logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დოდო სიდიანი-აფრასიძე: ომეხს გულზე ოქროს გულსაკიდი ჰქონია, რომ ვერ მოხსნეს, მიცვალებულს ფეხი დაადგეს და ისე ააგლიჯეს
დოდო სიდიანი-აფრასიძე: ომეხს გულზე ოქროს გულსაკიდი ჰქონია, რომ ვერ მოხსნეს, მიცვალებულს ფეხი დაადგეს და ისე ააგლიჯეს
10:13 09.02.2015
-სწორედ ბარამიძის ბრძანებით გამოწვეს ცოცხლად ჩემი მეუღლე. ეგ უნამუსო დადგა და ჩემი დამწვარი სახლის ალზე ითბობდა ხელებს;
-ბარამიძეს კუბდარი ცხადია არავინ მიუტანა. მაშინ მესტიაში გააგზავა ხალხი და ძეხვი, პური და საჭმელები ამოატანინა და იქვე შეჭამეს;


იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ ხელისუფლება აიძულა გახმაურებული საქმეების გამოძიება დააჩქაროს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში აფრასიძეების საქმეს პროკურატურა გახსნილად გამოაცხადებს. აფრასიძეები უკვე მეთერთმეტე წელია სამართლიანობის აღდგენას ელოდებიან. დოდო აფრასიძე-სიდიანი მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებას დღემდე ტირილით იხსენებს.

შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, მას შიში გაუჩნდა, შიში იმისა, რომ სიმართლის დადგენას და დამნაშავეთა დასჯას ვერ მოესწროს. სხვა მხრივ კი, როგორც თავადვე აცხადებს, მას არაფრის ეშინია და პირიქით, მისი უნდა ეშინოდეთ დამნაშავეებს.

რა სიახლეებია გამოძიებაში, რა მოხდა 11 წლის წინ. ვინ მფარველობს ყოფილ შს მინისტრს, ამის შესახებ დოდო აფრასიძე-სიდიანი სააგენტო „ნიუსპრესს“ ესაუბრა.
დოდო აფრასიძე-სიდიანი:
- იმდენი უბედურება მაქვს ნანახი, აღარაფერი აღარ უნდა გამიკვირდეს. შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებამ მეც კი გამაოგნა. ასეთი რამე მსოფლიოში არ მომხდარა. ეს იყო ყველა შვილმოკლული მშობლის გაფრთხილება. ამ ამბის შემდეგ ცოტა არ იყოს შიში გამიჩნდა. თუმცა სიკვდილის კი არ შემშინებია, უბრალოდ დაუცველობის გრძნობა გამიჩნდა და შემეშინდა იმის, რომ შეიძლება ისე მომიშორონ, სიმართლის დადგენას და დამნაშავეების დასჯას ვეღარ მოვესწრო. სხვა არაფრის არ მეშინია, იქეთ ეშინოდეთ მკვლელებს ჩემი! ახლა ისინი ისედაც შეშინებული დადიან, მჯერა რომ მალე აგებენ პასუხს. პირველ რიგში გია ბარამიძე დაისჯება, რომელიც ჯერ ამ საქმეზე დაკითხულიც კი არ არის.

-თქვენმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ აფრასიძეების საქმე მალე გაიხსნებაო. ბარამიძის დაკითხვის გარეშე ეს საქმე როგორ უნდა გაიხსნას?

- თუ ამ ქვეყანაში სამართალი და კანონი არსებობს, ბარამიძე კარგა ხნის წინ უნდა ჩაესვათ ციხეში. დღემდე არ ვიცი რატომ არ დაკითხეს ის ამ საქმეზე. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი დამკითხეთო.
- ეს მართლაც ასეა, რატომ არ დაკითხეს აქამდე?
-არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ დეპუტატის იმუნიტეტი აქვს, ან მფარველი ყავს.
-ფიქრობთ, რომ ხელისუფლებიდან მფარველობს მას ვინმე?
-არაფერს არ გამოვრიცხავ. ხომ გაირკვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებსაც მფარველობდნენ. ალბათ რაღაცის იმედი აქვს და ამიტომ არის დიდ გულზე. მე როგორც ვიცი, ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება მისი დაკითხვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნითაც მიმართა. ეს უკვე წინსვლას ნიშნავს.
-ეს ინფორმაცია ოფიციალურად არის დადასტურებული?
- პროკურატურა ამაზე მე ანგარიშს არ ჩამაბარებს. ეს ინფორმაცია მედიით შევიტყვე და იმედი გამიჩნდა.
-თქვენ ხელახლა ხომ არ დაუკითხიხართ პროკურატურას?
-რაღაზე უნდა დამკითხონ? ხელისუფლება რომ შეიცვალა მაშინ მივეცი ჩვენება. ექვსი საათის მანძილზე ვიყავი პროკურატურაში და გამომძიებლის კითხვებს ვპასუხობდი.
- ამ სპეცოპერაციის შესახებ სხვები თუ დაიკითხნენ?
- ეს არ ყოფილა სპეცოპერაცია. ეს იყო თავდასხმა, რომელიც ჩემი ოჯახის განადგურებას ისახავდა მიზნად. ჩემი ქმარი ცოცხლად დაწვეს, ჩემი ომეხი კი ხელებშეკრული დახვრიტეს. ომეხი ბარამიძეს არ დაუხვრეტია, მაგრამ ძალიან კარგად იცის ვინც მოკლა ჩემი შვილი. მკვლელის ვინაობა მან უნდა დაასახელოს, თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავე თავად არის.
-სხვათა შორის გია ბარამიძე დღემდე ამტკიცებს, რომ ეცერში მაშინ ჩამოფრინდა როცა ყველაფერი დასრულებული იყო. ამაზე რას იტყვით?
- ეს არის ტყუილი. ამ განცხადებას თავის გადასარჩენად აკეთებს. აქამდე ამ ოპერაციის ჩატარებით იწონებდა თავს. თუ მეხსიერება ღალატობს მე გავახსენებ რას ამბობდა 10-11 წლის წინ. ჟურნალისტებთან საუბარში თავს იწონებდა აფრასიძეებმა ისეთი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, ძლივს გადავრჩიო.
- გაუწიეთ რამე წინააღმდეგობა?
- რა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია, მთელ ოჯახს გვეძინა.
-თქვენთვის ალბათ ძნელია ამის გახსენება, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის ავბედითი დილა.
-2004 წლის 24 მარტი იყო, დილა ჩვეულებრივად გათენდა. მე ყველაზე ადრე ვდგებოდი ხოლმე, იმ დღესაც ასე მოხდა. ოჯახის წევრებს ეძინათ. ხმაური და გრუხუნი შემომესმა, აივანზე გავედი. ჩვენი სახლის თავზე ვერტმფრენები ტრიალებდნენ. უცბად ატეხეს სროლა ვერტმფრენებიდან.
- არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა?
- არანაირი გაფრთხილება, ტყვიების წვიმა წამოვიდა ჩვენი სახლებისკენ. სახლში შევვარდი, ოთხივე შვილიშვილი საწოლის ქვეშ შევყარე, ლეიბები და საბნები დავაყარეთ. ზემოდან კი მე და ჩემი რძალი გადავეფარეთ. 12 ვერტმფრენიდან გვესროდნენ. მთელი უბანი და სოფელი ცეცხლის ალში იყო გახვეული.
-სოფლის მოსახლეობას რა რეაქცია ჰქონდა?
-როგორც მერე გავიგეთ, წინა ღამეს ჩამოსულან სოფელში და მამაკაცები დაუკავებიათ. ყველანი ერთი კოშკის ეზოში ყავდათ გამოკეტილები. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ჩვენ არავინ დაგვხმარებოდა. სროლა რომ ატყდა ჩემი მეუღლე, ევგენი გარეთ ხელებაწეული გავიდა გარეთ, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ გბარდებითო.
-არ გაჩერებულან?
-არა. სროლა გრძელდებოდა. ევგენის ამ ქმედებას ყურადღება არ მიაქციეს. ან ვერ შენიშნეს, ან ასეთი იყო ბრძანება. მათ ხელებაწეულ ევგენის ესროლეს, მას იღლიაში მოხვდა ტყვია. ჩემმა შვილმა გოჩამ, რომელიც შმაგისთან ერთად ციხეში გამოამწყვდიეს, მეზობელთან გადაიყვანა ბავშვი. უკან დაბრუნებულს მამა მძიმედ დაჭრილი დახვდა. გოჩამ ომეხთან ერთად დაჭრილი ევგენი სახლში შეიყვანა. ის დივანზე დააწვინეს. ცოტა ხანში ამ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ჩემი ქმარი იქ ცოცხლად დაიწვა.
-ისე მძიმედ იყო დაჭრილი რომ ვერ გამოვიდოდა?
- სცადა გამოსვლა. ყველაფერი რომ დამთავრდა ვნახეთ, რომ ის კართან იყო მოსული, მაგრამ დაჭრილმა გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ის იქ ცოცხლად დაიწვა.
-საშველად არავინ შევიდა? ხომ იცოდნენ რომ იქ დაჭრილი ადამიანი იყო?
-შესვლა სცადეს, მაგრამ იმ საზიზღარმა ბარამიძემ ამის უფლება არავის მისცა. მისი ბრძანებით გამოწვეს ცოცხლად ჩემი მეუღლე. ეგ უნამუსო დადგა და ჩემი დამწვარი სახლის ალზე ითბობდა ხელებს.
-თქვენ სად იყავით ამ დროს?
- მე მეორე სახლში ვიყავი. რძალს და ბავშვებს ვერ ვტოვებდი. გარეთ ისევ საშინელი სროლა იყო. უცბად რამდენიმე სპეცრაზმელი შემოვარდა. მათ გადასაფარებლები გაიტანეს გარეთ. მაშინვე მივხვდი, რომ ოჯახის წევრები დამიხოცეს. ოთახიდან გასვლისას, ერთი მათგანი მობრუნდა და ნიშნისმოგებით მითხრა, ქმარი მოგიკალით, შვილი მოგიკალით, სახლი გადაგიწვით, ახლა შეგიძლია, მშვიდად იცხოვროო.
-იმ მომენტისთვის ომეხი უკვე მოკლული ყავდათ?
-უკვე მკვდარი იყო ჩემი შვილი. მეზობლისგან გავიგე, ხელშეკრული ომეხი ეზოში გაუყვანიათ და ჩემი შვილიშვილის თვალწინ დაუხვრეტიათ.
-ამას დაადასტურებენ მოწმეები?
- რა თქმა უნდა. მოწმეები დაადასტურებენ იმასაცა რომ გოჩაც დახვრიტეს, მაგრამ იქ მყოფმა ექიმმა გადაარჩინა. დიდი მადლობა მას ამისთვის. მოწმეები იმასაც დაადასტურებენ. როგორ გაძარცვეს მიცვალებული.
-იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ რას გულისხმობთ?
-ომეხს თითზე ბეჭედი ეკეთა, რომელსაც არ იშორებდა. სპეცრაზმელებმა ვერაფრით მოაძვრეს. ამიტომ თითი მთლიანად წააჭრეს. გულზე ოქროს გულსაკიდი ჰქონია, ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერ მოხსნეს, მერე მიცვალებულს ფეხი დაადგეს და ისე წააგლიჯეს.
-მიცვალებულისთვის თითის წაჭრა სერიოზული ბრალდებაა....
- ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა, თუ დაუჯერებელია და ამას უარყოფს ვინმე, თანახმა ვარ, ამოთხარონ საფლავი, ჩაატარონ გვამის ექსპერტიზა და ნახონ, რომ ჩემი ომეხი თითწაჭრილია დაკრძალული და მერე ილაპარაკონ იმაზე,
- ომეხის ნივთები არ დაუბრუნებიათ?
-რას დააბრუნებდნენ. ომეხის ბეჭედი და გულსაკიდი გამომძიებელს შმაგისთან მიუტანია ციხეში, უკითხავს, ხომ არ გეცნობაო. მერე ირონიულად დაუმატებია თქვენი იყო, ახლა ჩვენი იქნებაო. ასე დაგვცინეს. ეს არავის შერჩება.
-აუცილებლად უნდა გკითხოთ, ვოვა მურავიოვის შესახებაც. გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ის იყო მეტყვიამფქვრევე და სპეციალურად ჩამოიყვანეთ რუსეთიდან.
- ეს არის სიცრუე. საწყალი ვოვა საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა. ის ჩვენთან სრულიად შემთხვევით მოხვდა. ჩვენი ნათესავები აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ის მათ ოჯახში მუშაობდა. როცა აფხაზეთი დაიკარგა, ისინი დევნილები გახდნენ და ვოვაც მათთან ერთად წამოვიდა. მას შემდეჰ ჩვენთან იყო. მეტყვიამფრქვევედ გამოაცხადეს და საწყალი ციხეში სასტიკად აწამეს.
- ახლა სად არის მურავიოვი?
- ციხიდან გამოვიდა და ისევ ჩვენთან არის. სასამართლოზე ისიც იტყვის სიმართლეს. მთელი ეცერი მზად არის დაადასტუროს ბარამიძის მიერ ჩადენილი სიმხეცე. რამდენიმე ასეული კაცი მისცემს ჩვენებას. მერე ვნახავ ექნება თუ არა კუბდარის ჭამის სურვილი.
-კუბდარის თემა მართლაც საშინელებაა. თითქოს წარმოუდგენელია, როგორ უნდა გქონდეს ადამიანს რამის ჭამის სურვილი, როცა მიცვალებულის ფეხებთან დგახარ....
- ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, ბარამიძემ კი მოითხოვა. მთელი სოფელი დაადასტურებს, როგორ მოითხოვა მან კუბდარი. იმ დროს ის მკვდარი ომეხის ახლოს იდგა. კუბდარი ცხადია არავინ მიუტანა. მაშინ მესტიაში გააგზავა ხალხი და ძეხვი, პური და საჭმელები ამოატანინა და იქვე შეჭამეს. ამას რამდენიმე ასეული ადამიანი დაადასტურებს. ეცერის მოსახლეობა იმასაც იტყვის, როგორ არ აძლევდა მათ ბარამიძე მკვდარი ომეხის გაპატიოსნების უფლებას.
- რატომ არ მისცა ამის უფლება?
-ამ კითხვაზე მან უნდა უპასუხოს. მეზობლებს კი უთხრა, სანამ ევგენი აფრასიძის ცხედარს არ მაჩვენებთ, ომეხის გაპატიოსნების უფლებას არ მოგცემთო.
- ამბობთ, რომ ხელებშეკრული დახვრიტეს ომეხიო. რატომ მოიქცნენ ასე? სპეცოპერაცია ხომ მის დასაკავებლად ჩატარდა?
- კიდევ გიმეორებთ, ეს არ იყო სპეცოპერაცია. ეს იყო ოჯახის ამოწყვეტის ოპერაცია, და სწორედ ამიტომ დამიხოცეს ქმარი და შბვილი.
-რატომ უნდა დაეხოცათ თქვენი ქმარი და შვილი? მათ რაიმე იცოდნენ ისეთი, რისი გაჟღერებაც მაშინდელ ხელისუფლებას არ სურდა?
- ევგენიმაც და ომეხმაც ბევრი რამე იცოდნენ. იმედია ბარამიძეს მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მან უნდა თქვას, რატომ დაახოცინა ისინი. იმ ოპერაციას თვალყურს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც ადევნებდნენ. მაგრამ ხალხს ისინი არ შეუმჩნევია. არაფერს არ ამბობდნენ, ყველაფერს ბარამიძე წყვეტდა. მისმა საქციელმა ხალხი გააოგნა.
-მართლა იყო იქ სასაზღვრო პოლიციის მაშინდელი უფროსი ბადრი ბიწაძე?
- მე იქ ბადრი ბიწაძე არ მინახავს. ხომ გეუბნებით, მთავარი მოქმედი პირი იყო ბარამიძე. რომელსაც ამის გაკეთება სააკაშვილმა უბრძანა. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტა თავად განაცხადა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მასაც წარედგინება ბრალი.

შორენა არაბული

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა