტკვრის წყლის გამო საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს შორის სკანდალი მწიფდება?
11:41 27.08.2015
«Эхо» (აზერბაიჯანი): ირანს უფლება არ აქვს მტკვრის წყალი საქართველოდან აზერბაიჯანის დაუკითხავად წაიღოს

აზერბაიჯანული გაზეთი „ეხო“ ეხმიანება ირანის ტელევიზიის მიერ გადაცემულ სიუჟეტს ურმიის ტბის გადარჩენის თაობაზე, რომლის თანახმად, ამ მიზნით ირანელებმა საქართველოდან შესყიდული მდინარე მტკვრის წყალი უნდა გამოიყენონ. საუბარია აგრეთვე სომხეთში მდებარე სევანის ტბით სარგებლობაზეც.

სტატიაში - „ირანს უფლება არ აქვს მტკვრის წყალი აზერბაიჯანის ნებრათვის გარეშე გამოიყენოს“ (ავტორი - ჯამილია ალეკპეროვა) ნათქვამია, რომ მტკვარი თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება, შესაბამისად, თუ ირანს მართლაც აქვს განზრახული მდინარის წყალით სარგებლობა, თეირანმა ამ მიზნით ნებართვა ანკარას და ბაქოს უნდა სთხოვოს. მტკვარი ტრანსასაზღვრო მდინარეა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ირანი უნებართვოდ აიღებს წყალს, მაშინ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ და განმარტებას მოსთხოვენ.

როგორც ეკოლოგიური პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ტელმან ზეინალოვი ამბობს, „სამწუხაროდ, არც საქართველოს და არც სომხეთს არ აქვთ ხელი მოწერილი საერთაშორისო კონვენციაზე „ტრანსსასაზღვრო წყლებით სარგებლობისა და მათი დაცვის შესახებ“. მისი თქმით, მტკვარი აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მდინარეა. მტკვარზეა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა, ტყის მასივების განაშენიანება. თუ ირანი მტკვრის წყლის ნაწილს წაიღებს, გინდაც საქართველოს ტერიტორიიდან, ეს მდინარის საერთო მდგომარეობაზე მაინც უარყოფითად აისახება, მისი დონე დაიწევს და შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკა და მოსახლეობა ძალიან დაზარალდება - მოსავლიანობა შემცირდება, ფასები მოიმატებს... ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ირანის მასმედიის წარმომადგენლებს, რომ გვემსჯელა ურმიის ტბის გადარჩენის საკითხებზე, თუმცა ამაოდ. სანამ ირანი მტკვრის წყალს წაიღებდეს, მანამ საჭიროა გაირკვეს, როგორ და რა მიზნით იხარჯება ურმიის ტბის მკვებავი მდინარის წყლები თვით ირანის ტერიტორიაზე. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც-ვიღაცეები იმ წყლებს ტბაში აღარ უშვებენ და საკუთარი მიწების მოსარწყავად იყენებენ. ირანელებს შევთავაზე, მოვალ და მონიტორინგს ჩავატარებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს“-განაცხადა ზეინალოვმა.

სხვათაშორის, ქართველმა დეპუტატებმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ირანში იყვნენ, ინფორმაცია მტკვრის წყლის შესყიდვის თაობაზე დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ირან-საქართველოს ვაჭრობის დონე 10-ჯერ უნდა გაიზარდოს და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო საქონელი სწორედ წყალი იქნება.

როგორც აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანმამშრომელმა მუჰამედ აბდულოვმა დააზუსტა, თურქეთი, საქართველო და სომხეთი შეეურთდნენ ჰელსინკის 1992 წლის კონვენციას „ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და საერთაშორისო ტბების შესახებ“, აზერბაიჯანი კი არა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტკვრისა და არაქსის (არეზის) აუზის ქვეყნებს ამ მდინარეებიდან რამდენიც მოესურვებათ, იმდენი წყალი წაიღონ. მტკვრის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მინგეჩაურის წყალსაცავის შევსებას, რადგან თუ მას წყალი დააკლდება, ნაკლები ელექტრონერგია გამომუშავდება. გარდა ამისა, წყალი მოაკლდება ზემოშირვანის სარწყავ არხსაც, ხოლო ქალაქ სალიანის, საბირაბადის და ნეფტეჭალის მოსახლეობას სასმელი წყლის მხრივ პრობლემები შეექმნებათ.

ამასთან, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნათანათ ავაზოვამ აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. მისი თქმით, „ამ საკითხს ბაქო თბილისთან ორი წელია იხილავს. მოლაპარაკება, რომელიც დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, ამჟამად თავის დასასრულს უახლოვდება. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარე ვალდებული იქნება მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ვფიქრობ, ამ შეთანხმებით თავიდან ავიცილებთ მტკვრის ინტენსიურ გაჭუჭყიანებას. აზერბაიჯანი ათი წლის წინ მიუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას „ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და საერთაშორისო ტბების შესახებ“. ეს სტრუქტურა ოთხ წელიწადში ერთხელ წყლის ხარისხის შესახებ ანგარიშებს ამზადებს და მათში სწორედ მტკვრისა და არაქსის გაჭუჭყიანებაა ხოლმე ხაზგასმული“-განაცხადა ავაზოვამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა