logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ინტერვიუ, სადაც ნემცოვი სააკაშვილს პუტინს ადარებს
ინტერვიუ, სადაც ნემცოვი სააკაშვილს პუტინს ადარებს
16:40 01.03.2015
2008 წლის 1 ნოემბერს, რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, აწ გარდაცვლილმა ბორის ნემცოვმა, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძესთან ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს შეადარა და აღნიშნა, რომ ისინი შეიძლება ტყუპები არ იყვნენ, თუმცა ერთმაენთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც 2008 წელს ჩაიწერა.

ბორის ნემცოვი: - იცით, მე მაქვს პოზიცია, რომელიც, ალბათ გაგიკვირდებათ, არც დასავლეთშია პოპულარული და არც მოსკოვში. მე ვფიქრობ, რომ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ჰგვანან. ცხადია, ამერიკას, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა დააკვირდეს, როგორც ერთადერთი ზესახელწმიფო, ოკეანის გაღმიდან უჭირს ამ ნიუანსებში გარკვევა.
აი, ნახეთ, ცხინვალის წინააღმდეგ ქართველებმა გამოიყენეს მძიმე იარაღი. მანამდე კი ვლადიმირ პუტინმა მშვიდობიანი გროზნოს წინააღმდეგ გამოიყენა "გრადები". განსხვავებას ხედავთ? მე, მაგალითად, ვერ ვხედავ. ანდა ტელევიზიები ავიღოთ. პუტინმა ხელთ იგდო "ენ-ტე-ვე" და "ტვ -6". სააკაშვილმა კი კონტროლი დაამყარა "რუსთავსა" და "იმედზე". ან პარლამენტებს დავაკვირდეთ. პუტინი აკონტროლებს პარლამენტს. იქ ორი მესამედი "ედინაია როსიას" აქვს. იგივე ხდება საქართველოს პარლამენტში. ან ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება: პუტინი ძალის გამოყენებით შლის "დაუმორჩილებელთა მარშს", სააკაშვილი ამასვე სჩადის ოპოზიციის მიტინგების მიმართ. თუმცა, პუტინამდე მას კიდევ ბევრი უკლია.
მოკლედ, ისინი, შეიძლება ტყუპები არ იყვნენ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ, მე არ მაქვს დამოკიდებულება, რომ აი, ეს ბიჭი კარგია, ის კი - ცუდი. შესაძლოა, მათ ვაშინგტონიდან ასე ეჩვენებათ, მე კი მოსკოვიდან სხვაგვარად ვხედავ.

რადიო "თავისუფლება": პოტენციურ პარტნიორად თუ განიხილავთ ვინმეს ქართულ ოპოზიციაში?

ბორის ნემცოვი: მქონდა კონტაქტები "ახალ მემარჯვენეებთან", მაგრამ ახლა თქვენ პრობლემები თავზე საყრელად გაქვთ.
ჩემი აზრით, დიალოგი ოფიციალურ კრემლსა და ოფიციალურ თბილისს შორის არ იყო და სავარაუდოდ, არც იქნება, ვიდრე პუტინი და სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნებიან. მაგრამ დიალოგი ოპოზიციის დონეზე, ვფიქრობ, სასარგებლო საქმეა. და თუ ასეთ დიალოგს ავაწყობთ, ეს ძალიან კარგი იქნება.
ჯერჯერობით კი დიდ როლს, მე ვიტყოდი, ძალიან დადებით როლს ქართული ეკლესია ასრულებს. დიდი მადლია, რომ ილია მეორე თქვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ადამიანია. და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ჩაიდინა სისულელე და კანონიკურ ტერიტორიებად არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რადიო "თავისუფლება": ანუ თქვენ თვლით, რომ პოლიტიკურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება სულელური ნაბიჯი იყო?

ბორის ნემცოვი: პირველ ყოვლისა, მე ვთვლი, რომ პოლიტიკური აღიარება გიგანტური შეცდომა და სისულელეა. ამასთან, ეს არის შეცდომა რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებითაც. რუსეთი დაშლის საფრთხის წინაშე თავად დგას. ამჟამად, დაშლა არ ხდება, რადგან საქმე გარიგებასთან გვაქვს. პუტინი ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ფულს აძლევს, ხოლო კადიროვი სანაცვლოდ - ლოიალობას უბრუნებს. ერთი სიტყვით, აშკარაა ლოიალობა ფულის წილ. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ფული ილევა და გარიგება, შესაძლოა დაირღვეს. ამის შემდეგ კი ჩეჩნები იტყვიან: რით ვართ აფხაზებსა და ოსებზე ნაკლები? თუ მათ მიეცით დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენც მოგვეცით. გესმით, ეს არის რუსეთის ერთიანობის ქვეშ ჩადებული ნაღმი.

რადიო "თავისუფლება": თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის აღიარება ააფეთქებს ჩრდილო კავკასიას?

ბორის ნემცოვი: ეს ნაღმი ძალიან სერიოზულია და იგი შესაძლოა აფეთქდეს. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ რომ აფეთქდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

რადიო "თავისუფლება": როგორ უყურებთ საქართველოს სურვილს ნატოში გაწევრიანდეს? სახიფათოა ეს რუსეთისათვის?

ბორის ნემცოვი: ჩემი აზრით, არა! იცით, მე ველაპარაკე თქვენს პრეზიდენტს უკრაინაში. ეს იყო ომამდე, ივლისში. ყირიმში ერთმანეთს შევხვდით. სააკაშვილს ვკითხე: რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ნატოში გაწვერიანება, თუ საქართველოს გამთლიანება-მეთქი. მან მიპასუხა: რა თქმა უნდა, საქართველოს გაერთიანებაო. მაშინ, იქნებ ეს იყოს თქვენი პოზიცია პუტინთან მოლაპარაკებაზე-მეთქი, ვუთხარი. მაგალითად, ჩვენ, საქართველოს, შეგვაქვს ცვლილება კონსტიტუციაში, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა. თქვენ კი, რუსეთი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი ქვეყანა იყოს. თქვენ ხომ შეგიძლიათ ამის გაკეთება-მეთქი?

რადიო "თავისუფლება": და რა გიპასუხათ სააკაშვილმა?

ბორის ნემცოვი: საინტერესო იდეააო, მიპასუხა (იცინის). არა, მართლა კარგი იდეაა. მაგრამ ახლა, უნდობლობის, ზიზღისა თუ გაღიზიანების დონე - როგორც გინდათ, ისე დაარქვით- იმდენად მაღალია, რომ ასეთი საუბარი, რაც ომამდე შეიძლებოდა, ამჟამად უკვე პრაქტიკულად უაზრობაა“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა