logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მკვლელი მშენებლობები თბილისში; რა კითხვებს არ პასუხობენ „აქსისში“
მკვლელი მშენებლობები თბილისში; რა კითხვებს არ პასუხობენ „აქსისში“
11:29 29.06.2015
ბოლო პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით, წლების განმავლობაში შეჩერებული, ე.წ. დაკონსერვებული მშენებლობების განახლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც დიდწილად ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებითაა გამოწვეული. აღნიშნული ცვლილებები ხელს სწორედ ასეთი მშენებლობების დასრულებას უწყობს, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა კარგი და მისასალმებელი ფაქტია, თუმცა რამდენად იცავენ სამშენებლო კომპანიები იმ სტანდარტებს, რაც მსგავსი შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული, - ცალკე საკითხია.
როგორც საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ nsp.ge-ს ჯგუფმა გაარკვია, ე.წ. დაკონსერვებული მშენებლობების განახლება განსაკუთრებული სტანდარტის დაცვას მოითხოვს, რადგან წლების განმავლობაში ღია ცის ქვეშ გადაუხურავად მყოფი კონსტრუქციის სიმტკიცეს, სხვადასხვა, კლიმატური თუ ქიმიური პროცესების შედეგად საფრთხე ექმნება და შესაძლოა მან, გათვალისწინებული სართულების დაშენებას ელემენტარულად, ვეღარც კი გაუძლოს.
გვესაუბრება ასოციაცია - „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე:
-ამ კუთხით ჩვენთან ყველაფერი არეული და დარეულია. სრული დომხალია. ყველა რეგულაცია გააუქმეს, რომელიც ადრე მოქმედებდა.

ახლა არსებობს მხოლოდ შენობის აშენების პროექტი. მაშინ როცა, პროექტი უნდა არსებობდეს როგორც მშენებლობის, ისე მისი კონსერვაციისაც, როდესაც მისი შეჩერებაა საჭირო. თუ დანგრევაა და შენობას ანგრევ, იმ დანგრევის პროექტიც კი უნდა გაკეთდეს.

ეს ყველაფერი არ არსებობს და სწორედ ამის ბრალია, რომ მშენებლობებს ამდენი ხალხი ეწირება.

მშენებლობის წლობით გაჩერება კი არა, თუ მზიდი კონსტრუქციები მიდის, განსაკუთრებით, თუ ის გაჭიმვადია და ღუნვაზე მუშაობს, მისი დაბეტონების ერთი დღით გაწყვეტაც კი არ შეიძლება. იმისთვის, რომ ბეტონის კონსტრუქციები ერთგვაროვანი იყოს და საპროექტო მაჩვენებელს შეესაბამებოდეს, მისი დაბეტონება უწყვეტად უნდა მოხდეს. იმას თუ შეწყვეტ ან ბეტონი გაგითავდა და მერე, მეორე დღეს მოხვალ და ჩასხმას გააგრძელებ, იქ უკვე, გადაბმის ნაკერი რჩება და ვინაიდან კონსტრუქცია ღუნვაზე და გაჭიმვაზე მუშაობს, შესაძლოა ზუსტად იმ ადგილას გაიხსნას.

-nsp.ge - რაც შეეხება კონსერვანციის სტანდარტებს?

-თუ დაკონსერვებული მშენებლობის განახლება ხდება, პირველ რიგში აუცილებლად, თითოეული სართული უნდა შემოწდეს - დაწყებული საძირკვლებიდან. უნდა ჩატარდეს მისი დეტალური გამოკვლევა. პირველ რიგში კი კონსტრუქციების გამოკვლევა.
უნდა შემოწმდეს რა მდგომარეობაშია, რა იყო პროექტით გათვალისწინებული და რა უნარიანობა დარჩა ნაგობებას, ვინაიდან წლების განმავლობაში იქ ატმოსფერული ნალექები ჩადიოდა, ბზარიც დარჩებოდა, ბზარში წყალიც გაიყინებოდა. წყალი ზამთარში ფართოვდება და ბზარიც გაიზრდებოდა.

გადაწყვეტილება კი სამუშაოების განახლების შესახებ, სწორედ ამ კომპლექსური გამოკვლევების შემდეგ უნდა მიიღონ, მაგრამ როგორც წესი, ეს არსად არ ხდება, რაც ძალიან საშიშია.

საშიშია, რომ ასეთ მიტოვებულ მშენებლობებზე მუშაობა, კონსერვაციის პროექტის გარეშე გრძელდება. მარტო პროექტი კი არ უნდა იყოს, კონსერვაციის სპეციალური სამუშაოებიც უნდა იყოს ობიექტებზე ჩატარებული. ისე შენობის მიტოვება არ შეიძლება. დაკონსერვებამდე შენობა, აუცილებელ კონსტრუქციულ მდგრადობამდე უნდა მივიდეს. ხოლო თუ კარკასულია, კარკასი უნდა შეიკრას და სართულს დამთავრებული სახე მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დაუმთავრებელი სართული მოსახსნელია.

-Nsp.ge – როგორც დავასკვენი, საფრთხე სართულების სიმრავლესთან ერთად მატულობს...

-თუ მაღალსართულიანია, შენობას კიდევ უფრო სკულპულოზური გამოკვლევა სჭირდება. სართულ - სართულ ყველაფრის შემოწმებაა აუცილებელი და ის სართულები, რომელიც დაზიანებულია, - უნდა მოინგრეს. შესაძლოა არმატურებზე კოროზიაც განვითარდეს.

ერთი დაკონსერვებული შენობა ვიცი, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო და მშენებლობა გააგრძელეს, არც დაზიანებული სართულები მოხსნეს ისე დაასრულეს ნაგებობა.

რომ მივედი და ვკითხე რას შვრებით-თქო, მითხრეს: ჩვენ დასკვნა გვაქვს, რომ ეს კონსტრუქცია დაშენებას გაუძლებსო.

მივლენ, ვიღაცას რაღაცას დააწერინებენ და აცხადებენ ექსპერტის დასკვნა გვაქვსო. ვინ არის ის ექსპერტი კაცმა არ იცის. სახლებში გახსნეს საექსპერტო კანტორები.

-Nsp.ge - რაც შეეხება ასეთი შენობების სეისმურ მდგრადობას? ანუ მიწისძვრის შემთხვევაში რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს ასეთი ნაგებობები?

-2010 წლის პირველი იანვრიდან თბილისში შემოსულია 8 ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი სამშენებლო სტანდარტი, რაც საკმარისი არ არის.

მთელი თურქეთი, რუსეთი და ჩვენს მეზობლად ყველა, 9 ბალიან სტანდარტზე გადავიდნენ.
თბილისში არსებული 8 ბალიანი სტანდარტი კი დიდი საშიშროებაა. სასწრაფოდ 9 ბალიანზე უნდა გადავიდეთ.

საერთოდ, კავკასია სეისმურად აქტიურ ზონაა, რასაც ემატება ის ფაქტორიც, რომ დაძრულია არაბეთის ფილაქანი, რაზეც ფაქტიურად მთელი წინა აზია დგას და ის ჩრდილოეთისკენ მოიწევს. წელიწადში 15 სანტიმეტრით გადაადგილდება, რაც მთელ რეგიონში სეისმურ საშიშროებას ზრდის.

ყველაზე დიდი გეოფიზიკოსი ვინც გვყავს საქართველოში თამაზ ჭელიძე, ის სწავლობს ამ საკითხს და სწორედ მან თქვა, რომ თურქეთში, თბილისის სპორტის სასახლის ოდენა მონიტორები დგას და უყურებენ ამ ფილების მოძრაობას და აკვირდებიან, რათა რისკები განსაზღვრონ. ჩვენ კიდევ არაფერს ვაკეთებთ.

ვითარება კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმე დაკონსერვებულ მშენებლობასთან გვაქვს.

დავუშვათ შენობა დაკონსერვებულია, როდესაც შეეხებიან მას და ის დამთავრდება, აუცილებლად 8 ბალზე უნდა იყოს ისიც გათვლილი და მიღება ჩაბარების აქტიც დაიწეროს.

დაკონსერვება კი მდგრადობის რისკს რა თქმა უნდა ზრდის. ყველაფერი, - მიშენება, მოშენება, დაშენება, რეკონსტრუქცია, გამაგრება, სეისმურ საშიშროებას ზრდის.

გამორიცხულია, რომ ეს დაკონსერვებული შენობები 8 ბალიან სტანდარტამდე მივიდეს.

ასეთი მდგომარეობა იმან გამოიწვია, რომ ვალები დაგროვდა. მშენებლები უბედურ დღეში არიან, შენობების დამთავრება უნდათ, მაგრამ ეს დამთავრება ხალხის უბედურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ასეთ შენობებში საცხოვრებლად როგორ უნდა შეხვიდე არ მესმის. შემმოწმებელიც აღარ დაგვრჩა. სეისმურობაზე კი, ძირითადად არც ამოწმებენ, ოფიციალურადაც კი.

-საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი nsp.ge, საქართველოს ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთ ცნობილ კომპანია - „აქსისს“ დაუკავშირდა და გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამ კომპანიის მიერ დაწყებული მშენებლობების გაგრძელება მიმდინარეობს ინტენსიურად, - არსებულ სტანდარტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა.
გთავაზობთ კითხვებს, რომელიც ამ კომპანიის წარმომადგენლებს გადავუგზავნეთ:

„ჩვენი სააგენტო მშენებლობის შესახებ საკითხებს საკმაოდ აქტიურად აშუქებს, ამჯერად კი ჩვენი ინტერესის სფერო, ე.წ. დაკონსერვებული მშენებლობები და შემდგომ სამშენებლო პროცესის განახლებაა.

ამ საკითხზე ჩვენი ჯგუფი ატარებს მოკვლევას, რომლის დროსაც სპეციალისტთა განცხადებებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ დაკონსერვებული მშენებლობის განახლება, სათანადო მკაცრი პირობების დაუცველობის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია;
გვსურს მოგმართოთ კითხვით, იქედან გამომდინარე, რომ თქვენმა კომპანიამ საკმაოდ ბევრი ე.წ. დაკონსერვებული მშენებლობა განაახლა:

1. სულ რამდენი ობიექტი იყო დაკონსერვებული და რამდენ მათგანზე განახლდა სამუშაოები (გთხოვთ მიუთითოთ მისამართებიც);

2. ჩაუტარდა თუ არა რაიმე სახის კვლევა ამ ობიექტებს და არსებობს თუ არა სათანადო დასკვნები; აგრეთვე, შეგიძლიათ თუ არა ამ დასკვნების ასლები გადმოგვცეთ (გთხოვთ მიუთითოთ რა სახის კვლევები ჩატარდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3.ჩატარდა თუ არა წინასწარი სტანდარტით გათვალისწინებული სამუშაოები აღნიშნულ ობიექტებზე მშენებლობის გაგრძელებამდე;

4.გაუწია თუ არა ამ პროცესს მონიტორინგი შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურმა და ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულად რომელმა?

5.კითხვების არსებობის შემთხვევაში, გამოხატავთ თუ არა მზაობას, რომ ობიექტზე შესამოწმებლად კერძო სპეციალისტი დაუშვათ?

გთხოვთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოგვაწოდოთ თქვენი თითოეული ე.წ. დაკონსერვებული ობიექტის შესახებ;

ასევე გთხოვთ, პასუხები იყოს კონკრეტული და არა ზოგადი ხასიათის“.

სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა, კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

გარდა „აქსისისა“, დღეს დედაქალაქში სხვა კომპანიების მიერ დაკონსერვებული ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებიც განახლდა, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, სტანდარტების დაცვა თითქმის არსად არ ხდება.

გვესაუბრება „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

-ჟანგიან არმატურაზე დაშენება დაუშვებელია. ჩვენ ერთ-ერთი ობიექტი გვქონდა ნუცუბიძეზე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა მომაწოდეს ინფორმაცია მის შესახებ, ავედით და ასეთი რაღაც დაგვხვდა: 13 სართულიან კორპუსში მოსახლეობა დიდი ხანია ცხოვრობს. კედელში არსებული არმატურა კი უკვე კოროზირებულია.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რამდენიმე წელიწადში ამ რკინას ჟანგი სულ შეჭამს და მხოლოდ ბეტონი დარჩება.

ეს რისი ბრალია იცით? ბეტონი რომელიც ჩაისხა, შესაბამისი შემადგენლობის არ იყო, რამაც ქიმიური რეაქცია გამოიწვია და შედეგად, ჟანგი კონსტრუქციაში არსებულ რკინებს ჭამს.

ის სახლი ახლა ინგრევა და დარჩება მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციის მასალა, რომელსაც რკინა აღარ შერჩება.

ის რკინა-ბეტონი კი, რითაც „აქსისი“ მშენებლობას აწარმოებს, მოთხოვნილ ნორმებს არ აკმაყოფილებს. (მშენებლობა დაკონსერვებულიც რომ არ იყოს მაინც).

ვინმემ სტანდარტები უნდა მოითხოვოს და მარტო მშენებლობაზე ნებართვის გაცემა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა აშენდეს.

ჩვენ ხარისხობრივი მაჩვენებლებით უნდა დავინტერესდეთ, რომლებიც იგნორირებულია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ნახავთ სტრუქტურას, რომელსაც ხარისხი აღელვებს. სხვა ქვეყანაში, სანამ ბეტონს ჩაასხამენ, მიდის სპეციალური ჯგუფი, საძირკველს შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა მასზე შენობის დაშენების უფლება. ჩვენთან კი ეს თვითნებურად ხდება.

პორტალი nsp.ge აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური მოკვლევის გაგრძელებას აპირებს და უკვე, შენობების რადიაციული უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ მასალას.

p.s. ნებისმიერ კომპანიას, ვინც ე.წ. დაკონსერვებული მშენებლობები განაახლა, შესაძლებლობა ექნება ჩვენს პორტალზე, სურვილის შემთხვევაში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

წყარო: nsp.ge




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა