logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ყურაშვილი: ჩვენი მიზანია შვეიცარიული კომპანიები საქართველოს ბაზრით დავაინტერესოთ
ირაკლი ყურაშვილი: ჩვენი მიზანია შვეიცარიული კომპანიები საქართველოს ბაზრით დავაინტერესოთ
16:31 21.07.2015
ინტერვიუ შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან;

-ბერნში საქართველოს საელჩო სულ 3 წელია, რაც არსებობს, რა ბიძგი მისცა საელჩოს დაფუძნებამ ორმხრივ ურთიერთობებს და რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

-როგორც მოგეხსენებათ, წლების მანძილზე ქ. ჟენევაში არსებული საქართველოს მისია გაეროს განყოფილებებთან ამავდროულად საქართველოს საელჩოც იყო. შექმნილმა პოლიტიკურმა გამოწვევებმა მოიტანეს ის, რომ 2012 წელს გადაწყდა შვეიცარიის დედაქალაქში-ბერნში საქართველოს საელჩოს დაფუძნება.

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ვიყო საქართველოს პირველი ელჩი რეზიდენციით ბერნში და ორმხრივ ურთიერთობებში ხელი შევუწყო მთელი რიგი მიმართულებების განმტკიცებას. ჩვენი სამწლიანი მუშაობის შეფასებისას შემიძლია ვთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე ჩამოყალიბებული, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარია - ეს არის მაღალი დონის ვიზიტები (საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები შვეიცარიაში, შვეიცარიის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები საქართველოში), შვეიცარიის მედიაცია საქართველო-რუსეთს შორის, საპარლამენტო თანამშრომლობა, შვეიცარიის საგარეო უწყებასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში მუშაობა, წამოწყებული თანამშრომლობა კანტონებთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის როგორც გერმანულენოვან, ისე ფრანგულენოვან მედიასთან. ზოგადად, შეიცვალა ის, რომ შვეიცარიაში ცნობადობა საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ მკვეთრად ამაღლდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მოხვდა ბერნის პოლიტიკური და გავლენიანი წრეების თვალსაწიერში. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ეს შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინტერესი საქართველოსადმი, საელჩოს მხრიდან მუდმივი პროაქტიური მუშაობაა საჭირო.

- რა როლს ასრულებს შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში?

-შვეიცარიას, როგორ ნეიტრალურ სახელმწიფოს მედიატორობის დიდი გამოცდილება აქვს. ის წლების მანძილზე მედიატორულ საქმიანობას ახორციელებს აშშ-სა და კუბას, აშშ-სა და ირანს შორის. საქართველოს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, შვეიცარიას დაეკისრა მედიატორის ფუნქციები საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩემის აზრით, შვეიცარია ამ ძალიან დელიკატურ და საპასუხისმგებლო მისიას მაღალი პროფესიონალიზმითა და ყოველგვარი ზედმეტი პიარის გარეშე ახორციელებს.
შვეიცარიის მედიაციით 2011 წელს ჟენევაში გაფორმდა ,,საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ’’ შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციისათვის ბერნი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც თბილისთან, ისე მოსკოვთან. შვეიცარია დღეისათვის კომუნიკაციის მთავარი არხია თბილისსა და მოსკოვს შორის და ამ რეალობის გათვალისწინებით, შვეიცარიის კონფედერაციის პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსათვის განსაკუთრებულია.

- რა სფეროებია პრიორიტეტული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. რამდენად არსებობს შვეიცარიის ბიზნეს წრეების მხრიდან დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით?

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება შვეიცარიასთან, რომელიც მსოფლიოს მე-6 ქვეყანაა, ქვეყნის გარეთ კერძო ინვესტიციების თვალსაზრისით, საელჩოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ამისათვის უკვე შექმნილია სერიოზული წინაპირობა - ეს არის 2014 წელს, თბილისში შვეიცარიის იმდროინდელ პრეზიდენტს, ბატონ დიდიე ბურკჰალტერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ხელმოწერილი ინვესტიციების და დაცვისა წახალისების შეთანხმება, რომელიც უნდა გახდეს შვეიცარიული ინვესტიციების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. საელჩოს ორგანიზებით ციურიხში გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, გასულ წელს საქართველოს პირველად ეწვია შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალური დელეგაცია, 2015 წლის მაისში საქართველოს ეწვია შვეიცარიის ეკონომიკის ფედერალური მინისტრი, იოჰან შნაიდერ-ამანი, ქ. ციურიხში ფუნქციონირებს შერეული სავაჭრო პალატა. შვეიცარიული კომპანიების საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი კანტონებსა და საქართველოს რეგიონებს შორის კონტაქტების ჩამოყალიბებაზეც გადის.

- 2013 წელს ჩამოყალიბდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი? რა შესაძლებლობებს იძლევა იგი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის?

ორი ქვეყნის პარლამენტს შორის პრაქტიკულად მინიმალური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2013 წლიდან საელჩოს ძალისხმევით საქმიანობას შეუდგა შვეიცარიის პარლამენტში დაფუძნებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი და მსხვილი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, სენატორი ფილიპო ლომბარდი, რომელიც გასულ წელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. 2014 წლის ოქტომბერში, საელჩოს ორგანიზებით შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში. თავმჯდომარესთან ერთად შვეიცარიას ეწვია შვეიცარიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია. ეს ვიზიტი წარმოადგენდა 22 წლიანი ორმხრივი ურთიერთობების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შვეიცარიაში. შვეიცარიის პოლიტიკური სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პარლამენტარებთან კონტაქტის გამყარება საკმაოდ სოლიდურ საფუძველს უყრის ზოგადად ორმხრივი თანამშრომლობის პროცესს. შვეიცარიელი პარლამენტარების უდიდესი ნაწილი არაა პროფესიონალი პოლიტიკოსი, ისინი ბიზნესმენები, ცნობილი ადვოკატები, მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან და აგრძელებენ თავიანთ სფეროში მუშაობას. შესაბამისად, ჩვენის მხრივ თითოეულ დეპუტატთან მუშაობა პოლიტიკური დატვირთვის გარდა წარმოადგენს საშუალებას საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სფეროში თანამშრომლობის პროცესის წამოსაწყებად თუ გასაღრმავებლად. დეპუტატები ასევე წარმოადგენენ თავიანთ კანტონებს და როგორც წესი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ თავიანთ კანტონებში, რაც ხელშემწყობი ფაქტორია კანტონებსა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკის განსავითარებლად.

-შვეიცარიის კანტონები, მათთან რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობის განვითარება და ამის რა მაგალითები არსებობს?

როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის კონფედერაცია შედგება 26 კანტონისაგან. კანტონებს ძალიან დიდი ავტონომია გააჩნია თითქმის ყველა სფეროში და შვეიცარიის ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით, რეალურად ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გასაღები სწორედ კანტონებშია და არა ფედერალურ მთავრობაში. ბოლო 2 წლის მანძილზე შედგა ჩემი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის 14 კანტონში, 2015 წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 2 ვიზიტი.

მოხარული ვარ, რომ კანტონებთან თანამშრომლობის წამოწყების ტაქტიკა კონკრეტულ შედეგების გამოღებას იწყებს. 2014 წელს გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი შაფჰაუზენში. იმავე წლის ნოემბერში, გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიის ოთხ კანტონში: გრაუბუნდენში, ტიჩინოში, ურსა და შვიცში. 2015 წლის მარტში გაიმართა ქ. თბილისის ვიცე-მერის, ნინა ხატისკაცის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის დედაქალაქში. საელჩოს ორგანიზებით 2015 წლის სექტემბერში იგეგმება შაფჰაუზენის კანტონის მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების ვიზიტი ყვარლის მუნიციპალიტეტში. 2015 წლის სექტემბერში თელავის მერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ქ. ლოზანას. სექტემბერში ტურგაუს კანტონის მთავრობის მოწვევით ტურგაუს კანტონს ეწვევა შიდა ქართლის გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების დელეგაცია.

ამ ვიზიტების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს რეგიონებმა მიიღონ შვეიცარიულ კანტონებში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება და შვეიცარიული კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ კანტონებში იმყოფებიან, დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ, გინდაც ეს ინვესტიცია პირველ ეტაპზე მცირე ზომისა იყოს.

მარიამ ჩუბინიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა