logo2
logo2
არქივი
« მარტი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დუბლინში ქართული ეკლესიის დაარსების ინიციატორი  დავიდ ჯონ ლონერგანი; პიროვნება რომელმაც ქართული კულტურა შეიყვარა და მართლმადიდებლად მოინათლა
დუბლინში ქართული ეკლესიის დაარსების ინიციატორი დავიდ ჯონ ლონერგანი; პიროვნება რომელმაც ქართული კულტურა შეიყვარა და მართლმადიდებლად მოინათლა
11:13 03.07.2015
მედიაში, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართული მსახურების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც თბილისის სტიქიის დროს დაღუპულებს მიეძღვნა. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი მიიქცია იმ ფაქტმა, რომ პანაშვიდს ირლანდიის პრეზიდენტი დაესწრო, რაც იმ მძიმე დღეებში, საქართველოსადმი თანადგომის დიდი გამოხატულება იყო.

გვესაუბრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გია ზურაბაშვილი, რომელთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- 28 ივნისს დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაიმართა მსახურება, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მსახურებას დაესწრო ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი. საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლებისათვის ეს გახლდათ ირლანდიის მხრიდან სოლიდარობის და მხარდაჭერის დიდი გამოხატულება. ზოგადად, მინდა ავღნიშნო, რომ ირლანდიის მთავრობა ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისში მომხდარ სტიქიას. როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მივიღეთ მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გზავნილები.

ლიტურგიაზე დასწრების პარალელურად, ირლანდიის პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. მან უშუალოდ მიუსამძიმრა ტაძარში მყოფ ქართველობას და მწუხარება გამოთქვა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის განსაკუთრებული წვლილი, რაც 28 ივნისის ღონისძიების ორგანიზებაში მიუძღვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს დავიდ ლონერგანს.

-ალბათ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდა, რომ ირლანდიაში მოქმედებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ეკლესიის შესახებ...

დუბლინში ქართული მართლმადიდებლური ტაძრის არსებობა, ბევრისთვის მართლაც შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკვე მე-4 წელია მოქმედებს.

ეკლესიის წინამძღვარი დავიდ ჯონ ლონერგანია. ეს გახლავთ ირლანდიელი, განათლების სფეროს მოღვაწე, რომელმაც შეიყვარა ქართული კულტურა, ჩვენი რელიგია, მიიღო მართლმადიდებლობა და სწორედ მისი ინიციატივა იყო დუბლინში ქართული ტაძრის დაარსება. მისი პირადი ძალისხმევის შედეგად, კათოლიკურმა ეკლესიამ დროებითი სარგებლობისათვის გადასცა შენობა ქართულ მრევლს. მას შემდეგ ეკლესია ირლანდიაში მცხოვრები ქართველების შეკრებისა და გაერთიანების ცენტრს წარმოადგენს.

საელჩოს, ქართული ეკლესიის წინამძღვართან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და იგეგმება ძალიან ბევრი, საინტერესო ერთობლივი ინიციატივის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ირლანდიაში საქართველოს, მისი კულტურის და თანამედროვეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ირლანდიაში დაახლოებით 2 000 ქართველი ცხოვრობს. ისინი ძირითადად თავმოყრილნი არიან დიდ ქალაქებში, როგორებიცაა დუბლინი, კორკი, ლიმერიკი, გოლუეი. დუბლინში ქართული კულტურის რამდენიმე კერა ფუნქციონირებს. ეს გახლავთ ქართული საკვირაო სკოლა „ლამპარი", სადაც ქართულ ენას სხვადასხვა ასაკის 50-ზე მეტი ბავშვი ეუფლება. ქართული საკვირაო სკოლა არსებობს ირლანდიის სიდიდით მეორე ქალაქ კორკშიც.

დუბლინში მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "National Rhythm of Georgia" და სიმღერის გუნდი " Mixed Melodies".

-ირლანდია-საქართველოს ურთიერთობების გარშემო ფართო საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყო თბილისში წმ. პატრიკის დღესასწაულზე გამართული აქცია, როდესაც სიმბოლურად აღინიშნა ორი ქალაქის დაძმობილება, რას ისახავდა მიზნად ამ აქციის გამართვა?

თბილისი და დუბლინი გასულ წელს დამეგობრდნენ. 2014 წლის დეკემბერში ქ. თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

სწორედ აღნიშნული ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ თბილისი პირველად შეუერთდებოდა ირლანდიის მთავრობის მიერ ინიცირებულ გლობალურ აქციას “Global Greening”. ეს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული საკმაოდ პოპულარული აქციაა, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე - წმინდა პატრიკის დღეს, 17 მარტს მსოფლოს სხვადასხვა ქალაქში არსებული ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება.
აქციის მიზანს წარმოადგენდა ორი ქვეყნის კიდევ უფრო დამეგობრებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას ხელშეწყობა. წმ. პატრიკის დღის აღნიშვნის შედეგად, წელს თბილისი პირველად მოხვდა იმ ქალაქების სიაში, სადაც ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ირლანდიელ ტურისტებს გამგზავრებას ურჩევს.

ეს აქცია, ისევე, როგორც დუბლინსა და თბილისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი პარტნიორული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით გაგრძელება.

-ზოგადად რა სფეროებში ხედავთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას?

საქართველოსა და ირლანდიას შორის ბევრი მსგავსება არსებობს (მოსახლეობის რაოდენობა; ტერიტორიის ფართობი; ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სხვადასხვა კონტინენტებს შორის), რისი გათვალისწინებითაც და რიგი მიმართულებებით ირლანდიის წარმატებიდან გამომდინარე, მასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით ბევრი სფეროა საინტერესო. მათ შორის, განსაკუთებით გამოვყოფდი განათლებას, ეკონომიკას, ტურიზმსა და ჯანდაცვას.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა განათლების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებით - ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯსა (UCD) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ ირლანდიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, შეიძინონ ცოდნა და ღირებული გამოცდილება. ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი, რასაც, ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება მოჰყვება.

უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება. ამ მიმართულებით საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პოტენციალი არსებობს განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის (DCFTA) გათვალისწინებით.

საგულისხმოა, რომ ირლანდიამ დიდ წარმატებას მიაღწია ე.წ. "hub economy" მოდელის განხორციელების მეშვეობით. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის წყალობით, ირლანდიამ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და მსხვილი ინვესტორები მოიზიდა და დღეს ირლანდიაში განლაგებული სათაო ოფისებიდან ხდება ევროპის კონტინენტის დაფარვა რიგი მულტინაციონალური კორპორაციებისა და კომპანიების მიერ. ვფიქრობ, საინტერესოა ამ კუთხით ირლანდიის გამოცდილების გაზიარება.

ვთვლი, რომ დიდი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების მხრივაც. საქართველო ირლანდიელი ტურისტებისათვის მეტნაკლებად უცნობ ქვეყანას წარმოადგენს და საჭიროა მათი ცნობადობის გაზრდა. ამ მიმართულებით, ძალიან დადებით მოვლენას წარმოადგენდა თბილის წმ. პატრიკის დღის აღნიშვნა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

აქვე მსურს აღვნიშნო ევროინტეგრაციის მიმართულება და ირლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველოსა და ირლანდიის ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში ძალზე დინამიურად ვითარდება. 2-5 ივლისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის დელეგაცია, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განსაზღვრულ იქნას სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და პრიორიტეტები.

მომავალ წელს აღინიშნება საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, როგორც ირლანდიაში, ასევე საქართველოში იგეგმება რიგი კულტურული ღონისძიებების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს ირლანდიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ხალხთა შორის კონტაქტების ჩათვლით.

მარიამ ჩუბინიძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა