logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
იენის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრის დახურვა შეჩერებულია; ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ელჩთან
იენის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრის დახურვა შეჩერებულია; ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ელჩთან
11:19 12.05.2015
გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში, კავკასიოლოგიის კათედრის დახურვის საკითხის განხილვა, საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად შეჩერდა.
ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობას ეხება, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გერმანიაში ჩვენი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ლადო ჭანტურიას ესაუბრა:
გერმანია-საქართველოს ურთიერთობამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიური დინამიკა შეიძინა. ეს გამოიხატა, თუნდაც მაღალი დონის ვიზიტებში, ცნობილია, რომ იგეგმება გერმანიის კანცლერის ვიზიტიც საქართველოში. გერმანიის მიმართ არსებობს ერთგვარი სკეპტიციზმი ქართულ საზოგადოებაში, რომ თითქოს ეს ქვეყანა არც ისე გულმხურვალე მხარდამჭერია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დღეს რა სურათია ამ მიმართულებით, შეიცვალა თუ არა მიდგომები?
-როგორც საქართველოს ელჩს გერმანიაში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ბოლო პერიოდში იმედის მომცემი დინამიკით გამოირჩევა. გერმანია არის ევროპის კავშირში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ევროპული მომავალი ძნელად წარმომიდგენია. თუ ჩვენ რაციონალურად და მომავალზე ორიენტირებულად შევძლებთ გერმანიასთან თანამშრომლობის აგებას, ამას მალე სასიკეთოდ იგრძნობს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდებოდა და მთელი აქცენტი მხოლოდ რამდენიმე საკითხზე იყო გადატანილი. არადა გერმანიიდან საქართველოს გაცილებით უფრო მეტი სიკეთის მიღება შეუძლია. ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს - განათლებიდან დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც ნატოს ბოლო სამიტზე უელსში კიდევ ერთხელ დადასტურდა. თუმცა საყურადღებოა გერმანული მხარის არგუმენტები და რჩევები ამ პროცესთან დაკავშირებით. გერმანია საქართველოს მეგობარი და კეთილისმსურველი ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი წინადადებების გათვალისწინება ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს.
ასევე, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქტიურად იბრძვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის გატარებისათვის მთელს მსოფლიოში. გერმანიის კანცლერმა საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დადებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებები და ა.შ. აქ ყველა საკითხის ჩამოთვლა შეუძლებელია.
პოლიტიკური მხარდაჭერა გარეგნულად იმ მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განხორციელდა, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იყო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი შტაინმაიერი, წელს ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბატონი ნორბერტ ლამერტი.
განსაკუთრებული ყურადღებითა და მასპინძლობით გამოირჩევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტები ბერლინში. მაგალითად, გერმანიის კანცლერის მიწვევით უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი ბერლინში. პრემიერს შეხვედრები ჰქონდა არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, არამედ გერმანიის წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სატელეფონო საუბრები გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრემიერს შორის უკვე ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.
გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ბერლინში ვიზიტისა კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. გერმანული მედია დიდი დაინტერესებით გამოეხმაურა ამ ვიზიტებს.
ასე, რომ თამამად შეგვიძლიოა დავასკვნათ - გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში დღეს გაცილებით უფრო მეტია პოზიტივი და კონსტრუქციულობა, ვიდრე ადრე.
ბოლო ვიზიტისას მოვისმინეთ შტაინმაიერის საკმაოდ ხმამაღალი განცხადება, რომლითაც მან უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გაწეული სამუშაოები და აღნიშნა, რომ სკეპტიციზმი ამ მიმართულებით ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მაინც სათუოა მივიღებთ თუ არა უვიზო მიმოსვლის განაცხადს რიგის სამიტზე და როგორია უშუალოდ გერმანიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
-ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში საქართველომ არა მხოლოდ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, არამედ თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწია. პარტნიორებს. ბატონ შტაინმაიერის შეფასება ამ ფაქტს ასახავდა. საქართველო მიიღებს შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. ევროპის კომისიის დასკვნამ, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ძალიან ახლოს დგას ამ ისტორიულ მოვლენასთან.
იმედია, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს ევროპასთან საქმიან ურთიერთობას.
გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა გააჟღერეს ერთგვარი ინიციატივა, გერმანიამ დახმარება გაუწიოს საქართველოს, მისი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენაში, რა იგულისხმება ამაში?
-საქართველოში თავისი ბოლო ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში გერმანული ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე. ამისთვის შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელიც მიზნად, საქართველოთი გერმანელი მეწარმეების დაინტერესებას ისახავს. იმედი მაქვს, რომ ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ კერძო ინვესტიციების მოზიდვა სახელმწიფოს დეკრეტებით არ ხდება. მეწარმემ უნდა იგრძნოს, რომ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში აპირებს დაბანდებას, სადაც მას საიმედო და სერიოზული პარტნიორები ეყოლება. თუ ქვეყანა თავს წარმოაჩენს არასტაბილურ ქვეყნად, იქ ინვესტიციებს არათუ უცხოელი, არამედ ქართველი მეწარმეებიც არ განახორციელებენ.
-უკვე ჩატარებული და მომავალში დაგეგმილი გერმანულ-ქართული ბიზნეს-ფორუმები ალბათ გახდება იმის წინაპირობა, რომ გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოთი.
როდის ველოდებით კანცლერის ვიზიტს საქართველოში?
-გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში დაგეგმვის პროცესშია (თარიღის თქმის უფლება ჯერ არ მაქვს).
2017 წელი გერმანიაა-საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა, როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა ფორმით აღინიშნება და რა ღონისძიებები იგეგმება?
-საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, 2017 წელი გამოცხადდა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად. ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა აქვს - 2017 წელს სრულდება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი. ამასთან ერთად, აღვნიშნავთ საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს.
ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის პარალელურად, შედგა 2017 წლის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეკრება, რომელზეც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და წარმოადგინეს საინტერესო პროექტები განათლების, ლიტერატურის, მუსიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამუზეუმო და სამეცნიერო სფეროებში. ჯგუფი ბერლინში მოღვაწე ექსპერტებისა და ორივე სამინისტროს წარმომადგენლებისგან შედგება. მასში შედიან გერმანიაში მოღვაწე ისეთი ცნობილი ქართველები, როგორიცაა მწერალი ნინო ხარატიშვილი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
იგეგმება ლიტერატურული ფესტივალები, კონფერენციები და სიმპოზიუმები ქართული და გერმანული ენების პოპულარიზაციისათვის, გერმანული დასახლებების ამსახველი ფოტო-გამოფენა ბერლინში, თეატრალური თანამშრომლობა, ქართული კინო-კვირეული ბერლინში, მნიშვნელოვანი გერმანული ორკესტრის გასტროლები საქართველოში. ვგეგმავთ არა მხოლოდ დედაქალაქების, არამედ რეგიონების აქტიურ მონაწილეობას, ქალაქების დამეგობრების ახალ პროგრამას, გერმანულ სასწავლებლებში ქართული ენის კურსებს, ქართველოლოგიური კათედრის დაფუძნებას, გერმანელი მასწავლებლების საქართველოში ჩაყვანას, ქართულ-გერმანული კულტურული პრემიის დაწესებას, დოკუმენტური ფილმების სერიას, სტიპენდიების გაზრდას.
კონკრეტულ პროექტებზე ვრცლად საუბარი მუშაობის პროცესში არ მინდა, მაგრამ გპირდებით, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენი ერების მეგობრობის აღსანიშნავ დაუვიწყარ 2017 წელს!
საელჩოს სოციალური ქსელით თქვენ მიმართეთ გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ იხურება იენის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრა, მიმართვიდან ჩანს, რომ თქვენ საელჩო გეგმავს კონკერტული ნაბიჯები გადადგას, რათა წინ აღუდგეს კათედრის დახურვას.
-იენის უნივერსიტეტს კავკასიოლოგიის, განსაკუთრებით ქართველოლოგიის მდიდარი ტრადიციები აქვს. მრავალ ჩვენს თანამემამულეს ჰქონდა ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობის შესაძლებლობა, ასევე მრავალ გერმანელ მეცნიერს მიუძღვნია სამეცნიერო ცხოვრება ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სფეროებში კვლევებისათვის. რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტი აპირებს კავკასიოლოგიის კათედრის დახურვას. დაუყოვნებლივ მოვამზადე წერილი უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის სახელზე და შევეცადე ამეხსნა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და რა ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამას ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობისათვის. როგორც გავიგე, ჩემი მიმართვის საფუძველზე შეჩერდა ამ საკითხის განხილვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ გადავწყვიტე იმავე თხოვნით დამატებით მიმემართა ტიურინგიის ფედერალური მიწის მთავრობის თამჯდომარისათვის.
ალბათ კარგი იქნება იენის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ქართველ მეცნიერთა მიმართვის მომზადება იმის აღნიშვნით, რომ ამით შეიძლება შეწყდეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მდიდარი ტრადიცია.

თამარ ნოზაძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა