logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რა მოხდა შაბათ საღამოს „ნაციონალების“ ოფისში და რატომ აგინა ბოკერიამ სააკაშვილს
რა მოხდა შაბათ საღამოს „ნაციონალების“ ოფისში და რატომ აგინა ბოკერიამ სააკაშვილს
10:28 17.03.2015
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე გიგა ბოკერია შესაძლოა პარტიიდან წავიდეს და თავისი გუნდიც გაიყოლოს.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბარში პარტიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, პარტიიდან წასვლაზე ბოკერიას ადრეც რამდენჯერმე უთქვამს, თუმცა შაბათ საღამოს „ნაციონალების“ ოფისში მომხდარი ამბების შემდეგ, მას ამის შესახებ პრაქტიკულად ყველასთვის განუცხადებია.
ყველაფერი კი ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი კამათით დაწყებულა.
მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტს დიდი საპტროტესტო აქცია დააანონსა, თუმცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს პირად საუბრებში უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ აქციის დაანონსება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, რადგან, არსებული მონაცემებით, ისინი რუსთაველის გამზირზე მაქსიმუმ 8-10 ათასი ადამიანის გამოყვანას თუ შეძლებენ და ამ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, უმრავლესობა ორიოდე საათში დაიშლება, საჭიროების შემთხვევაში კი, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა რუსთაველის გამზირზე ხანგრძლივად დამაგრებასაც „ნაცმოძრაობა“ შეძლებს, - ძალიან ცოტა ყოფილა.
წყაროს ცნობით, სწორედ ამ საპროგნოზო მონაცემებით ყოფილა მიხეილ სააკაშვილი გამწარებული და თბილისში განხორციელებული ნებისმიერი მისი ზარი, ისტერიკის ელემენტებითაც მნიშვნელოვნადაა გაჯერებული.
პირველ რიგში სააკაშვილი მის თანამოაზრეებს იმის გამო საყვედურობს, რომ ქვეყანაში საპროტერსტო მუხტი ვერ აწიეს. სააკაშვილი არც „რუსთავი 2“-ის მუშაობით არის თურმე კმაყოფილი.
თუ ასე გააგრძელეთ, არანაირი მომავალი „რუსთავი 2“-ს აღარ იქნება და ერთ წელიწადში დახურვაზე მიგიდგებათ საქმე, ხომ არ გგონიათ კეზერაშვილის ქეშს კიდევ დიდხანს ჩაგაყრითო, განუცხადებია სააკაშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცნობითვე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულწილად დაწყნარებული ყოფილა და მოვლენებსაც მეტნაკლებად ოპტიმისტურად უყურებდა, ბოლო პერიოდში კი, ის ზუსტად ისეთი მიხეილ სააკაშვილი გამხდარა, როგორიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, მაშინ როცა მოახლოებულ მარცხს ის თვალდათვალ ხედავდა.
სააკაშვილის მიერ თბილისში განხორციელებული ნებისმიერი ზარი, რაც არ უნდა მშვიდ და კონსტრუქციულ ფორმატში დაიწყოს, საბოლოოდ მაინც ისტერიული კივილით მთავრდება თურმე და ამის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ტელეფონზე პასუხის დროს, მიშას ხმის გაგონებაზე სახე მკვახე ტყემალნაჭამივით ეჭყანებათო.
თავის მხრივ კი, მიხეილ სააკაშვილის საყვედურის ძირითადი არგუმენტი ის ყოფილა, რომ ქვეყანაში ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი საპროტესტო მუხტის ასაწევად და თქვენ ამის გამოყენების თავი არ გაქვთო.
„თბილისს დედა აღარ ყავს, ლარი ტრ..შია, ხალხს შიმშილით სული ძვრება და თქვენ რა ჩემ ფეხებს მიკეთებთ მანდ, რომ საპროტესტო აქციაზე 50 ათასი კაციც ვერ გამოგყავთო“, - განუცხადებია სააკაშვილს შაბათ საღამოს აეროპორტის ტრასაზე მდებარე ოფისში შეკრებილი „ნაციონალების“ ლიდერებისთვის.
თან, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სააკაშვილს თბილისში მყოფი ზოგიერთი თანამოაზრისთვის, მამაკაცის გენიტალიის პოპულარული დასახელება უწოდებია და უთქვამს მართლა ეგ ხართო.
სწორედ ასეთ განცხადებებს გამოუყვანია გიგა ბოკერია წყობილებიდან, რასაც სააკაშვილ-ბოკერიას დაახლოებით 5-წუთიანი სიტყვიერი ჩხუბი მოჰყოლია, სადაც ისინი ერთმანეთის ახლობლებს ხშირად იხსენიებდნენ. განსაკუთრებით კი, ამ კუთხით, თურმე გიგა ბოკერიას აქტიურობა გამოირჩეოდა, რომელიც თითმის ყველა წინადადების შემდეგ მიშას აგინებდა.
კონკრეტულად კი, ბოკერიას სააკაშვილისთვის ის რისკები შეუხსენებია, რომლის ქვეშაც, მისი თქმით, თბილისში მყოფი „ნაციონალები“ არიან და უთქვამს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ნებისმიერ დროს ხალხისგან თავდასხმას ელოდება, შენ კი ამ დროს ამერიკასა და უკრაინაში „დახეტიალობ“ და ან ყ....ობებს ლაპარაკობ ან კოკაინით თვალები გაქ დაბრეცილიო.
საპასუხოდ სააკაშვილს დაბრეცილ თვალებზე უხუმრია, რაც მის მიმართ ახალი გინების საბაბი გამხდარა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, ბოლო პერიოდში გიგა ბოკერია განსაკუთრებით ყოფილა გაღიზიანებული, ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, უცნობია. „სავარაუდოდ, ბოკერია მხოლოდ იმის გამო არ გამოვიდოდა წყობილებიდან ასე, რომ 21 მარტისთვის ხალხი არ გროვდება, ეტყობა სხვა საფრთხეს ხედავს და ადექვატურობის ჩარჩოებიდანაც ასე ხშირად ამიტომ გამოდისო“, - აცხადებს წყარო.
გიგა ბოკერიას ფსიქოლოგიურ განწყობაზე, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი აღმოჩენილა ჯერ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი, ხოლო მოგვიანებით, მის საცხოვრებელ სახლთან გამართული აქცია.
როგორც ცნობილია, პარლამენტის კომიტეტებში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მისვლას, ყოფილი მთავრობის მხარდამჭერი ორგანიზაციები აპროტესტებდნენ, სადაც, მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც გიგა ბოკერიას არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვებით მიმართა.
საბოლოოდ ეს ინციდენტი სადღობელაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებითა და აქციის რამდენიმე მონაწილის, მათ შორის თავად სადღობელაშვილის დაკავებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს გიგა ბოკერიაზე მაინც ძლიერად უმოქმედია, ვინაიდან, წყაროს ცნობით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და მითუმეტეს ასეთი კონტექსტით, ამ ეტაპზე ბოკერიას ინტერესში არანაირად არ შედისო.
მოგვიანებით კი, ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია უშუალოდ გიგა ბოკერიას საცხოვრებელ სახლთან გამართეს, მისი სახლის სადარბაზო სხვადასხვა წარწერებით ააჭრელეს და კარებში სამახსოვროდ, სისხლიანი ცოცხიც გაურჭეს.
ბოკერიას სახლთან აქცია სწორედ შაბათ დღეს გაიმართა და სავარაუდოდ ეს ყოფილა იმ განწყობის მიზეზი, რის გამოც ბოკერიას სააკაშვილის ნოტაციებისთვის დიდხანს ვერ გაუძლია.
ზოგადად, წყაროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბოკერიამ სააკაშვილს აგინა და მსგავს ფაქტებს, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რასაც ექსპრეზიდენტი რაღაც მანქანებით, მოთმინებით იტანდაო.
სხვათა შორის, გიგა ბოკერიას ისიც უთქვამს, პრეზიდენტობისას ხომ ამბობდი ნორმალური ოპოზიცია არ მყავს, თორემ, მე რო ვიყო ოპოზიციაში, ჩემივე ხელისუფლებას სამ თვეში დავანგერვდიო, ხოდა თუ ამის ტ...კი გაქ, ჩამოეთრიე და რამე გააკეთე, მანდედან რომ „გვედერსკებიო“.
სიტყვიერი კამათის შემდეგ გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაუტოვებია.
ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს, ის უფრო მალე თავად „ნაციონალების“ შიგნით მიუახლოვდება პიკს, ხოლო როგორ აისახება ეს ყველაფერი ქვეყნის შიდა ცხოვრებაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.
სხვათა შორის, ერთი ნიუანსიც: წყაროს ცნობითვე, სიტყვიერი კონფლიქტის დაწყებამდე სააკაშვილს უკითხავს ანჯელინა ჯოლი (თურმე ასე მოიხსენიებს ირაკლი ალასანიას) რა პოზიციაზეა და მაგის იმედი თუ შეიძლება რამეში გვქონდესო, თუმცა ეს თემა შაბათ საღამოს გამართული საუბრისას აღარ გავრცობილა.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა