logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეიმურაზ ჯანჯალია: იმედი მაქვს წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღება
თეიმურაზ ჯანჯალია: იმედი მაქვს წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღება
15:22 12.08.2015
ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიასთან:


- როგორ შეაფასებდით ევროკავშირში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდს, განსაკუთრებით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაში?

-ევროკავშირის საბჭოში ლატვიის თავმჯდომარეობა წარიმართა გლობალური პოლიტიკური სირთულეების დროს: უკრაინის მძიმე კრიზისი, საერთაშორისო ტერორიზმი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ირანი და ა.შ. ამ ფონზე თუ როგორ გაართვა თავი ლატვიამ თავმჯდომარეობას? შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე დამოუკიდებელი ექსპერტების და ინსტიტუტების უმრავლესობა მის თავმჯდომარეობას უწოდებს წარმატებულს, თუმცა ისევ და ისევ გამოწვევებით და ახალი რეალობებით აღსავსეს.

თავმჯდომარეობის პერიოდში ლატვიამ ევროკავშირში ბევრი ახალი თემის ინიცირება მოახდინა და მისცა ბიძგი საკმაოდ რთული საკითხების მაღალ დონეზე განხილვას და კონკრეტული სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბებას. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას ევროკავშირის ახალი, ერთიანი ენერგეტიკული კონცეფციის თაობაზე დისკუსიის ინიცირება, რომლის უმაღლეს დონეზე განხილვა დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდებოდა. იმ ძირითადი პრიორიტეტებიდან, რაც ლატვიამ თავმჯდომარეობის დასაწყისში დაისახა, უმეტესობა წარმატებით შესრულდა, მათ შორის სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის შექმნა, რომლის მუშაობის საბოლოო პროცედურების დასრულება უკვე ლუქსემბურგის თავმჯდომარეობის პერიოდში მოხდება.

ლატვიამ ახალ საფეხურზე აიყვანა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პოლიტიკა, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის დაფიქსირება და ქართული რეფორმების აღიარება. ლატვიის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი მუშაობის და ქართული მხარის მიერ შესაბამისი ანალიზის მიწოდების შედეგად, მოხდა საქართველოში განხორციელებული რეფორმების დეტალური მიმოხილვა, რომელიც სამიტამდე წარედგინათ ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს დონეზე მოხდა მათი შეფასება.

-რიგის სამიტი და მისი შედეგები? საზოგადოების ნაწილი უფრო მეტს ელოდა ამ სამიტისგან, თქვენ როგორ შეაფასებდით მის შედეგებს?

-ბედნიერი ვარ, რომ ლატვია, ის ქვეყანა, სადაც მე ელჩის თანამდებობაზე მიწევს მუშაობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქტიურ მხარდამჭერია.

რიგის სამიტი გლობალურად ძალიან რთულ პოლიტიკურ გარემოში გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობა და ამ ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევა ლატვიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მრავალი სირთულისა და უკრაინის კრიზისისა, ლატვიამ შეძლო და თავმჯდომარეობის დღის წესრიგში აღმოსავლეთ პარტნიორობა მაღალ საფეხურზე შეინარჩუნა. 6 თვის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა ფორუმი, მინისტერიალი, მოხდა ახალი იდეების გენერირება ინიციატივის ფარგლებში. შედგა პირველი მედიაკონფერენცია, ასევე სოციალური და ბიზნეს ფორუმები. შესაძლებელია რიგის სამიტთან მიმართებაში მოლოდინი უფრო მაღალი იყო, მაგრამ კვლავ ყურადღება იმ გლობალურ ფაქტორებზე უნდა გავამახვილოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სამიტზე საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეფორმების გაგრძელების და ე.წ. „საშინაო დავალების“ წარმატებულად შესრულების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა მიიღებს შედეგს, რომლის მოლოდინიც გაგვაჩნია. ეს გზავნილი იყო დასავლეთ ევროპელი უმაღლესი რანგის ლიდერებისაგან, რომელთა ქვეყნებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
სამიტმა დაადასტურა ერთგულება იმ პრინციპებისადმი და ფასეულობებისადმი, რასაც ჩვენი სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობა ეფუძნება. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას სამიტის ძლიერ გზავნილს პარტნიორებისადმი - ეს არის დადასტურება თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებისა, აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ამბიციური დონე და მიზნები. საქართველომ უკვე გააკეთა ეს არჩევანი და მიუხედავად სერიოზული სირთულეებისა და საგარეო გამოწვევებისა, უცვლელად მისდევს ევროპულ კურსს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ჩვენი ინტერესია ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია. რიგის სამიტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ პირველად მოხდა მსგავსი განხილვების ინიცირება. საქართველომ კარგად იცის, რომ საბოლოო მიზნამდე დიდი და რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამ სახის დებატების დაწყება, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს მთავრობა მზადაა გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა იმ ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესში, რასაც ჩვენი ევროინტეგრაციის დღის წესრიგი ითვალისწინებს. ამასთან, გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენ პარტნიორებსაც ამას ვეუბნებით, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მათ არა ბრიუსელისთვის, არამედ ქვეყნის საჭიროებისთვის ვაკეთებთ.

უვიზო რეჟიმის დაწესება ევროინტეგრაციის პროცესში უდაოდ ყველაზე მიმზიდველი ელემენტია, რომელიც გააღრმავებს ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურულად დაახლოებს მათ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ევროპული ფასეულობების განმტკიცებას. საქართველოს მთავრობამ გაატარა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ძალზე დადებითად იქნა შეფასებული რიგის სამიტზე. ამაზე დამატებით ქვეყანამ დაიწყო ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ დარჩენილ რეკომენდაციებზე მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ პროცესი წარმატებით წარიმართება და საქართველო წლის ბოლოს მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას.

-რით გამოირჩეოდა მიმდინარე წელი ლატვია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში?

-ისტორიულად ჩვენი ქვეყნები ყოველთვის ისწრაფვოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. ორი მეგობარი ხალხი მუდმივად ეძებდა შესაძლებლობას მოეპოვებინათ შეხების ერთობლივი წერტილები, სადაც მეგობრობა და თავისუფლებისაკენ ლტოლვა იყო ძირითადი მამოძრავებელი მუხტი.

საქართველოს და ლატვიას აქვთ აქტიური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული ორმხრივი ურთიერთობა. პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კონტაქტები მართლაც, რომ უმაღლეს დონეზეა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ორმხრივი ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების სიხშირე საგრძნობლად გაიზარდა. მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლები დელეგაციით, მათ შორის საგარეო საქმეთა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, სოფლის მეურნეობის მინისტრები, უკვე ორჯერ იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში. ვიზიტები დაკავშირებული იყო ლატვიის ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას დაგეგმილ ღონისძიებებთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ჩვენ ორმხრივ დონეზე განგვეხილა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, ისე ლატვიის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შემიძლია აღვნიშნო, რომ ორივე ვიზიტმა ჩაიარა ძალიან მეგობრულ და საქმიან გარემოში.

ოფიციალური პირები გამოხატავენ სურვილს, რომ ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური გახდეს ეკონომიკური კავშირები. როგორც გასული წლის ნოემბერში ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის, ისე საქართველოს პრეზიდენტის მ.წ. აპრილში ლატვიაში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, გახლდათ სწორედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოში ორი ბიზნესს ფორუმი გაიმართა, ერთი თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში, ამასთანავე მეტად საინტერესო შეხვედრები შედგა ლატვიელ ბიზნესმენებთან ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობისას. ხსენებული ვიზიტების დროს დამყარდა საქართველოს და ლატვიის ბიზნესს წრეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებმაც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.
ინტენსიურია ქვეყნებს შორის დარგთაშორისი თანამშრომლობაც, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის და კულტურის მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარეების ორმხრივი ვიზიტების გაცვლა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ლატვიის პრეზიდენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას თან ახლდა მინისტრთა კაბინეტის 13 წევრიდან 7 მინისტრი, ორი სახელმწიფო მდივანი, ორი სახელმწიფო მდივნის მოადგილე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, იურმალას და საპორტო ქალაქ ლიეპაიას მერები, ლატვიის საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო და ხელოვნების აკადემიების რექტორები. ეს გახლდათ ერთი-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებელი იმისა, თუ რა დონეზეა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და სურვილი, რომ ეს ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება აქტიური და ეფექტური.
ლატვია, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში პერმანენტულად ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერას. ეს ხდება უმაღლეს დონეზე, იქნება ეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო ხელისუფლება. ამასთან, ლატვია იყო ევროკავშირის მესამე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ლატვია, როგორც ბალტიის ასამბლეის წევრი, ერთ-ერთი ინიციატორია საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების შემუშავებისა და მიღებისა და ასევე, მუდმივად უჭერს მხარს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“. ლატვია კარგად ხვდება, რომ საქართველოს მხარდაჭერით ის ხელს უწყობს ახალი დემოკრატიების და თანამედროვე სტრუქტურებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება რუსეთს, ლატვია, ისევე როგორც საქართველო, რუსეთის უშუალო მეზობელია. ამ ქვეყანამ კარგად იცის რა არის ოკუპაცია და მრავალწლიანი რეპრესიები, რომლებიც პირდაპირ რუსეთისგან მომდინარეობდა. ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაუყოვნებლივ მოახდინა რეაქცია 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე და ლატვია იყო ისევ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გამოყენება მოითხოვა, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ.

-საელჩოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები რა არის?

საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტიც სწორედ ასეთი ურთიერთობების ხელშეწყობაა, იქნება ეს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში. ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის ხელშეწყობა და ამ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის თაობაზე ჩვენ პარტნიორებამდე სრული ინფორმაციის მიწოდება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, ლატვიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების სრული ინფორმირება და მხარდაჭერის მოპოვება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის მქონე ეკონომიკის წარმოჩენა - არის რამდენიმე იმ ძირითად მიზნებს შორის, რომელსაც საელჩო ყოველდღიურად ახორციელებს და ხელს უწყობს. როგორც აღვნიშნეთ გაგვაჩნია თანამშრომლობის დიდი ეკონომიკური და კულტურული პოტენციალიც, რომელსაც სათანადოდ გამოყენება სჭირდება. საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას კულტურის სფეროში კონკრეტული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. 2014-2015 წლებში მოხდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. მხოლოდ 2015 წლის დასაწყისიდან ლატვიას სტუმრობდა და წარმატებული კონცერტები გამართეს ჯგუფმა "ეგარი", "ქართულმა ხმებმა", "ბათუმის სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლმა", "თბილისის ბიგ-ბენდმა". ამასთანავე სხვადასხვა ფესტივალზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ ბავშვთა ანსამბლი "ალილო", ანსამბლი მცხეთა და სხვა. ვგეგმავთ, რომ მომავალშიც კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივა იყოს რეალიზებული ამ და სხვა მიმართულებებით.

მარიამ ჩუბინიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა