logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„ნაციონალების“ აქციის დადებითი შედეგები
„ნაციონალების“ აქციის დადებითი შედეგები
12:16 23.03.2015
მართალია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებული აქცია იმაზე მცირერიცხოვანი გამოვიდა, ვიდრე ამას ყველაზე პესიმისტი „ნაციონალი“ წარმოიდგენდა, მაგრამ მან თავისი დადებით შედეგები მაინც მოიტანა.
ზოგადად, ქართველები რადიკალიზმის მოყვარული ხალხი ვართ და გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას „ნაციონალების“ არათუ დანახვა, არამედ გაგონებაც აღარ უნდა, მეორე უკიდურესობაში ვვარდებით და ვერ ვხედავთ იმ პოზიტიურს, რაც ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა აქციამ მოუტანა.
ჩვენ შევეცდებით გადმოგცეთ არასრული ჩამონათვალი იმ დადებითი მომენტებისა, რაც 21 მაისის აქციას მოყვა:
• პირველი და ყველაზე პოზიტიური შედეგი არის ის, რომ მთავრობამაც, ერმაც და თავად „ნაციონალებმაც“ დაინახეს, რომ მათი დრო წასულია და არასდროს დაბრუნდება, ვინაიდან, ნებისმიერი პატივსაცემი პირის პანაშვიდზე უფრო მეტი ხალხი დადის საქართველოში, ვიდრე „ნაციონალების“ აქციაზე მივიდა;
• მეორე პოზიტიური შედეგია ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრების სამეგრელოში მცხოვრებმა „მარშუტკების“ მძღოლებმა, მართალია ერთდღიანი, მაგრამ, სავარაუდოდ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო მიიღეს;
• მესამე პოზიტიური შედეგია ის, რომ საქართველოს სოფლებში მობირჟავე, სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არცთუ დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდებმა დედაქალაქი ნახეს და თავიანთი ერთფეროვანი ცხოვრება ამით ცოტა ხნით მაინც გაიხალისეს;
• აუცილებლად პოზიტიურ მომენტად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ რიკოთის უღელტეხილზე განლაგებულმა მენაზუქეებმა და მეხაჭაპურეებმა საკმაოდ კარგი შემოსავალი ნახეს, რადგან „ნაციონალების“ ფულის დიდი ნაწილი, სწორედ კვებაზე დახარჯეს აქციის მონაწილეებმა. ხაჭაპურს მოგეხსენებათ ყველი სჭირდება და შესაბამისად, ამ აქციის გამო, არა მხოლოდ წვრილმა მეწარმეებმა (მეხაჭაპურეებმა) მიიღეს შემოსავალი, არამედ გაიზარდა მოთხოვნა ყველზე, რაც ადგილობრივ მეძროხეობას აუცილებლად წაახალისებს;
• ასევე, გაიზარდა რიკოთზე გაურკვეველი წარმოშობა-წარმოების არყის რეალიზაციაც, რაც დამეთანხმებით, უდავოდ პოზიტიურ ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული;
• პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ ახალგაზრდებმა, გარდა დედაქალაქის ნახვისა, თვალს წყალი დაალევინეს მაშინ, როდესაც ისინი მიტინგზე ხარბად ჭამდნენ თვალებით ვიწრო შარვლებში გამოკვართული გოგონების უკანალებს. ამ მხრივ, თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, განსაკუთრებით გამოყოფდა ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელებს, რომლებიც, საკმაოდ ბლომად იყვნენ წარმოდგენილი 21 მარტის აქციაზე და არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ 50-ს გადაშორებუულებიც, ულვაშებში ჩაღიმებით გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს მორიგი ლამაზმანის გავლა-გამოვლისას, რა თქმა უნდა, მისთვის თვალმოუშორებლად. მართალია ჩვენს აზერბაიჯანელ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას საერთოდ არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ ტრიბუნაზე გამომსვლელები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის თვალი გაეხარებინათ. ასე რომ სავარაუდოდ, ისინიც და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი მამაკაცებიც, მშობლიურ სოფლებს საკმაოდ მდიდარი შთაბეჭდილებებით და არა მხოლოდ შთაბეჭდილებით დაუბრუნდნენ;
• პოზიტიურ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია ადგილობრივი მცირე ვაჭრობის განვითარება, რაც ფილტრიანი სიგარეტის რეალიზიის ზრდით გამოიხატება. მოგეხსენებათ, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალები“ აქციაზე წამომსვლელებს 50 ლარამდე ფულს აძლევდნენ, ხოდა არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მინიმუმ 2 კვირა, სოფლებში ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია მკვეთრად მოიმატებს, რაც არა მხოლოდ სოფლის მცირე „ბუტკებს“ წაახალისებს, ასევე დადებითად აისახება სიგარეტის იმპორტზეც, ეს კი მოგეხსენებათ, ლარის კრიზისის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია;
• და ბოლოს, პოზიტიური ფაქტორია ის, რომ აქციის მონაწილეებმა, მას შემდეგ რაც დაიშალნენ, თავისუფლების მოედანი დანაგვიანებული დატოვეს და იმდენად დანაგვიანებული, რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, ნარმანიას კანტორის ხალხმა მისი დასუფთავება გადაწყვიტა. ეს, კი, მოგეხსენებათ, ბოლო 10-ოდე თვის განმავლობაში, საკმაოდ დიდ ფუფუნებად იქცა და იქნებ 21 მარტი გახდეს ბიძგი და სტიმული იმისთვის, რომ ქალაქს სისუფთავის მხრივ მაინც ეშველოს რაიმე.

ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დადებითი ფაქტორებისა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციამ ქვეყანას მოუტანა და ამ ხელისუფლების ადგილზე, მათ საშუალებას მივცემდი თვეში რამდენჯერმე ჩაატარონ აქციები.
ხელისუფლებას „ნაციონალების“ აქციის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ის ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიურ როლს თამაშობს და „ნაცებმაც“ ბოლოს და ბოლოს, ხალხისთვის ასფალტის ჭმევის ნაცვლად, რიკოთის ხაჭაპურების ჭმევა დაიწყეს, ხელისუფლებას უფრო იმ ხალხის უნდა ეშინოდეს, ვინც ქუჩაში შეიძლება ყოველგვარი „მარშუტკებისა“ და ფულის გარეშე გამოვიდეს.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა