logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნანა დევდარიანი: მარტივი ტესტი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის
ნანა დევდარიანი: მარტივი ტესტი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის
10:27 15.02.2015
ქართულ პოლიტიკასა და მის ახლო წრეებში ორი ტესტია პოპულარული:
1. აბა, თქვი, რომ რუსეთი ოკუპანტია;
2. დამეთანხმე, რომ ნატო არის ჩვენი გადამრჩენელი.
ვინც ამ ტესტს დაზეპირებული სისულელით არ უპასუხებს, ის რუსეთუმეა (მოღალატე, გამყიდველი, პუტინის მონა და ა.შ.).
ორიოდე დღის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, შტეფან შენახმა კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი ურაპატრიოტებს. მან გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მკაფიოდ განაცხადა: „ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ - სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც, უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა კონფლიქტის გარღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოადგებათ. უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობებისთვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისთვის“.
ვიდრე „ნატო–ენთუზიასტები“ შტეფან შენახს რუსეთუმეს (მოღალატეს, გამყიდველს, პუტინის მონას და ა.შ.) დაარქმევენ, ურიგო არ იქნება, დიპლომატიური წრეებისა და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლების არაერთი განცხადება გავიხსენოთ იმის შესახებ, რომ ნატოში მიღება არ „გვემუქრება“.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (ჩვენებურად „სარკო“), 2010 წელი: „მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ ნატოში იმ ქვეყნების მიღებას ვცდილობთ, რომელთაც საზღვრების პრობლემა მოგვარებული აქვთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ნატოში პრობლემების იმპორტი მოვახდინოთ“.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, 2011 წელი: „საფრანგეთმა ევროკავშირის ყველა ძირითადი ქვეყნის გვერდით, რომელიც მაშინ „ექვსეულის ევროპად” მოიხსენიებოდა, ჩათვალა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება სარისკო იყო, ვინაიდან მრავალი საომარი ინციდენტის გამო რეგიონში არასტაბილური სიტუაცია იყო. ეს იყო ფრთხილი და გონივრული პოზიცია, რომელიც შემდეგში 2008 წლის ზაფხულის მოვლენებით გამართლდა“...
გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი, 2013 წელს: „თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს“.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის, ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ჩარლზ კუპჩანი, 2013 წელი: „ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული და თეორიული შანსები სხვადასხვაა. ნატო არ არის იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს გაწევრიანება აქტუალური საკითხების ნუსხაშია. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს და აგრეთვე, აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატოში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრიანების თემა“.

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, 2013 წელი: „თეორიულად კი, შესაძლებელია ნატოში შესვლა ამ საკითხის მოგვარების გარეშე (იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი), ყველაზე მთავარია, საქართველომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. ცალკეული პირები სახელმწიფოში ამ შესაძლებლობაზე უკვე ლაპარაკობენ. შესაძლებელია იყო ნატოს წევრი და აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები არ ხვდებოდეს მე-5 მუხლის დაცვის ქვეშ (მეხუთე მუხლი ეხება ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს და ნატო-ს წევრი ქვეყნების კოლექტიურ დაცვას) და ეს ზონები მუხლის გარეთ დარჩეს. საქართველოს მთლიანად შეუძლია ნატოს წევრი იყო, მაგრამ ეს ტერიტორიები აღნიშნული მე-5 მუხლის დაცვის გარეთ რჩებოდეს. ამჟამად ამის შესახებ ფიქრობენ და ლაპარაკობენ“.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, 2013 წელი: „2014 წელს საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება (ანუ ვიდრე მე ვარ გენმდივანი და ჩემს შემდეგ თუგინდ წარღვნა ყოფილაო. შეგახსენებთ, რასმუსენი პოსტიდან სწორედ 2014 წელს წავიდა)“.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, 2014 წელი: „ახლა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანებაზე საუბრის დრო არ არის“.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, 2014 წელი: „გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პირველი საფეხურის - სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემაზე უარის თქმის შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება“.

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, 2014 წელი: „ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსის უახლოეს გეგმებში არ არის, არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან“.

ამგვარი ციტატების მოტანა უსასრულოდ შეიძლება. კიდევ ვინ უნდა განაცხადოს, რომ ნატოში არ გვიღებენ, რათა ჩვენმა პოლიტიკოსებმა დასკვნები გამოიტანონ?

2008 წლის 5 იან¬ვრის საპრე¬ზიდენ¬ტო არჩევნე¬ბის წინ, სპორტის სასახლეში ჩატარებულ პარტიულ ყრილობაზე პრე¬ზიდენ¬ტმა მიხე¬ილ სააკაშვილმა განაცხადა: „დავით აღ¬მაშე¬ნე¬ბე¬ლი და გიორგი ბრწყინ¬ვალე ნატოში შესვლაზე ოცნე¬ბობდნე¬ნ“. შეგახსენებთ – დავით აღ¬მაშე¬ნე¬ბე¬ლი 1089–1125 წლებში მე¬ფობდა, ხოლო გიორგი V – 1314–1346 წლებში. 1949 წელს ჩამოყალიბებულ ნატოში შესვლაზე ქართველი მეფეების ოცნება ისეთივე აბსურდია, როგორც საქართველოს „ევროპულ ოჯახში“, ანუ სადაც არასოდეს ყოფილა, იქ დაბრუნება! თუმცა ყველაფერი კვლავ ამ „ბრძნული“ ფორმულთ გრძელდება და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ „ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანსა“ და „ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე“ გველაპარაკებიან!
ცხადია, არის საწინააღმდეგო აზრიც, მაგრამ მას ერთსა და იმავე ტრენდში მყოფი „ოცნება“ და „ნაციონალები“ ან არ იმჩნევენ, ან აცხადებენ, რომ დასავლეთის კრიტიკა აპრიორი პრორუსულობას ნიშნავს. ასეა, როცა პოლიტიკური არგუმენტები დაგიძველდა და ახალს ვერაფერს სთავაზობ ხალხს, უნდა ეცადო, ერთობლივი ძალებით გააჩუმო საწინააღმდეგო აზრის მქონე პოლიტიკური ლიდერი. სხვა საქმეა, რამდენად გამოგივა ეს!
უმარტივესია ის, რასაც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს: „ნატოში ვერ შევალთ, სანამ რუსეთის ჯარი დგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ან მაშინ უარი უნდა ვთქვათ ამ ტერიტორიებზე და ისე შევიდეთ ნატოში“.
უმარტივესია და, რაც მთავარია, სიმართლეა!
თუ ვინმეს არ გჯერათ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ უცხოელი დიპლომატების და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებები – ზემოთ არის მოტანილი. გამეორება ცოდნის დედაა!
თუ არადა, ღიად განაცხადეთ, რომ ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე აპირებთ შესვლას! ღიად თქვით და კარგად დაითვალეთ, რამდენ ხმას მიიღებთ ვადამდელ თუ ვადიან საპარლამენტო არჩევნებში!

ნანა დევდარიანი
„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა