logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ „ბი-ბი-სი“-სთან
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ „ბი-ბი-სი“-სთან
14:55 20.02.2015
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის პრეზიდენტის ამჟამინდელ მრჩეველს, რეფორმების საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს უკრაინულ სამსახურის კორესპონდენტი ვიაჩესლავ შრამოვიჩი ესაუბრა.
ინტერვიუს თარგმანს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„ბი-ბი-სი“: რა ფუნქციები გაქვთ რეფორმების განხორციელების საერთაშორისო საბჭოში?
მიხეილ სააკაშვილი: მე ამის თაობაზე პეტრო პოროშენკოსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევკრებ გამოცდილ რეფორმატორებს ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, ჩილედან, პერუდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, აზიიდან და შევეცდებით სხვადასხვა სფეროებში ანტიკორუფციული რეფორმები გავატაროთ, მოვახდინოთ დერეგულაცია, გავამარტივოთ ბიუროკრატიული სტრუქტურები... მოკლედ, განვახორციელებთ რეფორმებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან კი საერთაშორისო დახმარების მობილიზებას მოვახდენთ. ბუნებრივია, ჩვენი მუშაობის რეკლამირებასაც დავიწყებთ, რადგან წარმატებები აუცილებლად გვექნება.
„ბი-ბი-სი“: თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინაში რეფორმებს საქართველოს მსგავსად განახორციელებთ? და ეს მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორია უფრო დიდია და თან დონბასში ბრძოლები მიდის?
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში რეფორმებს რუსეთის ზეწოლის ფონზე ვახორციელებდით. გარდა ამისა, ჩვენ სრული ეკონომიკურ-ენერგეტიკული ემბარგოს პირობებში ვცხოვრობდით, რუსეთიდან კი ათასობით ქართველი გამოაძევეს. ჩვენც ხშირად გვბომბავდნენ - ხან კოდორის, ხან პანკისის ხეობაში, ტერორისტულ აქტებს გვიწყობდნენ, ძირს გვითხრიდნენ, საინფორმაციო ომს გვიცხადებდნენ... მაგრამ მაინც დავიწყეთ რეფორმები და წარმატებებსაც მივაღწიეთ. რაც შეეხება უკრაინას, აქ უფრო იოლია რეფორმების გატარება. საქართველოში სამსახურებიდან უფრო მეტი გავათავისუფლეთ, ვიდრე დავტოვეთ. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენთან უფრო ძლიერია ნათესაობა, ნათლიმამობა და ა.შ. ამიტომ უკმაყოფილო ძალიან ბევრი იყო. აქ, უკრაინაში ეს უფრო იოლია. მერე რა, რომ ომია და ქალაქები იბომბება. ომი მოქმედების სტიმულის როლს შეასრულებს, ყველა მიხვდება, რომ ჩვეულებრივი მეთოდებით წრეს ვერ გავარღვევთ. ამ თვალსაზრისით მე ოპტიმისტი ვარ.
„ბი-ბი-სი“: რამდენი დრო აქვს უკრაინას რეფორმებისათვის?
მიხეილ სააკაშვილი: მაქსიმუმ რამდენიმე თვე, რომ უკრაინული დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა გადარჩეს.
„ბი-ბი-სი“: უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ხომ არ აპირებთ?
მიხეილ სააკაშვილი: არა. ამიტომაც ვთქვი უარი მთავრობის ვიცე-პრემიერობაზე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორობაზე. მე არ მინდოდა გავმხდარიყავი შიდაუკრაინული პოლიტიკური თამაშების მონაწილე. მე ქართველი პოლიტიკოსი ვარ, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ბედი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. ამიტომაც ვთვლი, რომ სრულიად ნეიტრალური უნდა დავრჩე.
„ბი-ბი-სი“: როგორ მიგაჩნიათ, საქართველოს პროკურატურის განცხადება თქვენი ექსტრადირების თაობაზე გააუარესებს თუ არა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას? ოფიციალურმა თბილისმა უკვე გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ოპოზიციურად განწყობილი ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების გამო...
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკრაინის მთავრობაში დანიშნული ქართველებისა და ქართველი ხალხის გამო არანაირად არ გაურესდება. აბა, გავიხსენოთ, რომ „მაიდნის“ დროს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ღიად გამოხატა უკმაყოფილება კიევში მომხდარი მოვლენების მიმართ. მათ ეგონათ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი გაუძლებდა. გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მსოფლიოს მოუწოდა, რომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდოთო. გარდა ამისა, საქართველომ არა მარტო უარი განაცხადა უკრაინის იარაღით დახმარებაზე და ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, არამედ გაეროში ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას. რომელი ერთი ჩამოვთვალო? საქართველოს ხელისუფლება დევნიდა და ახლაც დევნის იმ ქართველი ოფიცრების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ დაუშვებდნენ თბილისში „მაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებას. ეს აშკარად კრემლის მაამებელი განცხადებებია.
ასეთი მოქმედება ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართველების 100% უკრაინას მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთმა მოქმედებამ განაპირობა საქართველოს დღევანდელი პრორუსული მთავრობის არაპოპულარობა.
„ბი-ბი-სი“: რამდენ ხანს აპირებთ უკრაინაში მუშაობას და გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, მე უკრაინაში დროებით ვარ და საქართველოში დავბრუნდები, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ უკრაინელთა დასახმარებლად. აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის რეფორმირება ტალანტიური, ენერგიული, საქმისმცოდნე უკრაინელი მოქალაქეების ამოცანაა, რომლებიც აქ ძალიან ბევრია - უფრო მეტი, ვიდრე თავის დროზე საქართველოში იყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა