logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თინა ხიდაშელი: თუ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს ეს ტრაგედია იქნება
თინა ხიდაშელი: თუ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს ეს ტრაგედია იქნება
12:42 06.07.2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, შვეიცარიულ გამოცემა „Tages Woche“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა სადაც ის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

- პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით - სად ხედავთ საქართველოსთვის ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევებს?

- გასული წელი ძალიან რთული იყო. რეგიონის ქვეყნები კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. უკრაინის მოვლენები ოპტიმიზმისათვის მცირე საფუძველს იძლევა. ყველას სურს საუკეთესო არჩევანი გააკეთოს - არა მარტო რეგიონის ქვეყნებს, არამედ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებსაც. მე მგონია, რომ რუსეთი არაფერს ამზადებს არც თბილისის, არც კიევის, ბაქოს ან ერევნის წინააღმდეგ. საკითხი ეხება რუსეთის დაპირისპირებას ვაშინგტონის, ბრიუსელისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებისადმი. ბურთი სწორედ მათ მხარეს არის ნასროლი.

- „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე საკითხი ეხებოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს და ამით ამ ორგანიზაციას დაუახლოვდნენ. საქართველოც მათ განეკუთვნება. რა შთაბეჭდილება დატოვა რიგის სამიტმა თქვენზე? ცნობილია, რომ საქართველოს სურვილი უვიზო რეჟიმის შესახებ არ განხორციელებულა...

- მე ვიტყოდი, რომ რიგის სამიტი ძალიან დადებითი შედეგების მომტანი იყო. მართალია, საქართველოთვის უვიზო რეჟიმი არ დაწესებულა, მაგრამ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს ძალიან მოკლე დროში მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითია: ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცე ვადა - ვიზა-ლიბერალიზაცია მოხდება 2016 წლის განმავლობაში, დანარჩენი კი უკვე ტექნიკური საკითხებია. ევროკავშირი მზად არის თავისი დაპირება შეასრულოს. ალბათ, ზოგიერთი საკითხი შეიძლებოდა უფრო ადრე, ორი წლის წინათ გადაჭრილიყო, მაგრამ ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ძალიან კარგი და დიდ სამუშაოს ასრულებს.

- შეიძლება ასე ნატოსთან მიმართებითაც ითქვას?

- ნატოსთან მიმართებით გარკვეული განსხვავება არსებობს, ამის უარყოფა არ შეიძლება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ევროკავშირისაგან განსხვავებით, სხვაგვარი ურთიერთობები გვაქვს: ჩვენი მხრიდან ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაღაა საჭირო, რომ საქართველო „მაპ“-ში ჩაერთოს, შემდეგ კი ნატოს წევრი გახდეს, რასაც ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ 2008 წელს.


- მაგრამ საქართველოს აქვს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რომლის გამოც ნატო თავს იკავებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგიონებში რუსეთის ჯარები დგანან და ისინი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა...

- ნატოში გაწევრიანებისათვის ეს დაბრკოლებაა, მაგრამ „მაპ“-ში ჩართვისათვის პრობლემას ვერ ვხედავ, „მაპ“-ი ხომ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით სარგებლობას არ ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება. ნატოს და ევროკავშირი ვეღარ იმოქმედებენ ძველებურად, მხოლოდ რეაგირების რეჟიმში. სამწუცაროდ, საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია. თბილისს თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. მომავალ წელს, ნატოს ვარშავის სამიტმა ჩვენ მკაფიოდ პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, რომლის კიდევ ერთხელ გადადება აღარ უნდა მოხდეს.

- უკრაინის ომმა ნატოს სუსტი მხარეები შესამჩნევი გახადა. ამის გათვალისწინებით, მიგაჩნიათ თუ არა მაინც ნატო თქვენი ქვეყნის დამცავ ფაქტორად თუ, შესაძლოა, რისკები არსებობს?

- ეს დამოკიდებულია გარემოებებზე. გააჩნია, როგორი კუთხით შევხედავთ. მოსკოვის თვალსაზრისით, ნატო საბოლოოდ დასუსტებულია, თბილისს კი პირიქით მიაჩნია: დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო აქტიური და ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, როცა ჩვენ რუსეთთან ომი გვქონდა. მაგრამ თუ მოსკოვი დარწმუნებული არ იქნება, რომ ნატო თავის პრინციპებს მტკიცედ შეასრულებს, მაშინ ვინ შეაჩერებს რუსეთს? თუ ნატო „მაპ“-ს მოგვცემს, ეს ალიანსისთვისაც მომგებიანი იქნება, ეს ხელს შეუწყობს თვით ნატოს განმტკიცებასაც. ახლა ნატოს პოლიტიკურად ჩვენ უფრო ვჭირდებით, რუსეთისათვის მისანიშნებლად, ვიდრე ნატო ჩვენ.

- რა მოხდება, თუ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს?

- ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნებოდა ტრაგედია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა