logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო ბურჯანაძე „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში: საქართველო იმედგაცრუებულია დასავლეთითა და მიხეილ სააკაშვილით; უკრაინასაც იგივე ელოდება
ნინო ბურჯანაძე „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში: საქართველო იმედგაცრუებულია დასავლეთითა და მიხეილ სააკაშვილით; უკრაინასაც იგივე ელოდება
13:50 23.07.2015
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რომელიც მან რუსულ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერს „კომსომოლსკაია პრავდას“ სპეცკორესპონდენტი ვლადიმირ ვორსობინი მოსკოვში შეხვდა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს:

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმ ბლოკადაზე, რომლის ორგანიზებასაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის ირგვლივ. ვფიქრობ, თქვენ საკმაოდ რისკავთ აქ ჩამოსვლით. თბილისში შეუძლიათ „მოსკოვის ხელი“ გიწოდონ...

- პირველ რიგში, მე არ ვიტყოდი, რომ მოსკოვი იზოლაციაშია, თუ იმ სამიტს გავითვალისწინებთ, რომელიც უფაში ჩატარდა. როგორც მინიმუმი, იქ ნახევარი მსოფლიო მაინც იმყოფებოდა. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, ეს ჩემს ქვეყანას ჭირდება. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. შესაძლოა ჩემი ჩამოსვლა გაბედული ნაბიჯია, მაგრამ მთავარი, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხვდება ჩემი პოზიციის სისწორეს.

- მაგრამ ჯერ-ჯერობით თქვენ საქართველოში ერთადერთი დიდი პრორუსული პოლიტიკოსი ბრძანდებით..

- მე არ მომწონს სიტყვა „პრორუსული“. ის შინაარსი, რასაც ამ სიტყვაში დებენ, არ ასახავს ჩემს რეალურ პოზიციას. პრორუსული პოზიცია რუს პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ. მე პროქართული პოლიტიკა მაქვს.

- ამბობენ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირს და რუსეთს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი. ეს სიმართლეა?

- დიახ, სოციოლოგები ამბობენ, რომ ქართველების 31პროცენტს ევრაზიულ კავშირში სურთ. ერთი წლის წინ მათი რაოდენობა მხოლოდ 20% იყო. არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი. ხალხმა, უბრალოდ, თავისი სურვილი გამოხატა, რომ რუსეთთან მჭიდრო კონტაქტები არსებობდეს.

- რატომ ჩამოხვედით მოსკოვში მაინცდამაინც ახლა?


- ბატონმა სერგეი ნარიშკინმა თავაზიანად მიმიწვია საერთაშორისო „მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ეგიდით გაიმართა, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სამუშაო შეხვედრები თვით სერგეი ნარიშკინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოსკოვში.

- და რა განიხილეთ კონკრეტულად?

- მე დავაყენე საკითხი ვიზების გამარტივებისა და სტატუსის საკითხი ქართველი შრომითი მიგრანტებისა და სხვა კატეგორიის მოქალაქეობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბაზარი კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნას ქართული პროდუქტებისათვის. რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც დავინახე ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარების სურვილი.

- შეეხო თქვენი საუბრები სტრატეგიულ საკითხებს? მაგალითად, ნატოს...

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ სიტყვა „ნატო“ არ გვიხსენებია (იცინის). ოდესღაც მე მიმაჩნდა, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ამ მიზნით ძალიან ბევრს ვაკეთებდი... მაგრამ პოლიტიკოსი რეალობიდან უნდა გამოვიდეს. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიტუაცია კატეგორიულად შეიცვალა. მოხდა აგვისტოს ომი, რომელიც ტრაგედია იყო როგორც ადამიანურ, ასევე საქართველოს რუსეთის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები გაჩნდა (ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და აფხაზ-ოსი ხალხებისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მათ საქართველოს ტერიტორიად ვთვლი). და თუ საქართველოს დანარჩენ ნაწილზე ნატოს ბაზები აშენდება, ამას ჩვენთვისაც კატასტროფული მნიშვნელობა ექნება. ამიტომაც მე მკაფიოდ და ნათლად ვუთხარი რუსეთის ხელმძღვანელობას ის, რასაც, სხვათა შორის, დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ: საქართველოს 2008 წლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების შანსები არ აქვს. ჩვენთვის უკვე ამ ბლოკში მიღება წამგებიანია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან ჩვენი კეთილი ურთიერთობა უნდა შევაჩეროთ.

- ამას წინათ თბილისში ვიყავი და ვიგრძენი, რომ ქართველები დასავლეთის მიმართ იმედგაცრუებულნი არიან...

- ჩვენ წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ, მაგრამ არაფერი მიგვიღია - არც ნატოს წევრობა, არც უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება იყო 2009 წელს რუსეთთან ტრაგიკული ომის დროსაც, როცა საქართველო ერთი-ერთზე, პირისპირ აღმოჩნდა რუსეთის არმიასთან. თუმცა ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ უფრო მეტი ბრალი მიუძღვით ქართველ პოლიტიკოსებს, ვიდრე დასავლეთს. მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არწმუნებდა, რომ თუ რუსეთთან ომი იქნებოდა, საქართველოს დასავლეთი დაეხმარებოდა. თუმცა ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ პატარა საქართველოსთვის რუსეთთან ბრძოლას არავინ აპირებდა. ჩვენ იგივეს ვხედავთ უკრაინის მაგალითზე - არავინ რუსეთთან ომისათვის არ ემზადება.. ამიტომაც პირდაპირ უნდა ითქვას: პატარა ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქრონ და ილუზიებს უნდა მოეშვან, რომ თითქოს მათ ნაცვლად ვინმე თავს გაწირავს.

იმედგაცრუებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს: ხალხმა დაინახა, თუ როგორ აქტიურად უჭერდა მხარს დასავლეთი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თითქოდა დემოკრატიის მხარდამჭერი იყო, დემოკრატიისათვის გამოდიოდა. ამასთან, ყველას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიქტატორული სისტემა შექმნა. მას მხარს უჭერდნენ შეერთებული შტატების ხელისუფლების გარკვეული წრეები, ამიტომაც მას ანტირუსული კურსი ჰქონდა აღებული. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების პლაცდარმად გადააქცია. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო აშშ-რუსეთის ბრძოლის პლაცდარმი აღარ იყოს.

- მაგრამ ის გარდაუვალია...

- რატომ? საჭიროა ჭკვიანური, გონივრული პოლიტიკის გატარება, რათა საქართველო განხეთქილების ვაშლი აღარ იყოს, რათა საქართველო ჩვეულებრივი, ნორმალური ქვეყანა იყოს, რომელსაც ყველასთან კეთილი ურთიერთობა ექნება, ყოველგვარი ზედმეტი ამბიციებისა და უცხოური სამხედრო ბაზების გარეშე.

- რუსეთი ხელმძღვანელობას მიხეილ სააკაშვილზე თუ ესაუბრეთ?

- ერთი-ორჯერ მოვიხსენიეთ, რადგან მიხეილ სააკაშვილი ოდესაში აქტიური პოლიტიკური ფიგურა გახდა. მე ვთვლი, რომ ეს ცუდია უკრაინისათვის.

- მაგრამ იქ ხომ, როგორც იქნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს და როგორც ახალგაზრდები ამბობენ ხოლმე, „საქმე იმედისმომცემად დაიძრა“...

- კი, საქართველოშიც ასე იყო: ჯერ კარგად მიდიოდა, შემდეგ კი კორუფციასთან ბრძოლა ლამაზ შირმად გადაიქცა. საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, საოცარი ელიტარული კორუფცია სუფევდა. ოდესაში განხორციელებულ საჩვენებელ დაჭერა-დაპატიმრებებს ხშირად სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი ხომ ყოველთვის ახდენდა სამართლის იგნორირებას. ის, რაც ოდესელებს დღეს იმედს აძლევს, სულ მალე აბსოლუტურ უკანონობაში გადაიზრდება. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ოდესის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება.

- იმსჯელეთ თუ არა მოსკოვში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე? როგორ მიგაჩნიათ - არის იმის შანსი, რომ სიტუაცია ადგილიდან დაიძრას?

- მე ვფიქრობ, რომ შანსები არის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ თვითონ, ქართველებმა, უნდა მოვილაპარაკოთ აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ უნდა გავრღვიოთ უნდობლობის ბარიერი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ იყო პერიოდი, როცა ჩვენ ერთად მშვიდობიანად ვცხოვრობდით, ვმეგობრობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით. რა თქმა უნდა, რუსეთს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ იმის თქმა, რომ ყველა პრობლემის გასაღები კრემლში დევს და ჯობია, რუსეთმა გაგვიღოს შერიგების დახურული კარი აფხაზებთან და ოსებთანო, ეს სწორი არ იქნებოდა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ორივე მხარემ დაუშვა, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა იმ შეცდომებზე. ეს იმიტომ, რომ ჩვენ სატიტულო ერი ვართ. ჩვენ ვალდებულები ვართ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენა გამოვნახოთ.

- კულუარებში რაიმე ქართულ-რუსული პროექტი ხომ არ გამოჩენილა თბილისის შესარიგებლად სოხუმთან და ცხინვალთან?

- თუ ის მართლაც არსებობს, ჯერ-ჯერობით კულუარებში უნდა დარჩეს.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ჩამოვა?

- ვერ გეტყვით, რადგან არ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოში დამოუკიდებლად მიიღება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ასეთი გარღვევა მოხდებოდა.

- მაშინ კითხვას სხვაგვარად დაგისვამთ: როდის დათანხმდება დასავლეთი რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებაზე“?

- დასავლეთი ახლაც აწარმოებს მოლაპრაკებას რუსეთთან.

- უფრო სწორად, ჩვენ ერთმანეთს ვლანძღავთ...

- დასავლეთი მშვენივრად ფილტრავს: სადაც სურთ, იქ სანქციებს აცხადებს, სადაც არ სურთ, იქ არ ჩქარობენ. თქვენც და მათაც საკუთარი ინტერესები გამოძრავებთ. ეს მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, რომელიც მოლაპარაკებაზე საერთოდ უარს ამბობს. ყველა ნორმალური ქვეყანა ერთმანეთთან მოლაპარაკებაზე მიდის მაშინაც კი, როცა დაპირისპირებულნი არიან.

ცნობისათვის:


ნინო ანზორის ასული ბურჯანაძე, დაბადებულია 1964 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. 1995 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია, ხოლო 2001-2008 წლებში - საქართველოს პარლამენტის სპიკერი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა