logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სტოკჰოლმის საჯარო სკოლებში ქართველი მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები ტარდება
სტოკჰოლმის საჯარო სკოლებში ქართველი მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები ტარდება
11:13 23.06.2015
ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძესთან


-საქართველოსთვის არ არის უცხო შვედეთის მკაფიო მხარდაჭერა, განსაკუთრებით ყოფილი მთავრობის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ბევრი დაიწერა სააკაშვილის რეჟიმსა და შვედ მაღალჩინოსნებს შორის არსებული საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობაზე. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველოს მიმართ გამოხატული ეს მხარდაჭერა ამ ურთიერთობების შედეგია?


-არსებული გადასახედიდან ასე ცალსახად ამის თქმა რა თქმა უნდა არ იქნება სწორი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ შვედეთში საქართველოსადმი ფართო ინტერპარტიული მხარდაჭერის ბაზის შექმნა. დასაწყისში, შვედეთის, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნის იმიჯი, პირადად საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის და სამინისტროში მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგი იყო. ამგვარი მხარდაჭერა მისასალმებელი და მნიშვნელოვანი, თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით არამყარი იყო, რამეთუ ოთხი წლის წინ არა მხოლოდ შვედეთის ოპოზიციურ პარტიებში, არამედ რიგ სამთავრობო სტრუქტურებშიც კი, საქართველო არ აღიქმებოდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად. სწორედ ამიტომ, 2011 წლიდან საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა საქართველოს პოპულარიზაცია შვედეთში, ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, ოპოზიციურ პარტიებში, გავლენიან საზოგადო მოღვაწეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, დავიწყეთ შვედეთთან ურთიერთობების გრძელვადიანი საფუძვლის შექმნა, აქცენტით ბიზნეს-კავშირებზე, რეგიონალურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე, რისი მიზანიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის ბაზის შექმნა იყო.

ამ საქმიანობის შედეგად, დღეს შვედეთის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტია ჩართულია საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტებში, პარტიები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები, საზოგადოებრივი ჯგუფები იცნობენ საქართველოს პრობლემატიკას, ინტერესდებიან ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობით. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა შვედი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

ამ ძალისხმევის შედეგია ისიც, რომ გასულ წელს შვედეთში მთავრობის და საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილების და ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის პირობებშიც კი, ჩვენ შევინარჩუნეთ შვედეთის პოლიტიკური მხარდაჭერა და თანადგომა.


-თქვენ აღნიშნეთ რომ აქცენტი გაკეთდა არა მარტო პოლიტიკურ ურთიერთობაზე, არამედ ბიზენს-კავშირებზე, როგორ შეაფასებდით ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას?

ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ შედეგად შეიძლება სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის დაფუძნება ჩაითვალოს. ამას საელჩოს თითქმის ორწლიანი ძალისხმევა დასჭირდა. პალატის პრეზიდენტია შვედი ბიზნესმენი ბენგტ კარლსტრომი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ მისი ბაბუა - გრიგორი გაჩეჩილაძე 1918 წელს საქართველოს რესბუბლიკის მთავრობის მიერ სკანდინავიაში მივლინებული ეკონომიკური მისიის წევრი იყო. სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში არიან ჩართულები. მიზანი საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ნელ-ნელა შევცვალეთ შვედეთის მიდგომა, რომლის თანახმად, შვედეთი დონორი, ხოლო საქართველო დახმარების მიმღები ქვეყანა იყო. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. შვედეთში საქართველო უკვე აღიქმება როგორც საინტერესო ბიზნეს პარტნიორი. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ბაზარზე შესული შვედური კომპანიების რიცხვი, ბოლო მონაცემებით, თავისი წარმომადგენლობა საქართველოში 14-მა შვედურმა კომპანიამ გახსნა, მათ შორის, ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა: ABB, Swedbank, Volvo, Skania, Ericsson, Telia-Sonera, Oriflame.
ოთხი წლის განმავლობაში ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციების თემასთან დაკავშირებული 80 პრეზენტაცია გავმართეთ.
შედეგად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ შვედეთის ალკოჰოლური ბაზრის მონოპოლისტის „სისტემბოლაგეტ“ მაღაზიების დახლებზე კვლავ გამოჩნდა ქართული ღვინო (ამჟამად, შვედეთში 16 სახეობის ღვინის შეძენაა შესაძლებელი), ხოლო, სტოკჰოლმის ერთ-ერთმა რესტორანმა მენიუში ქართული კერძები შეიტანა. შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენები არ იყოს, მაგრამ შვედეთში ამის მიღწევა დიდ დროსა და ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.

-რამდენად დიდია შვედი საზოგადოების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ან რა პოტენციალი არსებობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის?

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შვედეთში საქართველოს პოპულარიზაცია, მისი იმიჯის განმტკიცება იყო. განხორციელებული პროექტებიდან მხოლოდ რამდენიმეს შევეხები: ოთხი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა ერთ-ერთ დიდ პროექტზე „ვიკინგები და საქართველო“, რომლის მიზანი ვიკინგური ხანის ქართულ-სკანდინავიური კავშირების კვლევა და პოპულარიზაციაა. 2011 წელს სტოკჰოლმში გავმართეთ საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული კონტაქტები სკანდინავიასა და საქართველოს შორის, ინგვარ ვიტფარნეს მოგზაურობები ვიკინგურ ხანაში“. კონფერენციის მასალებს თავი მოვუყარეთ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც უპსალას უნივერსიტეტის სტამბაში 2013 წლის ოქტომბერში გამოვეცით. ეს შვედეთში გამოსული პირველი პუბლიკაციაა, რომელიც შუა საუკუნეების ქართულ-შვედურ კავშირებსა და საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ეხება.

2014 წელს გადავწყვიტეთ ამ პროექტის ფარგლებში გაგვეხსენებინა სამეცნიერო ექსპედიცია „ვიტფარნე“, რომელიც შვედმა მეცნიერებმა 2004 წელს მოაწყვეს იმის დასამტკიცებლად, რომ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ვიკინგები კასპიის ზღვამდე ჩასასვლელად საქართველოს მარშრუტს იყენებდნენ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან ერთად გადავწყვიტეთ ვიკინგური ხანის ქართულ-სკანდინავიური კონტაქტების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება. ფილმის გადაღება შვედეთში 2014 წელს დავიწყეთ. ეს პროექტი გრძელდება - ჩემი სურვილია შვედ მეგობრებთან ერთად საქართველოში წინასწარი, მცირე მასშტაბის არქეოლოგიური გათხრების დაწყება ვიკინგების კვალის მოსაძიებლად.
ასევე პოპულარიზაციას ვუწევდით ცნობილი შვედი მეწარმეებისა და ფილანტროპების, ძმები ნობელების საქართველოში მოღვაწეობას. ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ ნობელებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც დაესწრნენ ძმები ნობელების შთამომავლები.
შვედები, რომლებიც უფრო მეტს იგებენ საქართველოს მდიდარი კულტურის, უძველესი ისტორიისა და მისი თანამედროვეობის შესახებ, უფრო მეტ პატივს სცემენ და აფასებენ იმ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამოვიდნენ შვედეთში.

ქართული საკვირაო სკოლის გახსნა შვედეთში ჩასვლის შემდეგ ელჩის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო. დღეს სკოლაში 6-9 წლის ასაკის 10 ბავშვი სწავლობს, რაც საელჩოს განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ასევე ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართული ენის სწავლებას სტოკჰოლმის საჯარო სკოლებშიც. სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტმა შეარჩია რამდენიმე სკოლა, რომელშიც შვედეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები სწავლობენ. ქართველი პედაგოგი კვირაში ერთხელ მიდის ამ სკოლებში და 2-3 ბავშვს ქართული ენის გაკვეთილს უტარებს.

ესაუბრა მარიამ ჩუბინიძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა